ტვინს მაინც სხვა გემო აქვს – „თბილი სხეულები“ – აიზეკ მერიონი

dsc_0006

რამდენ ჩვენგანს ზომბივით უთამაშია?  თვალებს ცოტას მოვჭუტავთ, ერთს ან ორივე ხელს წინ გავიშვერთ, ფეხებსაც წავაბორძიკებთ და მივდივართ ვიღაცის შესაჭმელად. ჩემს შემთხვევაში ხშირად ესენი ძმიშვილები არიან.

ჩვენი გონება ზომბების არსებობას უკვე ბუნებრივად აღიქვავს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არსებობენ. ადრე ბავშვები/მოზარდები ექიმობანას, მშენებლობანას, მგელს თუ თხას თამაშობდნენ დღეს ისინი ზომბებს, ტრანსფორმერებს ან სულაც გაურკვეველი წარმოშობის გმირები არიან.

არავის აღარ უნდა, რომ იყოს ადამიანი. ადამიანად ყოფნა ხომ მოსაბეზრებელი გახდა? უმეტეს შემთხვევაში სამსახური სახლი, სამსახური სახლი. ხანდახან პარასკევი ცოტა დალევა, მაგრამ ისევ სახლი. ათასში ერთხელ თუ  საშუალება გვექნება  სამოგზაუროდ შეზღუდული დროით წავიდეთ ან უბრალოდ რამდენიმე დღე  დასვენებასა და საკუთარ თავს დავუთმოთ.

დღეს ის უფრო გამიკვირდება ბავშვმა/მოზარდმა არ იცოდეს რა/ვინ არის ზომბი ვიდრე იცოდეს ვინაა დავით აღმაშენებელი. სამწუხარო თუ საბედნიერო რეალობა ესაა. ზომბები დღეს ყველგანაა და ფილმების, ვიდეო თამაშებისა თუ წიგნების განუყოფელი ნაწილი გახდა, ისინი ჩვენთვის უგუნური, ინსტიქტური და ადვილად დასახოცი არსებები არიან.

აი, წიგნი „თბილი სხეულები“ სხვა რამეს გვეუბნება. ორიოდე სიტყვა მის დამწერზე აიზეკ მერიონი, რომელიც ახალგაზრდა ამერიკელი მწერალია (დაიბადა 1981 წელს), უყვარს მუსიკა და ხატვა. წიგნიც მწერალივით ახალგაზრდაა და ის 2010 წელს პირველად დაიბეჭდა.  აღსანიშნავია, რომ ის New York Times ბესტსელერებში აღმოჩნდა. მალე მისი ახალი წიგნიც  The Burning world  გამოვა და იმედია მასაც ქართულ ენაზე მალე ვიხილავთ .

თბილი სხეულები წიგნი ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლება აქვთ.

„თბილი სხეულები“ მწერლის დებიუტი იყო და ფაქტობრივად ზომბთა სამყაროში ახალი სიტყვა თქვა, ალბათ სწორედ მისმა ორიგინალურმა მიდგომამ და ახალმა ხედვამ მოუტანა წარმატება.

წიგნში კარგად არის გადმოცემული ის ძირითადი ინსტიქტები, რომლებიც ადამიანს ახასიათებს. ადამიანს ახასიათებს, მაგრამ ზომბისთვის ის ცხოვრების წესია. ყოველდღე საკვებზე გასვლა და მისი შოვნა უბრალო რამეა. წიგნი მოგვითხრობს ფაქტობრივად გონებრივ გამონათებაზე. ეს ნაბიჯია ერთი სამყაროდან მეორეში. ნახტომი სიბნელიდან სინათლესკენ.

წიგნი ზომბების ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, რომელიც რუტინულია და ყოველდღე მეორდება. არცერთი მათგანი არ უსვამს საკუთარ თავს, რატომ არიან ვინც/რაც არიან და უნდათ თუ არა რაიმეს შეცვლა. მთავარი გმირი ზომბი ერთ-ერთ პერსონაჟს მახსენებს – „იგის“. ის ზომბია, რომელიც გამართული დადის და არ უშინდება საზოგადოებას. იგისგან განსხვავებით ზომბი „რ“ არ კვდება და როგორც კარგ ამერიკულ ფილმებში აქაც დასასრული მშვენიერია და არ გაგიკვირდებათ. მიუხედავად ყველაფრისა, წიგნის დასასრულს კმაყოფილებით ამოისუნთქებთ.

სიყვარული წიგნიდან გამომდინარე აღვიქვი, როგორც ინსტიქტი და ალბათ ასეცაა. სიყვარულში რაღაც ცხოველურია, დაუოკებელი ლტოლვა და მიზიდულობაა. ზომბისთვის ეს სისხლთან ასოცირდება, მაგრამ „რ“ ამის გარჩევას შეძლებს და ის განვითარების სხვა საფეხურზე ავა და დადგება დრო ისიც ადამიანივით გონიერი, მოლაპარაკე და ჭკვიანი გახდება.

ამ ბლოგის წერისას გავიგე, რომ ფილმიცაა გადაღებული, რომელიც 2013 წელს გამოიცა. ტრეილერიდან მივხვდი, რომ ის როგორც უმეტესი ამერიკული ფილმი ორიენტირებულია ეფექტებზე და წიგნთან საერთო მხოლოდ ძირითადი შინაარსი აქვს და ნაკლებად ჩანს წიგნის შინაარსი, პერსონაჟების გრძნობები და ურთიერთობა. ვფიქრობდი ამ პოსტისთვის ტრეილერი დამერთო თუ არა, მაგრამ დიუნისგან განსხვავებით აქ ამას არ ვიზავ, რომ არ გაგიფუჭოთ წიგნის კითხვისას შექმნილი საკუთარი სამყარო.

24.01.2017
რატი ბახტაძე

ჩამატება: 31.05.2017

2017 წლის 30 მაისს აიზეკ მეირონი საქართველოს ესტუმრა. შეხვედრა მწერალთა სახლში გაიმართა. მართალი გითხრათ ძალიან ცუდი ორგანიზებული იყო (ორგანიზატორი: თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი). თარგმანი იყო, მაგრამ არა სინქრონული რაც საუბარს დამღლელს და გაუგებარს ხდიდა. ჯობდა მხოლოდ ინგლისურად ყოფილიყო. ასევე წამყვანი ცდილობდა ეხუმრა, რაც სამწუხაროდ არ გამოსდიოდა და მწერალიც ხშირად იბნეოდა. ვიდეო გადაიღეს და დადებენ თუ არა აქაც გაგიზიარებთ და მიხვდებით რაზე მაქვს საუბარი.

წიგნის ხელმოწერაზე დიდი რიგი დადგა. არა იმიტომ, რომ ბევრი ვიყავით არამედ ყველა ისევ ხელახლა უსვამდა კითხვებს და ზოგჯერ 5 წუთზე მეტხანს ესაუბრებოდა. მესმის გასაუბრება გინდა მწერალთან, მაგრამ როცა შენ უკან გელოდებიან ჯობია ბოლოში დადგე და სხვას აცალო ავტოგრაფის აღება და შემდეგ მიხვიდე მასთან. სულ რომ თავი დავანებოთ იგივე კითხვა დისკუსიის რეჟიმში შეეძლოთ დაესვათ. ისევ გამოჩნდა საზოგადოების დიდი ნაწილის ეგოისტობა – აშკარაა მეტი თავშეკავება და ერთმანეთის პატივისცემა გვაკლია. აღარ ვსაუბრობ იმ მომენტზე, როდესაც აიზეკი ხელმომწერთა რიგიდან ჟურნალისტმა გამოიყვანა და 10 წუთი გვალოდინა. შემდგომ რიგი სულ სხვა მხარეს აღმოჩნდა. მანამდე თუ წინ ვიყავი შემდგომ ბოლოში აღმოვჩნდი.

ბევრი წვალების შემდგომ ძლივს მოვიპოვე მისი ავტოგრაფი. იხილეთ სურათი:

DSC_0019.jpg

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s