შორეული ქალაქი – ტორონტო, კანადა

cropped-img_1460.jpgოგორც უმეტეს საქართველოს მოქალაქეს ისე მეც, სანამ მოგზაურობას დავიწყებ პირველ რიგში ვამოწმებ მჭირდება თუ არა ვიზა ამა თუ იმ ქვეყანაში.

კანადის შემთხვევაში, დიახ გვჭირდება, სამწუხაროა ის, რომ კანადის საკონსულო საქართველოში არ მდებარებოს.  საბუთების იგზავნება ქალაქ ანკარაში შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ, რომელსაც ახორციელებს კანადის სავიზო განცხადების ცენტრი. სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მათ საიტზე. საიტზე თითქმის ყველანაირი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი.

კანადის ვიზის აღება არ გამიჭირდა, რადგან მიწვეული ვიყავი კონფერენციაზე და ატალნტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე. ჩემი ბლოგი ნაკლებად შეეხება კონფერენციის მიმდინარეობას. უმეტეს შეთხვევაში, როდესაც უცხოეთში მივდივარ საერთაშორისო სკოლაზე, კონფერენციაზე თუ ფორუმზე, აუცილებლად დამატებით ვრჩები რამდენიმე დღე, როგორც უბრალოდ ტურისტი. მიყვარს სურათების გადაღება და შესაბამისად ბლოგიც გაჯერებული იქნება მრავალი სურათით.

უცხო ქალაქში მოხვედრა და გზის გაგნება ხშირად ჭირს. ქართულ და უცხოურ ენაზე რთულია მოძებნო რაიმე რითაც შეძლებდი მოგზაურობის გამარტივებას. იმედია ეს ბლოგი დაგეხმარებათ ტორონტოში მოგზაურობისას და მოგცემთ გარკვეულ მიმართულებას.

dsc_0001_2მოგზაურობა დავიწყე ღამით.  ფრენა Georgian Airways-ით მიწევდა. კერძოდ თბილისიდან ამსტერდამში. ამსტერდამიდან კი ტორონტოში KLM-ით.

უმეტეს ჩვენგან მოსწონს თვითმფრინავში ჭამა, სამწუხაროდ ჩვენი ავიახაზეdsc_0043-2ბი არც ამ მიმართულებით გამოირჩევა, თანაც მაშინ, როცა სხვა ავია-ხაზებს ადარებ. მიუხედავად ყველაფრისა მომსახურებაც ფასის შესაბამისია, თანაც პირდაპირი ფრენებები სხვა შემთხვევაში ძალიან ძვირია. Georgian Airways-ი კი საკმაოდ იაფად გვთავაზობს.

4 საათიანი ფრენის შემდგომ მშვიდად დავეშვით ამსტერდამის Schiphol-ის აეროპორტში და 2 საათი ველოდებოდი შემდგომ ფრენას. ზოგს ფრენა მოსაწყენი ჰგონია ან დროის უაზროდ კარგვა, არადა მარტივად შეგიძლიათ ეს დრო გამოიყენოთ მრავალი გატაცებისთვის, მაგალითად კითხვისთვის ან წერისთვის. გზად წავიღე National Geoographic-ის ქართული გამომცემბლობის ორი ჟურნალი და გამომცემლობა წიგნები ბათუმში წიგნი ტერი გუდკაინდი – “ჯადოქრის პირველი კანონი”. წინ და უკანა გზაზე ჟურნალისა და წიგნის პირველი ნაწილის წაკითხვა მოვასწარი.

dsc_0009_22 საათის ლოდინის შემდგომ ჩავსხედით თვითმფრინავში. ზუსტად არ მახსოვს, რომელი ბოინგია, მაგრამ დიდი რომ იყო ეგ ვიdsc_0012_1ცი. თვითმფრინავში ყველაფერი საუკეთესო. სავარძლების უკან გასართობი ეკრანები. სადაც შეგიძლია უყურო ფილმებს, სერიალებსა და შოუებს. მოუსმინო რადიოს, მუსიკას ან უბრალოდ ითამაშო.

ამ ფრენისას გამოვცადე ერთი რამ. რამდენიმე დღის წინ წაკითხული მქონდა, რომ თურმე თვითმფრინავში პომიდვრის წვენს იგივე გემო აქვს, რაც ლუდს. იმის მაგივრად, რომ ლუდი დამელია დავლიე პომიდვრის წვენი ცხოვრებაში პირველად და გაგიკვირდებათ და მართლა ლუდის გემო ჰქონდა. იმდენად მომეწოdsc_0018_1ნა, რომ რამდენჯერაც ჩამოიარეს პომიდვირს წვენა და უშაქრო ყავას ვასხმევინებდი.

KLM-ით ფრენისას მოგართმევენ გემრიელ სადილს. სადილი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან: პური, ძირითადი საჭმელი, სალათი, დესერტი, ორცხობილა, კარაქი, მდნარი ყველი და წყალი. სასმელების არჩევა შენზეა. მე უმეტესად წითელ ღვინოს ვირჩევ. მადუნებს და ძილსაც მიადვილებს სავარძელში.

თითქმის 9 საათიანი ფრენის შემდგომ დავეშვით ტორონტოს Pearson-ის საერთაშორისო აეროპორტში. აეროპორტი არ არის dsc_0019_1დიდი (მე ასე მომეჩვენა) და შესაბამისად გზის გაკვლევაც არ გაგიჭირდებათ. ქალაქის ცენტრში მოხვედრის საუკეთესო საშუალებაა ისარგებლოთ Union Peasrosn Express-ით, რომელიც 25 წუთში მიგიყვანთ ქალაქის ცენტრში. მატარებელთან მისასვლელად დაგჭირდებათ “კაბინით” მგზავრობა. შედგომ კი უბრალოდ 15 წუთამდე ლოდინი.  ფასი ერთი გზა 12 კანადური დოლარია და დამიჯერეთ ღირს. ადგილობრივებიც კი აღნიშნული სერვისით სარგებლობენ, რადგან ტორონტოს გზები არის გადატვირთული, განსაკუთრებით კი აეროპორტისკენ მიმავალი, რადგან ის გადის იმ მაგისტრალზე, რომელიც ერთადერთი დამაკავშირებელია ტორონტოსთან .dsc_0021

აეროპორტის მატარებლის შემდგომ აღმოვჩნდი ცენტრალურ სადგურზე. სხვათაშორისი მატარებელები ქალაქის ცენტრშია. თუამას გავითვალისწინებთ, საქართველოში რკინიგზის  ქალაქ გარეთ სრულად გადატანას არ ვემხრობი.

ცენტრალური სადგურიდან სასტუმროში ფეხით დაახლოებით 10 წუთში მივედი. ეს იმიტომ, რომ გზა ზუსტად არ ვიცოდი, ისე 5 წუთი არის საჭირო.

პირველი ორი დღე, ვესწრებოდი კონფერენციას. თანამონაწილესთანე ერთად 27-ე სართულზე დაგვაბინავეს და არ img_1457შემიძლია არ გაგიზიაროთ ხედი, რომელიც სასტუმროს ოთახიდან მქონდა. ხედი ონტარიოს ტბასა და ტორონტოს კუნძულებს უყურებდა.

იმავე საღამოს სანაპიროსთან მდებარე პაბში “ამსტერდამში” წავედით. საკმაოდ კარგი ლუდი და საკვები აქვთ. ლუდი ძვირი ღირს, რადგან გარკვეული ნაწილის გადასახადები ემატება. საქართველოში ამა თუ იმ პროდუქტdsc_0040ის შეძენისას დღგ შედის პროდუქტის ღირებულებაში და ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ გარკვეულ თანხას სახელმწიფოს ვუხდით. იქ კი პირიქითაა, მაგალითად მენიუში ლუდი წერია, რომ ღირს 10 კანადური დოლარი. ანაგარიში, რომ მოგივათ აღმოაჩენთ, რომ 14 კანადური დოლარი გაქვთ გადასახდელი, სადაც შედის ლუდის ფასი, დღგ 1.5 დოლარი და 2 დოლარი მოსმახურებისათვის. ასე, რომ ფრთხილად თუ ფული გაკლიათ ან მოგაკლდებათ არ დაგავიწყდეთ გადასახადები (ონტარიოს პროვინციაში დღგ 15 %-ია).

მეორე დღეს, კონფერენციის მიმდინარეობისას, შესვენებაზე შევამჩნიე ჩვენთვის უჩვეულო რამ. სტარბაქსი ყავის შესვენებაზე. dsc_0048არადა რამდენი საქართველოს მოქალაქე ოცნებობს ამ მაღაზიის არსებობაზე, აქ კი არც აციეს არც აცხელეს სრულიად უფასოდ დალიე შემოგვთავაზეს.

საერთოდ ტორონტოში და ალბათ ასეთ დიდ ფინანსურ ცენტრებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე სტარბაქსი, მაქდონალდსი, KFC, Subway და ჰოთდოგის კვების ობიექტები შეგხვდებათ. უმეტესი მათგანი საკმაოდ ძვირიანია, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც მე პირველად ტორონტოში ვნახე. ნამდვილად არ dsc_0022_1-2ვიცი სხვაგან არის თუ არა, ის კი ვიცი, რომ კანადური კომპანიაა. Tim Hortons ქსელი პოპულარულია კანადაში და რაც მთავარია იაფი.

კონფერენციიდან 2 დღის შემდგომ გადავბარგდი Airbnb-ზე. ვინც არ იცით ეს არის პროგრამა/საიტი, სადაც ადგილობრივთან ქირაობ ბინას, ოთახს ან img_1569მხოლოდ ლოგინს და რჩები მასთან. Airbnb-ით უკვე ორჯერ ვისარგებლე, ერთხელ ოსლოში, ნორვეგია და მეორეჯერ ტორონტოში. სხვათაშორის ტორონტოს შემთხვევაში ხედი მქონდა საოცარი, თან მე-40 სართულზე. ამ სიმაღლimg_1562ეზე დარჩენილი კი არა ნამყოფიც არ ვყოფილვარ. ხედი პირდაპირ ქალაქის ე.წ. Downtowns-ს უყურებდა. სადაც ცათამბჯენებია აღმართული სხვადასხვა საერთაშორისო ბანკებისა თუ სასტუმროების. მარცხენა მხარეს კი ხედს ტორონტოს კოშკი ამშვენებდა.

რაც შეეხება ტორონტოს საჯარო ტრანსპორტს. აქ არის ავტობუსები, ტრამვაი, მეტრო (ოთხი ხაზი) და ტაქსები. ადგილობრივები ტაქსს უმეტესად არ იყენებენ, ხშირად იძახებენ Ubers-ს, რომელიც მოსახერხებელია, მარტივი და იაფია. ტორონტოში  ყოფნისას ვიმგზავრე ავტობუსით და dsc_0061_1მეტროთი. მეტრო 3.25 კანადური დოლარი ღირს, რაც დაახლოებით 6 ლარია.

სანამ ტორონტოში იქნებით არ დაგავიწყდეთ გასინჯოთ Hot-Dog-ი. რატომ? იმიტომ, რომ სადაც კი მივირთვი ყველაზე გემრიელი აქ არის, თან ახამებთ ისე როგორც თქვენ გსურთ.

საერთოდ ჩემთვის გასოცარი ის იყო, რომ ქალაქი გაჯერებულია სხვადასხვა წარმომავლობის ხალხით. ვერ იტყვით, რომ მხოლოდ თეთრკანიანები, არაბები, აზიელები ცხოვრობენ. ტორონტო სტუმართმოყვარე ქალაქია და ხალხიც შესაბამისად ერთმანეთს გულღიად img_1856ეგებება. კი აქაც შეამჩნევ დაღვრემილ, “ჩაფიქრებულ” საზოგადოებას, მაგრამ უმეტესი მათგანი ცდილობს იმხიარულოს ან თუნდაც საუბრით შენთან შეიქციოს თავი.

არ დაგავიწყდეთ, რომ კანადელებს ძალიან უყვართ ჰოკეი და ბეისბოლი. ქალაქის ცენტრში Air Canada Centre-ია, სადაც ყოველთვის იმართება თამაშები. მეც ერთ-ერთ ასეთ თამაშს შევესწარი, სამწუხაროდ შიგნით შესვdsc_0012_1-2ლა ვერ მოვახერხე, მაგრამ გარედან ყურებაც დიდ ეკრანზე არ იყო ურიგო. აქვე არის ბრენდირებული მაღაზია, სადაც ნებისმიერი რამის ყიდვა შეგეძლებათ.

 

 

ახლა კი უბრალოდ ფოტო ტური და ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მონახულოთ:

  • Toronto City Hall და Old City Hall

img_1832 img_1835

 

 

 

 

 

 

  • The Cathedral Church of St. James

img_2158dsc_0032-2

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • Chine Town

img_1866დიდი მოლოდინით წავედი ამ ადგილას, რომელსაც ჩინურ ქალაქს ეძახდნენ. განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივი ქუჩაა აზიელებით დასახლებული და აზიური ბანერებით. რა თქმა უნდა ყველაფრის უფრო იაფად ყიდვა შეგიძლიათ ამ ადგილას ვიდრე სადმე სხვაგან.

 

 

 

 

  • St. Lawrence Market

ეს არის ძალიან მაგარი ადგილი და ისეთი, რომელსაც ადგილობრივები ხშირად სტუმრობენ. ერთგვარი ბაზარია, სადაც ყველაფრის შეძენას შეძლებთ. თანაც შენობაც არქიტექტურული თვალსაზრისით ლამაზია.

img_1817dsc_0029_1

 

 

 

 

 

 

აქვე კვირას (ყოველი შემთხვევისთვის მე მხოლოდ ამ დღეს შევამჩნიე) იმართება გარე ვაჭრობა (Flea Market) – ერთგვარი მათი მშრალი ხიდია.

dsc_0024dsc_0023-2

 

 

 

 

 

  • Toronto Islands

ადგილი რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, განსაკუთრებით მაშინ თუ ზაფხულში ჩახვალთ. ზამთრის პერიოდში პარკი დახურულია და ნაკლები ხალხია, მაგრამ ნახვად მაინც ღირს. პირველი იმიტომ, რომ ტორონტოს ნახავთ პანორამული ხედით, მეორე – გაისეირნებთ ბორანით, მესამე – მკვეთრად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდებით. ამასთან სეზონზე არ დაგავიწყდეთ თქვენი საცურაო კოსტუმები.

img_1699img_1804img_1754

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • The Distillery District

ეს არის საოცარი ადგილი. თავის დროზე რაღაც ქარხანა ყოფილა, შემდგომ კი ეს ადგილი გადაკეთდა და მიიღეს მშვენიერი ადგილი, სადაც მრავალი სახის ლუდი ისხმება. რესტორნები თუ პაბები გთავაზობენ ლუდის სხვადასხვა სახეობის დაგემოვნებას. საღამოს კი ცოცხალი მუსიკით კარგად გაერთობით.

img_1991

dsc_0069

 

 

 

 

 

 

  • Toronto Eaton Centre

ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრია და უმეტესად ყველა ბრენდია წარმოდგენილი. ყველაზე საოცარი კი ამ სავაჭრო ცენტრის პირველი სართულია. ეს იყო დიდი “სასადილოს” ტიპის სივრცე, კედლებთან კი წარმოდგენილი იყო ყველა სახის სწრაფი ობიექტი, რომელიც კი ტორონტოში არსებობს.

dsc_0080

 

 

 

 

 

  • University of Toronto 

ადგილი, რომელიც ყველა სტუდენტისთვის საოცნებოა. დიდი საუნივერსიტეტო კამპუსი. საოცარი შენობებითა და სიმწვანით. ყველანარი პირობა იმისთვის, რომ მხოლოდ ისწავლო.

img_1880

 

 

 

 

 

 

  • Cars

უბრალოდ ხანდახან ადევენთ თვალი გზას. კანადელებს უყვართ დიდი და ლამაზი ავტომობილები. ალბათ საწვავს რამდენს მოიხმარენ უმეტეს მათგანს საერთოდ არ ანაღვლებთ – ის ხომ ასე იაფია.

img_1931Shcool Bus

 

 

 

 

 

 

  • Niagara Falls:

მართალია ნიაგარას ჩანჩქერები ტორონტოში არ არის, მაგრამ ამისთვის ღირს ერთი დღის გამოყოფა. ყველაზე იაფი იმ შემთხვევაში დაგიდჯებათ ტორონტოდან ნიაგარას ჩანჩქერზე წასვლა თუ ჯერ ცენტრალური სადგურიდან იმგზავრებთ მატარებლით, ერთ-ერთ სადგურზე ჩამოხვალთ, იქიდან კი 12 ნომერი GO ავტობუსით განაგრძობთ გზას, შემდგომ კი 10 წუთი სიარული დაგჭირდებათ. სადგურზე არის საინფორმაციო ცენტრი და შეგიძლიათ ზუსტად მათ დაეკითხოთ. მთლიანად მგზავრობა დაახლოებით 2-3 საათი გრძელდება, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ღირს.

img_2099

img_2032

 

 

 

 

 

 

სანამ ჩანქერებამდე მიხვალთ გასართობი პარკია მრავალი ატრაქციონით.

img_2022

 

 

 

 

 

 

 

იმედია ეს სტატია დაგეხმარებათ თქვენს მოგზაურობაში, ზოგს კი უბრალოდ წარმოდგენას შეგიქმნით ტორონტოს შესახებ. სხვა სურათები შეგიძლიათ ნახოთ ჩემს ინსტაგრამზე.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s