პლანეტა სიმარტოვე – „მარსის ქრონიკა“ – რეი ბრედბერი

%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%93%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9cიცოდით, რომ თანხების არსებობის შემთხვევაში კოსმოსში ტურისტად წასვლა შეგიძლიათ? მარსზე მოგზაურობაზე რას იტყვით? შეიძლება ცოტა ხანგრძლივი იყოს, მაგრამ რატომაც არა? 1 წელი მარსისკენ, 1 წელი მარსზე და 1 წელი უკან… როგორი შემოთავაზებაა? ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ ასეთი რამ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება. ერთი გზა ხომ უკვე დაგეგმილია?!

რეი ბრედბერის წიგნი – მარსის ქრონიკა ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას %e1%83%a0%e1%83%94%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%93%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9cდაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლება აქვთ.

რეი ბრედბერი /Ray Bradbury (1920-2012) ფანტასტიკის, სამეცნიერო ფანტასტიკის, საშინელებებისა და მისტიური ფანტასტიკის ამერიკელი მწერალი იყო.  რეი ბრედბერმა ცხოვრების განმავლობაში მრავალი საპატიო ჯილდო მიიღო. მისი წიგნებიდან (რაც მე ვიცი) ნათარგმნია:

  • მარსის ქრონიკები / The Martian Chronicles (1953)
  • ტანმოხატული კაცი / The Illustrated Man (1951)
  • მთელი ზაფხული ერთ დღეში
  • ბედნიერების მექანიზმები / Machineries of Joy (1962)

დანარჩენი წიგნების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მარსის ქრონიკა, ეს არის ისტორია თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მარსზე. მარსზე დასახლება და ადამიანის მიერ მასზე ფეხის დადგმა აღარ წარმოადგენს ფანტასტიკის სფეროს, მაგრამ რჩება ბევრი ამოუხსნელი რამ რაც მასთანაა დაკავშირებული.

პირველი და უმთავრესია – ადამიანები მარსს რამდენად შეეჩვევიან და შეეგუებიან. აქ არ არის საუბარი  მხოლოდ გარემო პირობებთან შეგუება, არამედ ადამიანის ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე სოციუმზე და საზოგადოებაზე. რამდენად შეუძლია ადამიანს  ვიწრო წრეში გაძლება.

დღეს თითოეულს სამეგობრო ჰყავს და შეგვიძლია  ახალი მეგობრები შევიძინოთ თუ ძველს დავკარგავთ. ამასთან,  სადმე მეორე ნახევარსაც ვიგულებთ. ამის შესაძლებლობა და წარმოდგენა გვამშვიდებს და თავს სოციუმის ნაწილად მივიჩნევთ.

წარმოიდგინეთ მარსზე  სრულიად მარტო დარჩით, მთელ პლანეტაზე სრულიად მარტო! ადამიანებამდე 60 მილიონი მილი გაშორებთ… თავდაპირველად საკუთარ თავს  მოუძებნით გასართობს, შემდგომ კი დაიწყება უსასრულო ლოდინი.

წიგნი მოგვითხრობს თუ ადამიანები მარსზე როგორ  დასახლდებიან, თუ რა წინააღმდეგობა შეიძლება შეხვდეთ წინ. მწერალს თავისებური წარმოდგენით გადმოცემული აქვს  თუ ვინ შეიძლება  მარსის მცხოვრებლები (მარსელები) იყვნენ. გვანან ისინი ადამიანებს? რა ფორმისანი არიან? ვინ ან რა არიან? იქნებ მილიონობით წლის წინ მართლა არსებობდა ცივილიზაცია, რომელიც დღეს მარსის ქანებში არის დამარხული?

მარსის ქრონიკაში მწერლის მიერ კარგად არის  ადამიანის ფსიქოლოგია გადმოცემული. აქ არ არის პირდაპირ ფსიქოლოგიაზე საუბარი, არამედ თითოეული შემთხვევაში და მონათხრობში თქვენვე უნდა ამოიცნოთ ის ნიშანი რაც კონკრეტულად ადამიანს თუ ადამიანთა ბუნებას ახასიათებს.

ვინ არიან ბოლოს და ბოლოს მარსელები? კითხვა, რომელიც მთელი წიგნის განმავლობაში საკუთარ თავს უსვამ, ხანდახან ხვდები, ზოგჯერ კი მაინც ამოუცნობი რჩება. საბედნიეროდ მწერალი ამ იდუმალებით მოცულ საკითხს ბოლოს ფარდას ხდის, მაგრამ შესაძლოა ეს მაინც არ იყოს სიმართლე – გამოცანას გამოცანად დავტოვებ.

ვფიქრობ მარსი ბოლომდე ამოუცნობი იქნება (დედამიწა ვერ შევისწავლეთ ჯერ წესიერად). ის რასაც თვალით ვერ ხედავ (საუბარი მაქვს ფიზიკურ მატერიაზე) აღქმა ჭირს. მიუხედავად ამისა მოხარული ვიქნები მოვესწრო დროს, როცა ადამიანი ფეხს დადგამს მარსზე, მანამდე კი თავის შექცევა მარსის ქრონიკებითაც შეგვილია.

01.02.2017

რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

4 thoughts on “პლანეტა სიმარტოვე – „მარსის ქრონიკა“ – რეი ბრედბერი

  1. გამოხმაურება: რობინზონ კრუზო –  „მარსელი“ – ენდი უირი | MeWorldYou

  2. გამოხმაურება: „ბედნიერების მექანიზმები” – რეი ბრედბერი | Rmouse Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s