ისევ ბედისწერა – „ჭეშმარიტების მახვილი“ – ტერი გუდკაინდი

%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%99%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2მაძიებელი – ჯადოქრის პირველი კანონი

თავგადასავლები – აი დღეს საზოგადოებას რა აკლია. ჩვენი ცხოვრება  საინტერესო ამბებისგან გამომშრალია, რომელიც ჩვენთვის უნდა იყოს და ჩვენ უნდა გადაგვხვდეს. რა არის თავგადასავალი? რა არის მასში ასეთი, რაც გვიზიდავს და ყოველთვის  გული მისკენ  მიგვიწევს? რატომ გვაქვს სურვილი, რომ თავი დავაღწიოთ ჩვენს ქვეყანას და საზღვარგარეთ წავიდეთ სამოგზაუროდ?

პასუხი მარტივია: გონება ყოველთვის ახლის ძიებაშია, მას სურს რაღაც ახალი ნახოს და შეიცნოს, საინტერესო ან უინტერესო, ამას მნიშვნელობა ეკარგება. ისე, არ არის აუცილებელი თავგადასავლების საძიებლად ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიაროთ. ქალაქ გარეთ ან თუნდაც ქალაქში ცოტას თუ მიმოიხედავთ, მრავალ საინტერესო და სათავგადასავლო რამეს ნახავთ. რატომ ვართ ყოველთვის რაღაც ახლის მოლოდინში? ვის ველოდებით? დრო ხომ არ არის ამ ახლის ნაწილი ჩვენ გავხდეთ და ჩვენვე ვიყოთ სიახლე? წიგნებში უმეტესად თავგადასავალი შენთან მოდის და არა პირიქით, ნუ დაემსგავსები მათ. ეს წიგნებშია და არა ცხოვრებაში.

ჭეშმარიტების მახვილშიც თავგადასავალი  მთავარ გმირს გზაზე გადაეყრება. ის არ ელოდა, მაგრამ ხომ იცი ბედისწერას ვერ გაექცევი.  წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლება აქვთ. (რეკლამა არ გეგონოთ, მართლა მაგარი გამომცემლობა და დიდად ვაფასებ მათ წვლილს ამ ჟანრის ლიტერატურის თარგმნაში).

%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%99%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%98ჭეშმარიტების მახვილი ამერიკელი მწერლის ტერი გუდკაინდის (Terry Goodkind) მიერაა დაწერილი, იგი  1948 წელს დაიბადა. როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. მან თავისი პირველი წიგნი – ჭეშმარიტების მახვილი – მაძიებელი – ჯადოქრის პირველი კანონი 1994 წელს გამოსცა.  მას შემდგომ მის მიერ გამოცემული წიგნების უმეტესობა  The New York Times Best Seller სიაში შევიდა. ჭეშმარიტების მახვილის სერიით 16 წიგნია გამოცემული. ჩამონათვალი ქართულ (რომლის სათაურებიც ოფიციალურადაა  ნათარგმნი) და ინგლისურ ენაზე:

  • #1 – Wizard’s First Rule / მაძიებელი  – ჯადოქრის პირველი კანონი (1994)
  • #2 – Stone of Tears / ცრემლის ქვა (1995)
  • #3 – Blood of the Fold (1996) – სამწყსოს მცველები
  • #4 – Temple of the Winds / ქარის ტაძარი (1997)
  • #4.5 – Debt of Bones (1998) (Prequel novella)
  • #5 – Soul of the Fire / ცეცხლის ჯაჭვი (1999)
  • #6 – Faith of the Fallen / დაცემულთა რწმენა (2000)
  • #7 – The Pillars of Creation / ქმნილების გოდოლი(2002)
  • #8 – Naked Empire / შიშველი იმპერია (2003)
  • #9 – Chainfire / ცეცხლოვანი ჯაჭვი (2005)
  • #10 – Phantom / მოჩვენება (2006)
  • #11 – Confessor / განმკითხავი (2007)
  • #12 – The Law of Nines (2009)
  • #13 – The Omen Machine (2011)
  • #14 – The First Confessor: The Legend of Magda Searus (2012) (Necessary prequel novel)
  • #15 – The Third Kingdom (2013)
  • #16 – Severed Souls (2014)
  • #17 – Warheart (2015)

ჭეშმარიტების მახვილის არის ფენტეზიის ჟანრის „დიდი“ ნაწარმოები, რაც ხშირად ახასიათებს ამ ჟანრს. გარკვეული ნაწარმოებების არჩევისას სწორედ ეს მიზიდავს, რადგან თავგადასავალი დიდხანს გრძელდება. შესაბამისად მომწონს ქართული ტეტრალოგიებიდან დიდი მოურავი, დავით აღმაშენებელი, გმირთა ვარამი და სხვა. რა თქმა უნდა ამ ნაწარმოებებს ჭეშმარიტების მახვილთან  არც შინაარსობრივად და  არც ენით არ ვადარებ. სქელ ყდიანი წიგნები გვეხმარება დიდხანს ვიფიქროთ ამა თუ იმ საკითხზე და აღმოვჩნდეთ იმ დროში და იქ, სადაც მისი გმირები არიან. არა აქვს მნიშვნელობა ეს დრო წარსულია, აწმყო თუ მომავალი.

ჭეშმარიტების მახვილში  საომარი სცენებით ისიამოვნებთ. პირველ წიგნში მასიური სცენები არ შემხვედრია, მაგრამ დუელები რამდენიც გინდათ. ორთაბრძოლები საკმაოდ კარგად არის გადმოცემული. თითოეული მოძრაობისა თუ გადაადგილების აღქმა ადვილია.

რა შეიძლება მოგცეს წიგნმა? კიდევ ერთი სამყარო, რომელიც მწერალმა შექმნა და ის ჩვენი გონებისა და მოგონებების ნაწილი გახდება. წიგნში  მრავალ ახალ ქმნილებას, მათ შორის დრაკონსაც შეხვდებით. წიგნში არის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა. მასში არიან ადამიანები, რომლებიც კეთილები არიან, მაგრამ გარკვეული იარაღების საშუალებით ბოროტების ხელქვეითები გახდებიან და პირიქით, ადამიანები რომლებიც ბოროტებას ემსახურებიან სიკეთის სამსახურში ჩადგებიან.

ფენტეზიის ჟანრის კითხვისას ყოველთვის ვფიქრობ, თუ კიდევ რა შეიძლება ჯადოქარმა გააკეთოს ისეთი, რაც არ წამიკითხავს ან რა ძალების აღმოჩენა შეუძლია ადამიანს საკუთარ თავში. ჭეშმარიტების მახვილის კითხვისას დარწმუნებული ვარ შეგხვდებათ მომენტები, როდესაც იტყვით აი ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია.

წიგნში ტრაგიკული სცენებიცაა, ხანდახან შემზარავიც. მთავარი გმირი მთელი წიგნის განმავლობაში განიცდის, როგორც შინაგან ტკივილს, მას აკრძალული ხილის (სიყვარულის) დაგემოვნება არ შეუძლია და ფაქტობრივად შეუძლებელიცაა ამის გაკეთება, ასევე ფიზიკურ ტკივილს. მას უწევს დღეების განმავლობაში ტკივილისა და წამების ატანა, რომელიც მას სრულ გონებრივ შთაგონებამდე მიიყვანს.

ადამიანებს როცა გვინდა რაღაც ახალი, ამ ახალს არ უნდა ველოდოთ, არამედ ჩვენ უნდა წავიდეთ მისკენ. არ ხართ ფენტეზის და ფანტასტიკის მოყვარული? ძალიანაც კარგი, თქვენთვის ჭეშმარიტების მახვილი ახალი იქნება, გადაშალეთ წიგნი და წაიკითხეთ. ფენტეზიის და ფანტასტიკის მოყვარული ხარ? მაშინ მთლად უკეთესი, წიგნი შენთვისაა –  კიდევ ერთი სამყარო შენგან აღმოჩენას ელის.

27.01.2017
რატი ბახტაძე

მიმოხილვა გადაცემში:

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s