ვინ ვარ მე? – “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?” – ფილიპ კ. დიკი

dsc_0011უცნაური, ძალიან უცნაური წიგნის სახელი, რომლის მსგავსი მე ჯერ არ შემხვედრია. ზოგმა  ეს წიგნი მისი სახელის გამო შეიძლება შეიძინოს, ზოგმა კი უბრალოდ გვერდზე გადადოს. პირადად მე ვიყიდე, რადგან მინდა კარგად გავიცნო ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებები და ზოგადი წარმოდგენა შევიქმნა მათზე.

წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში . მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლება აქვთ.

p019rlqkფილიპ კ. დიკის (1928-1982) ბიოგრაფიას ამ ბლოგის წერისას, რომ არ გავცნობოდი შეუძლებელი იყო. მართალი გითხრათ მეგონა, რომ მწერალი ცოცხალი იყო, რადგან ის კარგად და დღევანდელ რეალობასთან ახლოს გადმოსცემს ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებს.  შეგვიძლია ვთქვათ, რომ  შეცდომას არ უშვებს. ფილი კ. დიკი ამერიკელი მწერალია, რომელმაც ცხოვრების განმავლობაში 44 ნოველა და დაახლოებით 121 მოთხრობა დაწერა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგი ამერიკელი მწერლის ნაწარმოებზე იღებენ ფილმზე, ფილიპ კ. დიკის ნაშრომებზეც მრავალი ფილმია გადაღებული.

იმ წიგნებიდან, რომელმაც ფილიპ კ. დიკი პოპულარული გახადა, უმეტესი მათგანი ქართულად ნათარგმნია. მართალია მისი ჯერ მხოლოდ ეს წიგნი წავიკითხე. ყოველთვის ვცდილობ, თუ ავტორის საუკეთესო ნაწარმოებების  მთლიანად წაკითხვას გადავწყვეტ ეს წლების მიხედვით გავაკეთო. შესაბამისად თქვენც გირჩევთ ამ თანამიმდევრულობით წაიკითხოთ:

მწერალი ღრმად იცნობს ადამიანის ფსიქოლოგიას. ფაქტობრივად ფიქრებს, რომელსაც ის პერსონაჟის წერისას გადმოსცემს რეალობასთან იმდენად ახლოსაა, რომ გეგონებათ ეს ყველაფერი ჩაწერილი აქვს.

ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე? სად არის საზღვარი ადამიანის გონებასა და კომპიუტერის გონებას შორის? და ვარქმევთ საერთოდ კომპიუტერულ გონებას გონებას? შეიძლება წარმოუდგენელიცაა, მაგრამ დღეისათვის კომპიუტერული გონება იმდენადაა განვითარებული, რომ Google მის მრავალ პროექტში გარკვეული ინფორმაციის (ადამიანური ინფორმაციის) დასახარისხებლად, რომელსაც მრავალი საათი და ადამიანური რესურსი დასჭირვებოდა, იყენებს კომპიუტერულ პროგრამას. აქ არ ვსაუბრობ უბრალოდ ინფორმაციაზე, არამედ საუბარია ხელოვნების ნიმუშებზე, კერძოდ ვგულისხმობ https://artsexperiments.withgoogle.com/ სადაც თავმოყრილია უზარმაზარი ინფორმაცია ხელოვნების ნიმუშების.  კომპიუტერს შეუძლია არა მარტო გაარჩიოს ესა თუ ის ნახატი ადამიანს შეიცავს თუ ცხენს, არამედ გრძნობებისა და განწყობების მიხედვით შეუძლიათ დაყოს.

ამ მაგალითით იმის თქმა მინდა, რომ მთლიანად ისევე, როგორც წიგნი (რომელიც 1968 წელსაა დაწერილი), ჩვენ შევდივართ ან უკვე ვართ იმ სამყაროს წევრი, რომელშიც ფაქტობრივად  ტექნიკისა თუ კომპიურეტული მანქანების გამოყენების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

წიგნში სწორედ ამ პრობლემაზეა საუბარი, როდესაც იმდენად განვითარდება კომპიუტერული ტექნიკა, რომ ადამიანების მსგავს ანდროიდებს (რობოტებს) შეჰქმნიან, რომელთა ამოცნობა სპეციალური ტესტის გარეშე შეუძლებელია.

სწორედ ამ ანდროიდებზე ნადირობს წიგნის გმირი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეჭვი გიჩნდება, მონადირეც შემთხვევით ანდროიდი ხომ არ არის? მართალი გითხრათ ზუსტი პასუხის მიღება ფაქტობრივად ნაწარმოების ამოწურვის შემდგომაც ვერ შევძელი. შესაბამისად, გარკვეული ინტრიგა მისი წაკითხვის შემდგომაც დაგრჩებათ.  კითხვა, რომელიც წიგნის სათაურშია დასმული სწორედ გმირს მიემართება.

წიგნი არ არის გაჯერებული ბუნებისა თუ გარემოს აღწერილობით, მაგრამ მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რა გარემოში უწევთ ცხოვრება ამ წიგნში მცხოვრებ მოსახლეობას.  ის სწრაფად იკითხება და არ არის გაჯერებული რაიმე ბრძნული აზრებითა თუ დარიგებებით, მაგრამ დაგაფიქრებს თუ რა სამყაროში ვცხოვრობთ დღეს და რა ახლოს ვართ იმ ფანტასტიკის ჟანრთან, რომელთაც მწერალი აღწერდა 1968 წელს.

წიგნში ცხოველებთან დამოკიდებულება საინტერესო, რომელთა ყოლა თითოეული ოჯახისთვის პრესტიჟია და სოციალურ საფეხურზე მისი მფლობებლის ადგილს განსაზღვრავს. გადაშენებული თუ გადაშენებულობის პირად მყოფი ცხოველებთან დამოკიდებულება მოსახლეობისთვის წმინდაა. მათთვის წარმოუდგენელია იმაზე ფიქრი, რომ ოდესღაც ომამდე ადამიანები  ცხოველებს ჭამდნენ.

ბევრის თქმას ამ ნაწარმოებზე არ ვაპირებ. ის საინტერესო იყო იმდენად რამდენადაც თანამედროვე ცხოვრებასთან პარალელს ვავლებდი. სიუჟეტი კიდევ ერთ სამყაროს გვთავაზობს, რომელიც შესაძლოა ადამინებს გადახდეს თავს. მისი წაკითხვა მოგცემთ საშუალებას ხელახლა დაუფიქრდეთ საკითხს თუ სადამდე შეიძლება განვითარდეს ტექნიკა და მან კაცობრიობას საფრთხე შეუქმნას.

სასხვათაშორისოდ, დღეს კომპიუტერული ტექნიკა უკვე მტერია ჩვენი, ის ყოველგვარი მიზეზ გარეშე, მიუხედავად მრავალი სარგებლობისა, ჭამს ადამიანის დროს.  დროზე გახსენებისა არ იყოს, ეს არა კომპიუტერული პროგრამების, არამედ უშუალოდ იმ კომპანიების ბრალია, რომელნიც ორიენტირებულნი არიან ფულის გაკეთებაზე და შესაბამისად ფსიქოლოგიური მომენტების გამოყენებით ცდილობენ ადამიანის მზერა დიდხანს შეაჩერონ ეკრანებზე. არ ვიცი ღირს თუ არა ბლოგის დაწერა სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებაზე, მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ ამ საკითხზე შეგიძლიათ ამ საიტს გაეცნოთ: http://www.timewellspent.io/

19.01.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s