13 რჩევა თუ როგორ უნდა იყო ცუდი ლიდერი!

dsc_0022_1

  1. დაიმახსოვრეთ თქვენ თანამშრომლებს ხელფასს თქვენ უხდით, შესაბამისად ისინი არიან თქვენს მიმართ ვალდებულები და არა თქვენ;
  1. ეცადეთ თანამშრომლებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეხვდეთ, ისიც მხოლოდ საქმეზე;
  1. დაივიწყეთ! ისე როგორც გოგო-ბიჭს შორის მეგობრობა არ არსებობს, უფროსსა და ხელქვეითს შორის მეგობრობა არ არსებობს;
  1. მეგობრობა არ არსებობს, თორე სიყვარული, საყვარლობა და ა.შ. დასაშვებია, სასურველი თუ არა!
  1. იმ შემთხვევაში თუ თანამშრომელი თქვენს მიმართ პრეტენზიას გამოთქვამს თქვენც პრეტენზიით უპასუხეთ, საუკეთესო თავდაცვა ხომ თავდასხმაა?
  1. თანამშრომლისთვის პასუხი გასაცემი გაქვთ?  არასამუშაო საათებში მიწერეთ ან თუნდაც შუა ღამეს, დაე იცოდეს რომ ყოველთვის მას ექვემდებარებით. რა თქმა უნდა თქვენი პასუხი სამუშაო საათებში უნდა მოამზადოთ 😉 ;
  1. არასდროს, არასდროს დააფასოთ წარმატებული კადრი, რატომ? ის შეიძლება თქვენს ადგილას აღმოჩნდეს;
  1. პრემია? ეგ სიტყვა საერთოდ დაივიწყეთ! ერთ ადამიანს მეორესგან ნუ გამოარჩევთ, ცოდვაში ნუ ჩადგამთ: ფეხს, ხელს, თავს და სულს!
  1. თანამშრომელს ხელფასი დათქმულ ვადებში არასოდეს დაურიცხოთ, დაე ინერვიულოს და იცოდეს მის ცხოვრებას ვინ განკარგავს;
  1. თანამშრომელმა დათქმულ დროზე მეტი იმუშავა და დანამატს ითხოვს? – და ვინ სთხოვა საერთოდ? ვერ დაეტია თავის ადგილზე?
  1. არასოდეს, არასოდეს მისცეთ თანამშრომელს იმაზე მეტი შვებულების დღე ვიდრე ეს კანონით ეკუთვნის!
  1. თანამშრომლის უცხოეთში მივლინებაში  გაშვება გინდა? და შვეულების დროს რას მიკეთებდა? შენ რატომ უნდა ამოგზაურო?
  1. გამარჯობაზე ყოველთვის უპასუხეთ – უპასუხოდ.

© რატი ბახტაძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s