მიზანი არც ისე შორია – „კაცი, რომელმაც მთვარე გაყიდა“ – რობერტ ჰაინლაინი

%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a2-%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0დედამიწის თანამგზავრი, რომ მთვარეა ეს დღეს ყველამ კარგად იცის. იყო დრო ადამიანებს ეგონათ, რომ მთვარე, ისევე, როგორც მზე ანათებდა. იყო დრო როდესაც მთვარეზე არსებული ასტეროიდებისაგან დანაოჭებული კანიონებს ოკეანეებად აღიქვამდნენ. მაგრამ მოვიდა, დრო და ადამიანმა ფეხი დადგა მთვარეზე.

მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომელიც მთვარეზე ადამიანის დაჯდომას ვერ მოესწრო. დიახ ვერ მოესწრო. 70თიანების შემდგომ მთვარეზე ადამიანს ფეხი არ დაუდგამს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს რეალობაა. არადა, იმ დროინდელი გადმოსახედიდან მთვარეს ჩვენი პერიოდისთვის წარმოიდგენდნენ როგორც N პირველ ტურისტულ მარშუტს, რომელიც იაფი და სანდო იქნებოდა. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, დღესაც კი კოსმოსში გასვლა ასეულობით მილიონთან არის დაკავშირებული, რომლის საშუალება რა თქმა უნდა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არა აქვს.

%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a2-%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9aწიგნი „კაცი, რომელმაც მთვარე გაყიდა“ ამერიკელი სამეცნიერო-ფანტასტიკის მწერალი – რობერტ ჰაინლაინის (Robert Heinlein) მოთხრობების კრებულია. ამ კრებულში მისი მოთხრობები დედამიწას და მზის სისტემის პლანეტებს არ ცდება. რობერტ ჰაინლაინს (1907-1988) ხშირად სამეცნიერო ფანტასტიკის მამადაც კი მოიხსენიებენ.

წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლება აქვთ.

წიგნის კრებულში იხილავთ შემდეგ მოთხრობებს:

  • კაცი, რომელმაც მთვარე გაყიდა
  • ლიფტი ზეცაში
  • დიდი მორიგეობა
  • ახალბედა კოსმოსში
  • დედამიწის მწვანე გორაკები
  • ჩვენ ძაღლებსაც ვასეირნებთ
  • რეკვიემი

როგორც წინა მიმოხილვებშიც, აქაც არ ვაპირებ მოთხრობების შინაარსში შევიდე, არამედ იმ ადამიანურ ფიქრებზე, მომენტებზე და გრძნობებზე ვისაუბრებ, რომელსაც მისი გმირები განიცდიან და შესაბამისად მკითხველისთვის თითოეული პერსონაჟი ახლო და ნაცნობი ხდება.

წიგნში გადაეყრებით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყნად არაფერი არ აინტერესებთ და რომლებიც მუდამ უკმაყოფილონი არიან. წარმოიდგინეთ გიჟური იდეა დაგებადათ და გსურთ მისი განხორციელება. არა მესმის, რომ შესაძლოა მართლაც გიჟური იყოს, მაგრამ გამოჩნდება ერთი ადამიანი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა უკმაყოფილო იქნება. რითი? თვითონაც არ იცის… რატომ? ამ კითხვაზეც პასუხის მოძიება რთულია – ადამიანებს გონებაში იმდენად აქვთ გამჯდარი, რომ უბრალოდ არ აინტერესებთ.

ფანტასტიკურის ჟანრის ნაწარმოებებში ყოველთვის გხვდება რისკი, რომელიც მუდამ თან სდევს მთავარ გმირს. მთვარისკენ მიმავალი გზაც რისკია. ადამიანი კოსმოსში ვერ გაფრინდებოდა თუ ვინმე არ გარისკავდა ფრთები გამოება და ეცადა ეფრინა. რეალურ ცხოვრებაშიც ხშირად რისკი გვჭირდება, რომლისკენაც ნაბიჯის გადადგმა ხანდახან ჭირს, მაგრამ აუცილებელია.

საერთოდ ჰაინლაინის ამ მოთხრობათა კრებულში რისკი გადმოცემულია, როგორც ამა თუ იმ გმირის მახასიათებელი, როგორც მისი თვისება. ძალიან რთულია რაიმე  განახორციელო (მითუმეტეს თუ რისკთან არის დაკავშირებული) თუ გვერდით არ გყავს ადამიანი/ები, რომლებიც უბრალოდ გენდობიან. ადამიანები რომელთაც უბრალოდ სჯერათ, რომ  მთვარეზე შესძლებ ფეხის დადგმას.

ჯერ სიგიჟე და მერე რისკი რთული განსახორციელებელია, ყოველივე შემთხვევისთვის მისი განხორციელებისათვის გჭირდება კარგი გეგმა. გათვლილი ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადადგავ. რა თქმა უნდა გეგმის განხორციელებისას მას მოჰყვება სხვადასხვა დამატებითი საფეხურები, მაგრამ როდესაც მიზანი დასახული გაქვს მასზე ასვლა არ გაგიჭირდება.

კაცი, რომელმაც მთვარე გაყიდა, სწორედ ის ადამიანია, რომელმაც დაიჯერა, რომ მთვარე ეს არის კომერციულად მომგებიანი და სარფიანი პლანეტა. დანარჩენი რისკზე და გეგმაზე იყო დამოკიდებული. ინდივიდზეა დამოკიდებული, რას, როგორ და რანაირად მოკიდებ საქმეს ხელს. შენზეა დამოკიდებული წაიკითხავ თუ არა ამ წიგნს, სხვა ამას შენს გარდა უბრალოდ ვერავინ გააკეთებს.

ერთი საინტერესო გამონათქვამი თუ ბრძნული აზრი, რომელიც ნაწარმოებში შემხვდა და ვფიქრობ ყველა ბიზნესის მფლობელისთვის მოტო უნდა იყოს: „ფული ყოველთვისაა თუ ხალხს იმას აძლევ რაც მას უნდა“. ამავე აზრმა მიმახვედრა, რომ თუ რატომ არ ვართ დღეს მთვარეზე ან მარსზე და იქიდან არ ვწერ ამ ბლოგს. უკვე დიდიხანია შეგვიძლია მთვარეზე ვიმოგზაუროთ, უბრალოდ ეს არ გვინდა. დედამიწიდან მთვარემდე მანძილისა და დროის პრობლემა ისე გადაიჭრებოდა, როგორც 8 საათში შესაძლებელია ატლანტის ოკეანის გადალახვა. კონკორდით 4 საათში (თუ სწორად მახსოვს). ადამიანებს უბრალოდ დღეს არ სურთ, რომ სხვა პლანეტაზე იცხოვრონ, მათი გონება მიმართულია სხვა რამისკენ.

წიგნი იმასაც გვასწავლის,  რომ თუ ბავშვობაში რაიმე ოცნება გქონდათ ნუ დაივიწყებთ და ნუ მიმალავთ. აიხდინეთ ის და გააკეთეთ ყველაფერი, თუნდაც რისკად და სიგიჟედ დაგიჯდეთ.

07.02.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s