გონიერი ექსპონანტი – “ყვავილები ელჯერნონისთვის” – დენიელ კიზი

ყვავილები ელჯერნონისთვის

ყვავილები ელჯერნონისთვის

2016 წლის ზაფხულში გადაცემა “წიგნები”, რომელიც რადიო შოკოლადის ეთერში  გადის (მას შემდეგ soundcloud ის მეშვეობით ვუსმენ) მოვისმინე ლევან ბერძენიშვილის მიმოხილვა ყვავილები ელჯერნონისათვის. ეს მიმოხილვა ახლა დიდად აღარ მახსოვს, მაგრამ მაშინ გადავწყვიტე ეს წიგნი აუცილებლად შემეძინა და წამეკითხა.  ნაწარმოები დაწერილია დენიელ კიზის მიერ. აუცილებლად წაიკთხეთ ამავე მწერლის ნაწარმოები ბილი მილიგანის მრავალი გონება.

მე არ ვარ ლიტერატურის მცოდნე და არც ფილოლოგი. ჩემი განათლება  სამართალთან და სამართლის სფეროსთანაა დაკავშირებული. დღესდღეობით დაინტერესებული ვარ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებით. მიუხედავად ამისა, ყdsc_0012ოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანმა უნდა იკითხოს არა მხოლოდ პროფესიული წიგნები თუ ჟურნალები არამედ. საჭიროა საკუთარი გონებას მისცეს მეტი გასაქანი. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ მხატვრული თუ სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა ჩვენი გონებისთვის სასარგებლოა. როგორც კუნთებს ჭირდება ვარჯიში და უმეტესი ჩვენგანი დროს უთმობს სპორტ დარბაზებში სიარულს თუ უბრალოდ სახლში ვარჯიშს, ასევე, საჭიროა გავავარჯიშოთ გონება.

აქამდე ჩემს საიტზე მხოლოდ ორი ბლოგი მაქვს დადებული მოგზაურობაზე. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ საიტი მხოლოდ მოგზაურობაზე იქნებოდა, მაგრამ გადავწყვიტე გარკვეული მოსაზრებებიც დავამატო და სხვადასხვა სვეტები შევმატო ბლოგს. პირველი ასეთი სვეტი სწორედ წიგნებს დაეთმობა.

საერთოდ კითხვა ძალიან მიყვარს, ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდანვე ბევრს ვკითხულობდი, მაგრამ წიგნისადმი სიყვარული და მოწიწება ყოველთვის მქონდა. აბიტურიენტობისა და სტუდენტობის პერიოდში განსაკუთრებით შევიყვარე წიგნები. დავიწყვე წიგნების შეძენა და საკუთარი ბიბლიოთეკის შექმნა. ვერ ვიტყვი, რომ ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და თუ ვინმე იტყვის, რომ ბევრი აქვს წაკითხული უფრო ბრიყვია ვიდრე ნაკითხი. წიგნების რაოდენობას ხომ საზომი არა აქვს. შესაბამისად, თუ რამდენია ბევრი წიგნი ამის განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელია.

ყვავილები ელჯერნონისთვის, როგორც გითხარით წინა წლის ზაფხულში  (2016 წელი) გავიგე, რომ არსებობდა. ეს წიგნი ქართულად ითარგმნა და გამოსცა გამომცემლობამ წიგნები ბათუმში უკვდავი ბიბლიოთეკის ხაზის მიმართულებით.

თავდაპირველად რომელ წიგნის მაღაზიაშიც არ ვიკითხე არსად არ იყო, არც უშუალოდ გამომცემლობაში. როგორც აღმოჩნდა პირველი ტირაჟი ფაქტობრივად დაიტაცეს. მეორე ტირაჟი ცოტა ხნის წინ საახალწლო წიგნების ფესტივალზე შევიძინე, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

არ ვიტყვი, რომ წიგნი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო, მისი წაკითხვა რამდენიმე დღე გამიგრძელდა. ქართულად წიგნი იკითხება მარტივად და არ არის გაუგებარი. არ არის სავსე არასაჭირო სიტყვებითა და უაზრო მოსაზრებებით. ისტორია საინტერესოდ ვითარდება და თითქოს დინებას მიყვება.

წიგნის დასაწყისში ცოტა რთულია გაგება თუ რაზეა საუბარი, სამაგიეროდ 30 წუთის შემდგომ ხვდებით თუ რასთან გაქვთ შეხება. ხშირ შემთხვევაში მიჩნდებოდა გრძნობა თუ რა გაგრძელება შეიძლებოდა მოყოლოდა ამა თუ იმ მომენტს.

ვფიქრობ ამ წიგნს არა ერთი, არამედ ორი გმირი ყავს: ჩარლზი და ელჯერნონი.

საერთოდ „ჩვეულებრივ“ ადამიანებს გვახასიათებს უცხოს/სხვის/სხვანაირის/განსხვავებულის გარიყვა. ეს განსხვავება/გაუცხოება შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, როგორც ფეხის ფრჩხილის ფორმით, ასევე, კანის ფერისა თუ უბრალოდ „დასახიჩრების“, გენეტიკური ცვლილებების გამო შეზღუდული შესაძლებლობებისა და ქმედუუნარო პირების მიმართ. მე არ ვარ მეცნიერი და არც ადამიანის ფსიქოლოგიას ვიცნობ კარგად, და ფაქტობრივად ვერც ავხსნი ამას თუ რატომ ჩადიან ადამიანები. მაგრამ მაგალთების ჩამოთვლა კი შეიძლება: ადამიანების შიში, გაუნათლებლობა, საკუთარი თავის დაცვა ან სხვა.

წიგნში საუბარი სწორედ განსხვავებულობაზეა. როგორც ცდილობენ „ჭკვიანი“ ადამიანები ეს განსხვავებულობა აღმოფხვრან და “გონებასუსტი” ადამიანი (ჩარლზი) გახადონ მათნაირი ან თუნდაც უფრო ჭკვიანი. მაგრამ ისევ ეს მეცნიერები, გარკვეულწილად წიგნის მთავარ გმირს, რომელიც გონების მაღალ ეტაპს მიაღწევს შემდგომში გარიყავენ, რადგან ის მათვისაც უკვე საშიშია, როგორც ზედმეტად ჭკვიანი.

წიგნში საუბარია ცხოვრების თითქმის ყველა მომენტზე და სწორედ ამ მხრივ შევეცდები უფრო ფართოდ გავშალო სასაუბრო თემა:

სამსახური

ისევე როგორც ჩარლზი, ჩვენც ყველანი ჩაბმულნი ვართ იმ რუტინულ და ხანდახან უაზრო, არაფრის მომცემ საქმეში. ჩვენი სამსახური იწყება დილით მთავრდება საღამოს. ის მოიცავს ჩვენს კოლეგებსაც. რამდენ ჩვენგანს ჰყავს სამსახურში მეგობარი? რამდენ ჩვენგანს გაუცინია თანამშრომელზე რომელსაც თუნდაც ფეხი წაბორძიკებია? ან თუნდაც ენა დაბმოდეს. ერთი სიტყვით, ჩვენ ადამიანები დავცინით/ვრიყავთ იმას რაც ჩვენ არ გვახასიათებს და ძალიან გვიჭირს იმის გააზრება რაც ჩვენ თავს არ ხდება.

ჩარლზი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი საქმე აკეთოს. ადამიანი, რომელიც არ ერევა სხვის საქმეში და არის წყნარად მაინც ხდება დაცინვის ობიექტი. როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ. ის ფაქტობრივად კოლეგებისთვის სათამაშოა, რომელიც რაც არ უნდა უთხრა და გაუკეთო არაფერს გიპასუხებს და გამოგესარჩლება.

აქვე არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ჩარლზს სამსახურში ჰყავს თანამდგომი უფროსი, რომელიც მას გვერდით უდგას და ყოველთვის მზად არის დახმარების ხელი გაუწოდეს. მას ნაწარმოების მიმდინარეობისას აღვიქვათ ადამიანად, რომელიც არის ძალიან კეთილი, მაგრამ რაღაც მომენტში, როცა ჩარლზი ჭკვიანი გახდება, თანამშრომლების მოთხოვნით გაუშვებს სამსახურიდან.

ოჯახი

ოჯახი ჩარლზისთვის მგრძნობიარე საკითხია. საერთოდ ბავშვებს ახასიათებთ მიჯაჭვულობა და დაკავშირებულები არიან მშობლებთან, დებთან თუ ახლო მეგობრებთან, რომელთა მიმართაც ნდობა და სითბო გააჩნიათ. ჩარლზის ოჯახური ისტორია ფაქტობრივად მთელ წიგნს გაჰყვება. საბოლოოდ კვანძი ბოლო მომენტში იხსნება. მისი გრძნობები ოჯახისადმი, მშობლებისადმი საკმაოდ სათუთია და ამაღელვებლად არის გადმოცემული.

სექსი/ლტოლვა

ადამიანის ერთ ერთი ინსტიქტი გამრავლებაა. ეს ინსტიქტი გონებასუსტობისასაც (მაპატიეთ თუ არასწორ ტერმინს ვხმარობ) განაგრძობს არსებობას. ჩარლზს ლტოლვა ქალისადმი არასდროს განელებია. მას სექსუალური ლტოლვა აქვს ქალებისადმი, მაგრამ ვერ ხვდება თუ რატომ. ხოლო მას შემდეგ, როცა ჭკვიანი გახდება, ის უკვე საკუთარ თავს დაკვირვების ობიექტად აქცევს თუ როგორ მიილტვის ის ქალისკენ, რა არის მასში რასაც ეს ამოძრავებს.

სიყვარული

შეუძლებელია კარგ ნაწარმოებში არ იყოს სიყვარულის ისტორია. მართალია წიგნს სიყვარული მსუბუქად გასდევს და ის არ არის მხატვრულად ან აღმატებულად გადმოცემული, მაგრამ კითხვისას ვხვდებით თუ რას განიცდის ჩარლზი და  შესაძლოა თვალზე ცრემლიც კი მოგვადგეს.

მეცნიერება

მეცნიერება აქ ალბად ერთ-ერთი საინტერესო ფაქტორია, რომელიც ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს. თუნდაც სად გადის საზღვარი მეცნიერებასა და პიროვნების ღირსების შელახვასთან? რამდენად ჰუმანურია ექსპერიმენტის ჩატარება ადამიანზე? რამდენად შეიძლება ერთი ადამიანის ღირსება შევლახოთ იმ მიზეზით, რომ გადავარჩინოთ მრავალი სხვა ადამიანის სიცოცხლე?

ეს ნაწილი დამახასიათებელია იმითაც, რომ არ არის გაჯერებული ტერმინებით. შეიძლება იყოს სამეცნიერო/სამედიცინო ტერმინი, მაგრამ მკითხველი მაინც ხვდება თუ რაზეა საუბარი. ამიტომ ეს გარკვეულ დამაბრკოლებელ გარემოებად არ შეიძლება მივიჩნიოთ. წინგის ბოლოში ვხვდებით, რომ ადამიანის გონება მეცნიერებისთვის და საერთოდ კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ამოუცნობი რამაა.

მეგობარი

რატომ უნდა ჩარლზს გახდეს ჭკვიანი? მას უბრალოდ, როგორც ეულს, საზოგადოებისგან მიტოვებულს უნდა, რომ ყავდეს მეგობარი. მიზეზი თუ რატომ არ ყავს მეგობარი ფიქრობს, რომ ეს არის მისი გონების სისუსტე. ის ექსპერიმენტზე იმ იმედით თანხმდება, რომ გახდება უფრო ჭკვიანი და შესაბამისად მეტი ადამიანი მოინდომებს მასთან ურთიერთობას. ე.ი. უფრო მეტი მეგობარი ეყოლება.

ყველაზე საინტერესო და საწყენიც ის არის, რომ საბოლოოდ ერთ ნამდვილ მეგობარს შეიძენს და ეს მეგობარი ელჯერნონი იქნება, თაგვი, რომელიც მასსავით ექსპერიმენტის მონაწილეა. ჩარლზი ხმის ამოუღებლად უგებს მას და გვერდში უდგას. ჩარლზისთვის ელჯერნონი პიროვნებასთან გათანაბრებულია, მისთვის ხომ საფლავზე ყვავილები მიჰქონდა.

საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ წიგნი შეგვიძლია შევიყვანოთ აუცილებლად წასაკითხის წიგნების სიაში. ის არა მარტო გვასიამოვნებს ადამიანის გრძნობებისა და ფიქრების აჟიოტაჟით, ასევე, ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს. მეც და ალბათ თქვენც ამ წიგნის წაკითხვის შემდგომ სხვანაირად შევხედავთ ადამიანებს, რომლებიც „ჩვენგან“ განსხვავდებიან და მივხვდებით რომ „მათთაც“ გააჩნიათ გრძნობები და ისინიც პიროვნებები არიან.

რატი ბახტაძე

02.01.2017

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s