უდაბნო ყველასათვის – “დიუნი” – ფრენკ ჰერბეტი

dsc_0004
ვართ თუ არა ფანტასტიკის მოყვარული? მე ვიტყოდი, რომ ფანტასტიკის მოყვარულიც ვარ. ბავშვობიდანვეამოუცნობი სამყაროები და აღმოჩენები მიზიდავდა. ამიტომ სანამ წიგნების კითხვას აბიტურიენტობისა და სტუდენტობის დროს სერიოზულად დავიწყებდი, უბრალოდ თავს  მითოლოგიით, ზღაპრებითა და დოკუმენტური ფილმებით ვიქცევდი. ყოველთვის მიყვარდა იგავ-არაკები, რადგან ისინი ფაქტობრივად იყო გაკვეთილები ფანტაზიის სფეროდან, სადაც ცხოველები ადამიანებივით ლაპარაკობდნენ და მოქმედებდნენ.

აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მიყვარს კომპიუტერული თამაშები, მაგრამ ყველა თამაში არა. ბევრს შეუძლია ითამაშოს ფეხბურთი, რომელიც ფაქტობრივად ერთი და იგივეს გამეორებაა. მე კი სულ მაინტერესებდა თამაშები, რომლებიც შეიცავდნენ გარკვეულ ისტორიას, თავგადასავალსა და რაღაც ამოუცნობს (ამ ბლოგის წერისას გამახსენდა, რომ Dune-ს სტრატეგიას თავის დროზე SonyPlaystation-ზე ვთამაშობდი).

ეს პატარა შესავალი. რაც შეეხება წიგნს – დიუნი, ის ქართულად ითარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში, ვაკეში, მიაკითხეთ.

58დიუნი დაწერილი ამერიკელი მწერალი ფრენკ ჰერბერტის მიერ, რომელიც  1965  წელს გამოიცა.
დიუნის, ასევე 5 გაგრძელება  (Dune Messiah, Children of Dune, God Emperor of Dune, Heretics of Dune, and Chapterhouse: Dune – სანამ ოფიციალური თარგმანი არ გვექნება  ქართულად მათ დასახელებაზე თავს შევიკავებ) აქვს და იმედია მათაც მალე  ქართულ ენაზე ვიხილავთ.

დიუნი წიგნია, რომელსაც გადაჰყავხარ ფანტასტიკის სფეროში, სადღაც შორეულ მომავალში, მაგრამ კითხვისას თითქმის წარმოუდგენლადაც კი მიგაჩნია, რომ ეს ამბავი მართლაც უკვე არ მოხდა და ხდება. დიუნი ეს არის ახალი სამყარო, გაუკაცრიელებული უდაბნო პლანეტა, სადაც დღისით ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია. დიუნზე მთავარი საშიშროება შეიძლება მზე და მისი სიმხურვალე მიგაჩნდეს, მაგრამ ეს ყველაზე ცოტაა რაც შეიძლება გაღელვებდეს. უზარმაზარი მატლები, რომელთა განადგურებაც შეუძლებელია უდაბნოს ველებსა და ჰორიზონტებს ფლობენ. ქვიშით დაფარული მთები და ველები მათი სამყოფელია. მატლებს შეუძლიათ რკინა ყველივით გაჭრან.

ნაწარმოები სავსეა ბრძნული აზრებით და მოსაზრებებით. გინდა იყო ხელმძღვანელი?  ეს წიგნი შენთვისაა. აქ ჭეშმარიტად არის დანახული თუ ვინ არის კარგი ხელმღვანელი და ვინ ცუდი. აქ გადმოცემული თუ ზოგჯერ, როგორც ხელმძღვანელი, უკიდურეს ზომებს მიმართავ, ხანდახან ამორალურსაც, რათა მიაღწიო გარკვეულ შედეგს შენი ხალხისთვის. კარგი ლიდერი წარმატებას საკუთარი ხალხისთვის იყენებს, ხოლო ბრიყვი ლიდერი საკუთარი ეგოსთვის, რომლის ცენტრში ისევ თვითონაა.

საქართველოში წყალი უხვად მოედინება, მაგრამ გიფიქრიათ იმაზე თუ როგორ შეიძლება ადამიანმა უწყლოდ გაძლოს? ყველასათვის ცნობილია, რომ ადამიანს მაქსიმუმ შვიდი დღე შეუძლია წყლის გარეშე გაძლება. დიუნზე წყალი ყველაფერია, დიუნზე ერთმანეთს წყალს აფიცებენ, ისინი არა მტრის სისხლს არამედ უმალ მათ წყალს დალევენ. ადამიანი ხომ 70 % წყლისგან შედგება.

მოკვდი? ფრემენული საზოგადოებისთვის შენ მაინც მოგაქვს სიკეთე და ემსახურები ხალხს, შენი ხორცი შენ გეკუთვნის, მაგრამ შენი წყალი შენს ხალხს. ამიტომ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გამოგწურავენ. კი, თავდაპირველად მეც ბარბაროსულ საქციელად მომეჩვენა, მაგრამ მწერალი წყლის აუცილებლობას იმდენად საჭიროს ხდის და შენც იმდენად ერთვები ამ სამყაროში, რომ აუცილებლობის შემთხვევაში შენც იგივეს გააკეთებდი.

ნაწარმოებში მრავალი სიკვდილია თუ მკვლელობა, მაგრამ ყოველ იძულებით თუ ნებით მოკვლას საკუთარი შედეგი აქვს. მასში გადმოცემულია, როგორც სიმამაცის მომენტები, ასევე სიმხდალის. და არის ერთ რამ რასაც მთლიანად ნაწარმოებს ამოძრავებს – ბედისწერა, რომელსაც წიგნის მთავარი გმირები მიჰყვებიან.

ფრემენების რწმენა ძლიერია, ხოლო მათი ტრადიციები ურყევი, მაგრამ ლოგიკისა და დაჯერებულობის ძალით ახალი ლიდერი შეძლებს „ცუდი“ ტრადიციების შეცვლას კარგით. მათი რელიგია გაჯერებულია წინასწარმეტყველებით, რომელთა ახდენა სწორედ ამ მომენტში და წიგნში ხდება.

წიგნის კითხვისას მუდამ დაძაბული ხარ (ოღონდ კარგი განწყობით), რაც მოლოდინებით გაჯერებულ შთაბეჭდილებებს გიტოვებს. შესაბამისად საინტერესო და ჩამთრევია. ფურცლები არ გავს უბრალოდ დიალოგებითა, და არაფრის მომცემი სიტყვებით გაჯერებულ ტექსტს, არამედ ყველა გვერდი შეიცავს საღ აზრს. ხშირ შემთხვევაში შეიძლება გვერდის ორჯერ წაკითხვა მოგიწიოთ, რათა სრულიად ჩაწვდეთ მის შინაარს.

ნაწარმოებში შვილისა და მშობლების დამოკიდებულება ერთმანეთისადმი წმინდაა. ჩვენც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მათგან. მხოლოდ საჭიროა კარგად დავუკვირდეთ და რეალურ ცხოვრებაშიც ავსახოთ.

რაღა თქმა უნდა, სიყვარულის გარეშე ნაწარმოები ხომ შეუძლებელია. დიუნიში საუბარია არა მარტო ქალსა და კაცს შორის, არამედ მთლიანად ადამიანებს შორის, ადამიანების პატრიოტიზმსა და თავდადების სიყვარულზე, ლიდერისადმი ერთგულებასა და თავგანწირვაზე.

წიგნის დასასრული არ არის განსაკუთრებული, მაგრამ ეს არის შვება, რომ როგორც იქნა აღსრულდა რასაც ამდენხანს ელოდით. დიუნი სქელ ყდიანი, მაგრამ მისმა სიდიდემ არ შეგაშინოთ, ყოველი წუთი შვებას მოგვრის, ხოლო ყოველი საათი თქვენთვის ახლის აღმოჩენის საშუალება იქნება.

შეიძლება თქვენ არ იყოთ ფანტასტიკის მოყვარული მკითხველი, მაგრამ ეს წიგნი ფაქტობრივად შედის იმ წიგნების ჩამონათვალში, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. ხოლო თუ ამ სფეროს, ფანტასტიკის ჟანრის, მოყვარული ხართ ჩათვალეთ ცოდვაში ხართ და მხოლოდ ამ წიგნის წაკითხვის შემდგომ შეგენდობათ ეს ცოდვები.

ხო, ერთი კიდევ, ძებნისას აღმოვაჩინე ამ წიგნზე გადაღებული ფილმი 1984 წელს, მისი ყურება ჩემს გეგმაშია.

ასევე, ფორუმზე ვნახე, რომ აპირებენ ახალი ფილმის გადაღებას. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ წიგნი და მისი შინაარსი დღესაც საინტერესოა და მკითხველისთვის მიმზიდველია.

სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ, მაგრამ სხვანაირად ხომ მაინც შეუძლებელია, ამ წიგნის კითხვისას.

ფილმი:

გადაცემა “წიგნები” – “დიუნის” განხილვა

15.01.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s