ევროპა დასავლეთით – ბრიუსელი, ბელგია

DSC_0009.JPGწელს ბრიუსელში მეოთხედ წავედი, თითქოს ყველაფერი უკვე ნანახია, სურათებიც გადაღებულია, მაგრამ არის რაღაცა რაც ყოველთვის იცვლება და ახალია.

ბრიუსელს პირველად 2014 წლის შემოდგომას ვესტუმრე იატა-ს გენერალურ ასამბლეზე. შემგომ 2015 წელს გაზაფხულზე, ჰოლანდიიდან ჯერ ანტვრეპენში, შემდგომ კი ბრიუსელში ჩავედით.
2015 წელს ისევ მომიწია იატა-ს გენერალურ ასამბლეაზე დასწრება. 2015 წლის შემოგომის ვიზიტის დროს, ასევე ვესტუმრე ბრიუგეს. ბევრისთვის საყვარელი ფილმი  In Bruges სწორედ ამ პატარა ქალაქშია გადაღებული.

ბოლო ვიზიტი წმინდა სამუშაო იყო, რომელიც 16-19 დეკემბრის პერიოდში განვახორციელე. ტორონტოში, რაზეც წინა პოსტში მქონდა საუბარი ამირჩიეს იატას ვიცე პრეზიდენტად, შესაბამისად იატას ბორდის ფარგლებში ვეწვიე ბრიუსელს, რათა გაგვეანალიზებინა თუ რა გავაკეთეთ ბოლო 6 კვირის განმავლობაში და დაგვესახა მომავალი სამოქმედო გეგმა.

ცნობილია, რომ ბელგიაში ვიზიტისთვის აუცილებელია შენგენის ვიზა (იმედია მომავალში აღარ დაგვჭირდება), რომელსაც საქართველოში გასცემს ჰოლანდიის საელჩო “შუამავლის” სავიზო განცხადების ცენტრის საშუელბით – vfsgeorgia. ეს ცენტრი არის მოუქნელი, ხშირად არის გრძელი რიგები, ამიტომ გაითვალისწინეთ, სანამ მიხვალთ 1-2 საათი მაინც გაენთავისუფლეთ სამსახურიდან (თუ ასეთი გაქვთ). ვიზებზე განაცხადებს იღებენ მხოლოდ მაშინ თუ დარჩენილია 10 სამუშაო დღე გამგზავრებამდე. ამასთან თუნდაც თავისუფლდებოდეთ სავიზო გადასახადისგან (მაგალითად სასწავლო, კულტურული ან სხვა სახის ვიზიტისას) მაინც იხდით მომსახურების თანხას.

თუ პრობლემები გექმნებათ ვადებთან დაკავშირებით და ვერ ასწრებთ სავიზო ცენტრის გავლით ვიზის აღებას, პირდაპირ დაუკავშირდით ჰოლანდიის საელჩოს (ტელეფონით ანდა ელ-ფოსტით). აქ რა თქმა უნდა უფრო ზრდილობიანად და პროფესიონალურად გექცევიან.

წინა ჩასვლებზე არ ვფიქრობდი, რომ შეიძლება ბრიუსელში ვიზიტი ბლოგად გამომექვეყნებინა, ამიტომ ბევრი რამ წინა ვიზიტებიდან ისე არ მახსოვს, რომ აღვწერო, მაგრამ მოკლედ მოგიყვებით ბოლო ვიზიტის შესახებ.

თბილისიდან კიევის საერთაშორისო ავიახაზების (UIA) თვითმფრინავით გავემგზავრე კიევის გავლით. მთლიანი მგზავრობა დაახლოებით 8-9 საათი მოვუნდი. არ დაგავიწყდეთ, რომ UIA არ ემსახურებიან საუზმით ანდა სადილით. არც ყავაა უფასო, მხოლოდ წყალი. გარკვეული პროდუქტის ყიდვა თვითმფრინავში შეგიძლიათ. საორიენტაციოდ რომ აიღოთ ყავა 2 ევრო ღირს. საკვებს უკვე 5 ევროდან იყიდით. მეორე გამოსავალია თქვენ წაიღოთ საკვები ხელბარგის საშუალებით, რასაც მე უმეტეს შემთხვევაში ვაკეთებ. სანამ თვითმფრინავში ავალ აეროპორტში მივირთმევ.

ბილეთს რაც შეეხება გირჩევთ, რომ არასდროს არ იყიდოთ ტურისტული კომპანიის გავლით. მარტივად შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ ინტერნეტ სივრცეში. თუ ქართულის გარდა სხვა ენა არ იცით და დამხმარეც არ გყავთ გირჩევთ www.fly.ge, ყოველთვის მინიმუმ 50 ლარით ნაკლები ღირს ბილეთი ვიდრე ტურისტულ კომპანიებში. და თუ იცით ინგლისური, გირჩევთ უცხოური საიტის საშულებით იყიდოთ. პირადად მე ბოლო ორი ფრენისას გამოვიყენე უცხოური საიტი –  www.skyscanner.net – ადგენს ყველა ონლაინ ავია ბილეთების გამყიდველების ფასებს და ადარებს მათ. ამ პლატფორმის საშუალებით კიდევ მინიმუმ 50 ლარს ზოგავთ. შესაბამისად ონლაინ  ყიდვისას მინიმუმ 100 ლარი თქვენ გრჩებათ.

თბილისიდან დილით 7 საათზე გავემგზავრე და ბრიუსელში 2 საათზე ჩავედი (CET). 19 დეკემბერს იქიდან წამოსვლისას UIA დაახლოებით საათ ნახევარი დააგვიანა.

dsc_0011_6აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში წასასვლელად საუკეთესო საშუალებაა მატარებელი. შესაბამისი მინიშნებებს გაყევით. მატარებლის პლატფორმაზე ბილეთის ყიდვის გარეშე ვერ შეხვალთ. არის ორი საშუალება,dsc_0013_5 სადაც ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ, პირველი ტრადიციული მეთოდით “გამყიდველისგან”, მეორე სპეციალური აპარატით, რომელიც იღებს, როგორც ნაღდ ფულს, ასევე ბარათს. მგზავრობა Bruxelles Central-მდე 8.6 ევრო ღირს. მატარებელი რა თქმა უნდა კომფორტულია.

ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე ჩამოსვლისას თუ ჯერ არ გაგისინჯავთ აუცილებლად მიირთვით თქვენი პირველი სტარბაქსი. ამასთან ისარგებლოთ უფასო ინტერნეტით.

dsc_0031საერთოდ გირჩევთ საორიენტაციოდ ცენტრალური სადგური აიღოთ როგორც ბრიუსელის გული და ამის მიხედვით გაიკვლიოთ გზა ბრიუსელში.

აქვე დავამატებ, რომ საუკეთესო საშუალება ბელგიაში გადასაადგილებლად, რა თქმა უნდა მატარებელია. გირჩევდით ეწვიოთ ისეთ ქალაქებს dsc_0030როგორებიცაა ბრიუგე, გენტი და ანტვრეპენი (მაპატიეთ თუ ქალაქის სახელები სწორად ვერ ვთარგმნე).

ბრიუსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მრავალფეროვნება გვაქვს, მეტრო, ტრამვაი (Tram) და ავტობუსები, რომელიც მიგიყვანთ ბრიუსელის ნებისმიერ კუთხეში. ყველა გაჩერებაზე დატანილია ავტობუსების მარშრუტი. ამიტომ არამგონია გაგიჭირდეთ გზის გაგნება. ავტობუსი მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე, როცა ნატოს სათაო ოფისის მოსანახულებლად წავედი.

img_3112ბრიუსელში არ არსებობს ფრანგული ფრი, მათთვის არსებობს მხოლოდ ბელგიური ფრი. დაახლოებით იგივე საკითხია ბერძნებს ნალექიან ყავაზე უთხრა თურქული ყავაო. ბერძნები ნალექიან ყავას ბერძნულ ყავას ეძახიან. სად იყიდება საუკეთესო ბელგიური ფრი? Fritland-ში. სადაც ყოველთვის რიგებია. პატარა რჩევა, გარეთ რიგში არ ჩადგეთ, შედით შიგნით და ისე იყიდეთ.DSC_0557.JPG

ხმას არ ვიღებ ბელგიურ ვაფლებსა და შოკოლადებზე. ჩემზე კარგად მოგეხსენებათ რაც არის. ცხელ-ცხელი ვაფლების ყიდვა ტურისტულ ცენტრში ყველა წერტილში შეგიძლიათ. ვაფლის ნუტელათი ჭამა ერთი სიამოვნებაა.

საშობაო განწყობა ბრიუსელში იგრძნობოდა ყოველ ფეხის ნაბიჯზე. რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტილია და მოწყობილია საშობაო სოფლები.ცენტრალურ ტურისტულ ქუჩებში თუ გაივლით არ გაგიჭირდებათ მათი ნახვა.

img_3105img_3119

და კითხვა რა მოვინახულოთ ბრიუსელში?

ბრიუსელის სული არის ამ ადგილას. ეს ადგილი უნდა მოინახულოთ როგორც დღისით, ასევე ღამით. აქვე არის “ქალაქის მუზეუმი”, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

img_3190

ბრიუსელში ყველაზე ცნობილი ადგილია. განსაკუთრებით ლამაზია თბილ სეზონზე, როცა მთლიანი ბაღი ყვავის და სხვადასხვა ფერებში ირევა.
img_3152img_3158

img_3156

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წლებია სასამართლოს შენობის რესტავრაცია მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა ის მაინც შთამბეჭდავად გამოიყურება, როგორც ჩემთვისაა ცნობილი შენობა ფუნქციონირებს. აქვე, სურათის მარჯვენა მხარეს თუ გახვალთ ბრიუსელის ხედი გადაგეშლებათ.

DSC_0536.JPG

არ გეგონოთ, რომ ბიჭუნა არის ორიგინაdsc_0553ლი, მას თითქმის ყოველ წელს ანახლებენ. ორიგინალის ნახვა შეგიძლიათ ბრიუსელის ქალაქის მუზეუმში, რომელიც Gran Place-ზეა.

  • ტაძრები

ბრიუსელში ბევრი კათოლიკური ტაძარია, არ მინდა მათგან რომელიმე გამოვარჩიო, უბრალოდ ქუჩაში სადმე თუ გადაეყრებით აუცილებლად შედით შიგნით.

img_3143DSC_0034.JPG

DSC_0528.JPG

  • ქუჩები

პარიზზე ამბობენ თუ გინდა აღმოაჩინო ნამდვილი პარიზი მასში უნდა დაიკარგოო. შეგვიძლია იგივე ბრიუსელზეც ვთქვათ.

img_3142

img_3150

img_3180

  • ლუდი

აუცილებელია ცალკე გამოვყო ლუდი. ბრიუსელიდან ისე არ წამოხვიდეთ, რომ არ დალიოთ ბელგიური ლუდი. მოინახულეთ ბარი დელარიუმი, სადაც მსოფლიო რეკორდია დამყარებული 3000 სახეობის ლუდის გაყიდვის. დღეისთვის იქ 2000 სახეობის ლუდის ყიდვა შეგიძლიათ.

dsc_0392

dsc_0029

არის კიდევ ბევრი ადგილი და რა თქმა უნდა ერთ პოსტში მათი ჩამოთვლა შეუძლებელია. მე ჩამოვთვალე მხოლოდ ის ადგილები, რომელიც აუცილებალდ უნდა მოინახულოთ და თუნდაც ერთ დღეში ან საღამოში მათი ნახვა შესაძლებელია.

კეთილ მომავალ მგზავრობას გისურვებთ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

DSC_0040.JPG

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s