13 რჩევა თუ როგორ უნდა იყო ცუდი მძღოლი

 dsc_0055

  1. ნუ დაუთმობთ გზას ფეხით მოსიარულეს, მითუმეტეს თუ ზებრაზე გადადის, გზა იმისთვის დააგეს, რომ ავტომობილმა იაროს და არა ადმიანებმა;
  1. დიდი ავტომობილი იყიდეთ, რომელიც მეტ საწვავს მოიხმარს და მეტ გამონაბოლქვს გამოყოფს. გარემოზე დაე სხვამ იზრუნოს. თქვენ კლიმატურ ცვლილებებს შეიძლება ვერც მოესწროთ;
  1. „დააპარკინგეთ ბარდიურზე“, ფეხები ფეხით მოსიარულეს რისთვის აქვს? შეუძლია თქვენს ავტომობილს შემოუაროს. რაა? ეტლით არის? და ტროტუარზე რაღა უნდა? გზაზე გაგორდეს…
  1. ნელა მოძრაობს? დასაშვებ სიჩქარეს არ აჭარბებს? შუქნიშანზე წამის მეასედით შეყოვნდა? ავტომობილიდან გადმოდის? დაუსიგნალე, ჯერ ხშირ ხშირად, თუ რეაქცია არ ჰქონდა რაც შეიძლება ხანგრძლივად;
  1. ციმციმა დაივიწყეთ, სად იყო ავტომობილები და ციმციმა ადამიანები ცხენით მარჯვნივ და მარცხნივ, რომ უხვევდნენ, ტოჟე მნე ევროპელი;
  1. საცობია? ჩათვალე ის თქვენთვის არ არსებობს, გადადი საპირისპირო მიმართულებით, ფარები „დალნიზე“ დააყენე და გაჰყევი გზას;
  1. ორივე მიმართულებით საცობია და შენს მარჯვნივ ტროტუარს ხედავ? რაღას ელოდები?
  1. იცი, რომ მარჯვნივ გაქვს შესახვევი? დაივიწყე, ბოლო წამს მკვეთრად გადაუხვიე. საავარიო სიტუაცია თუ არ შეჰქმენი რაა მამული?
  1. არ დაგავიწყდეთ ავტომობილიდან სიგარეტის ნამწვავების, ნაგავის და სხვათა და სხვათა გადაყრა. რისთვის უხდის სახელმწიფო ფულს მეეზოვეებს? და რომ არ გადაყარო მერე სამსახური არ უნდათ იმათ?
  1. არავითარ შემთხვევაში საჭესთან თავი არ შეიზღუდოთ: გაიკეთეთ მაკიაჟი ან თუნდაც თმები (მისტერ ბინი ხომ გახსოვთ რა კარგად ატარებს?);
  1. ილაპარაკეთ ტელეფონზე და „იმესიჯეთ“ რამდენიც გინდათ, და დაამტკიცეთ, რომ თქვენ სიცოცხლეს მხოლოდ თქვენ განკარგავთ!
  1. არ შეიკრათ ღვედი, ნუთუ არ გინდათ მაგარი ტიპი იყოთ?
  1. არასდროს დაუთმოთ გზა სასწრაფოს. რატომ? თქვენ, რომ გეჩქარებათ მაინცდამაინც მაშინ გამოჩნდება ხოლმე….

ბევრი გამომრჩა და იქნებ თქვენც დაამატოთ 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s