ვენდო? – „სირთულეები – ქირურგის ჩანაწერები არასრულყოფილი მეცნიერების შესახებ“ – ათულ გავანდე

DSC_0031.jpgუმეტესი ჩვენგანი ყოველდღიურად მუშაობისას შეცდომებს ვუშვებთ , მაგრამ ეს შეცდომები მარტივად შეგვიძლია გამოვასწოროთ. მე, როგორც ოფისში მომუშავეს, რა თქმა უნდა მსგავსი შეცდომის გამოსწორება მარტივად შემიძლია, ერთ დოკუმენტს მეორეთი ჩავასწორებ, დამატებით მასალებს მოვიძიებ , ახალ ელექტრონულ ფოსტას გავგზავნი ან განვახორციელებ ზარს და შეცდომას მარტივად გამოვასწორებ.

მაგრამ ასე ხომ არ არის ყველა პროფესიაში? საერთოდ ადამიანებს უჭირთ შეცდომების აღიარება ან უბრალოდ უარყოფენ მათ, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია და რიგ შემთხვევაში შესაძლოა საგანგაშოც აღმოჩნდეს. ცუდია, მაგრამ ხანდახან საკუთარ შეცდომებზეც უნდა ვისწავლოთ.

წარმოიდგინეთ ერთ დღესაც მთელ ქალაქს შეუწყდა წყალი. ყველა ჩვენგანი ამ დროს, როგორ ბრაზდება კომპანიაზე, რომელსაც შესაძლოა საერთოდ არ მიუძღვებოდეს წვლილი წყლის მილის დაზიანებაში. მაგრამ ვიღაცაზე ან რაღაცაზე ჩვენი გაბრაზება ხომ უნდა გამოვხატოთ?

ახლა წარმოიდგინეთ თქვენი თავი პროფესიონალად, რომელიც ქალაქში წყლის ხარისხის აკონტროლებს. იგრძენით რამდენად დაგაწვათ პასუხისმგებლობა? თქვენს ხელში არა უბრალოდ წყლის მომარაგება, არამედ მოსახლეობის სიცოცხლე არის დამოკიდებული და აი ამ ათვლიდან ირგვლივ ყოველ ნაბიჯს სხვანაირად უყურებ.

წიგნი „სირთულეები – ქირურგის ჩანაწერები არასრულყოფილი მეცნიერების შესახებ“ სწორედ ერთ-ერთ ასეთ  პროფესიაზე მოგვითხრობს. ადამიანებზე, რომლებთანაც მიდიან, რომ გაიგონ  რა სჭირთ და რიგ შემთხვევაში საკუთარ სიცოცხლესაც კი ანდობენ. ეს ადამიანები კი ექიმები არიან.

წიგნი გამოცემულია ა/ო “რადარამის” მიერ. “რადარამი” ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც უკანასკნელი წლების არამხატვრული ჟანრის ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და ბეჭდვა დაიწყო. წიგნები ისეთ აქტუალურ საკითხებს ეხება, როგორიცაა გლობალიზაცია, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, პოლიტიკა, მეცნიერება, ფსიქოლოგია და ა.შ. თითოეული მათგანი ისეთი ენითაა დაწერილი, რომ არ მოითხოვს კონკრეტული საკითხის პროფესიონალურ დონეზე ცოდნას და გასაგებია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის

gawande 2.jpgწიგნის ავტორი ათულ გავანდეა, რომელიც ქირურგია და თავის წიგნებში საკუთარ გამოცდილებაზე და გადახდენილ მოვლენებზე საუბრობს. ართური 1998 წლიდან The New Yorker ჟურნალში წერდა. მან პირველი წიგნი „სირთულეები – ქირურგის ჩანაწერები არასრულყოფილი მეცნიერების შესახებ“ 2002 წელს გამოსცა და საკმაო წარმატებაც ხვდა წილად. მას ასევე დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი: Better (2007), The Checklist Manifesto (2009) და Being Mortal (2014).  ყველა ეს წიგნი The New Yorker Times-ის ბესთსელერებშია შესული.

„სირთულეებში“საუბარია ექიმებზე/ქირურგებზე/ექთნებზე, რომლებიც რიგ შემთხვევაში ფაქტობრივად ინტუიციის საფუძველზე მოქმედებენ. აქვე შევხვდებით საინტერესო, მედიცინისთვის ზოგჯერ ამოუხსნელ ფაქტებს, რომელთაც უბრალოდ ჯერ-ჯერობით მეცნიერებმა ახსნა ვერ პოულობს

რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ და ვენდოთ ადამიანებს, მაინც ეჭვი ყოველთვის გვღრღნის. რამდენ ჩვენგანი მისულა რამდენიმე ექიმთან და უთქვიათ დაუსვიათ სხვადასხვა დიაგნოზი, როცა წესით და რიგით დაავადება მხოლოდ ერთია.

წიგნიდან ვარკვევთ, რომ ზოგჯერ შესაძლოა ამა თუ იმ დიაგნოზის დასმა დამოკიდებული იყოს ექიმის ხასიათზე, რამდენად კარგად ეძინა წინა ღამეს (ეძინა თუ არა საერთოდ), რა ჭამა, რა ოჯახური გარემო აქვს და ა.შ. ფაქტობრივად რიგ შემთხვევებში ჩვენი ბედისწერა დამოკიდებული იმაზე თუ როგორი ექიმი შეგხვდება.

წიგნი საინტერესო იმითაა, რომ ათული შინაარს გადმოსცემს რეალური მაგალითების საფუძველზე (მხოლოდ შეცვლილია სახელები, რათა დაცული იქნას ანონიმურობა), რაც კითხვას ხდის საინტერესოს.

მე არ ვარ ექიმი ამიტომ, არ მინდა ზოგადად წიგნის იმ შინაარსულ ნაწილზე ვისაუბრო, რასაც მედიცინა ჰქვია. აღსანიშნავია, რომ ათული მარტივი ენითა წერს და იოლია მისი წაკითხვა. წიგნს ვურჩევდი პირველ რიგში იმ ადამინებს, რომლებიც აპირებენ სამედიცინო კარიერის დაწყებას, შემდგომ კი უშუალოდ მედ პერსონალს, რათა შეძლონ მთლიანობაში გაიაზრონ რა შეიძლება მოჰყვეს მათ ქმედებებს და რაც მთავარია საკუთარ და სხვის შეცდომებზეც ისწავლონ (წიგნში ჩამოთვლილი ექიმები, ხომ ასე ავითარებენ საკუთარ თავს). და საერთოდ ეს წიგნი ყველასთვისაა, მედიცინასთან შეხება ხომ ყველას გვიწევს?

დასასრულს ერთ რამეს დავამატებდი, ნაწარმოებმა კი არ შემაშინა და  მედიცინას განმარიდა, პირიქით უფრო დამაინტერესა და გულის სიღრმეში მომინდა მეც  ექიმი ვყოფილიყავი.

 

რატი ბახტაძე

10.01.2017

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s