საუკეთესო  სტრატეგი – „ენდერის თამაში“ – ორსონ სკოტ კარდი

%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%9c-%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a2-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%982016 წლის გაზაფხულზე სახლში მისვლისას, როგორც ყველა ოჯახში, სახლში ტელევიზორი იყო ჩართული და ჩემი ერთ-ერთი ძმა ფილმს უყურებდა.

  • რა ფილმია? – ჩვეული კითხვა, რომელსაც მუდამ ვსვამთ, როცა ვინმე ფილმს უყურებს. ამავდროულად კადრებმა იმდენად მიმიზიდა არ დაველოდე პასუხს და ტელევიზორთან დავჯექი.

ჩემს ძმას ფილმი უკვე ნანახი ჰქონდა. იცოდა რაც მელოდებოდა. ჩუმად სხვა ოთახში გავიდა და იქ განაგრძო ყურება. მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, როცა ფილმი დასასრულს უახლოვდებოდა, რომ ჩემს რეაქციაზე გაეღიმა და ემოციები გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის.

ფილმი არ იყო ნახევრად მისული, მაგრამ მის შინაარს მალევე მივხვდი. როგორც ფანტასტიკის ჟანრისთვის აქაც ადამიანები ებრძოდნენ უცხოპლანეტელებს, მაგრამ იყო რაღაც განსხვავებული. რაღაც უფრო ადამიანური, ვიდრე ზოგადად ფანტასტიკური ფილმებში, სადაც ძირითადი ყურადღება სპეც-ეფექტებზეა გადატანილი.

ფილმის დასასრული არის საოცარი. იმდენად საოცარი, რომ მთავარი გმირი მე გავხდი. უფრო სწორად მთავარი გმირის გრძნობები მეც გავიზიარე. მეორე დღეს ფილმს ხელახლა კომპიუტერში თავიდან ბოლომდე ვუყურე და ახლაც სიამოვნებით ჩავრთავდი და ვუყურებდი. ეს გარკვეულად ფილმების შეფასების ჩემეული შკალაა. ფილმი მართლაც კარგია თუ მისი ყურება 2-ზე და მეტჯერ მოგინდება.

ზაფხულში ერთ-ერთი წიგნების საიტი აღმოვაჩინე www.readersland.ge, სადაც შეგიძლია სხვა წიგნებთან ერთად გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ წიგნები ინტერნეტის საშულებით იყიდოთ. ერთი სიტყვით თვალიერებისას წავაწყდი ორსონ სკოტ კარდის – ენდერის თამაშს და იქვე იდო ფილმის ტრეილერი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ წიგნი იყო ამ ფილმზე დაწერილი თუ პირიქით, რომ თურმე ამ წიგნზე იყო ფილმი გადაღებული. დაფიქრების გარეშე შევიძინე. თანაც 37% ფასდაკლებით იყო.

წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლება აქვთ.

ორსონ სკოტ კარდი - პროფილი.jpgორსონ სკოტ კარდი (Orson Scott Card) ამერიკელი ნოველისტი, კრიტიკოსი, ესეისტი და მიმომხილველი 1954 წლის 24 აგვისტოს დაიბადა. ენდერის თამაში (Ender’s Game) 1985 წელს გამოსცა, ხოლო 1986 წელს ამავე წიგნის გაგრძელება Speaker for the Dead (მე როგორც ვიცი არ არის ჯერ ქართულად ნათარგმნი). ორივე წიგნმა მოიგო Hugo და Nebula Awards ჯილდოები.  ამის შემდგომ ენდერის თამაშის სერიები გამოვიდა, რომელთა ხილვაც ქართულ ენაზე მართლაც სასიამოვნო იქნებოდა. ესეც წიგნების ჩამონათვალი:

  • Xenocide (1991);
  • Children of the Mind (1996);
  • Ender’s Shadow (1999);
  • Shadow of the Hegemon (2001);
  • Shadow Puppets (2002):
  • First Meetings (2001);
  • Shadow of the Giant (2005);
  • Shadows in Flight (2012);
  • A War of Gifts (2007);
  • Ender in Exile (2008).

ენდერის თამაში იმდენად კარგია, რომ თავისუფლად შემიძლია მასზე ვისაუბრო, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ წავიკითხე. შესაბამისად, პირველი რასაც ამ წიგნის წაკითხვისას განიცდით ეს არის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. შთაბეჭდილებები ურთიერთობებზე, გრძნობებზე, სწავლაზე, მეგობრობაზე, გუნდურ მუშაობაზე, ლიდერობაზე, სიყვარულზე, თამაშზე, ცხოვრებაზე. ერთი სიტყვით ის რაც ადამიანებს ძალიან მოგვწონს თუ არ მოგვწონს. ეს არის წიგნი შთაბეჭდილებები კარგზე და ცუდზე.

წიგნში თქვენ  მთავარი გმირი ხდებით, ან მისი მეგობარი, ან ის უცხოპლანეტელი, ან თუნდაც გენერალი. და საერთოდ ამ წიგნის კითხვისას ყველა თქვენ ხართ.  წიგნი გასწავლით, როგორი უნდა იყოს საუკეთესო სტრატეგი. გმირი მნიშვნელობას არა რაოდენობას არამედ უპირატესობს მის ეფექტურ გამოყენებას ანიჭებს. ცხოვრებაშიც ასეა, მთავარია იმ შესაძლებლობებს რაც ხელთ გაქვს რაში და როგორ გამოიყენებ. ზოგი კარგ მანქანას იყიდის და მთელი ცხოვრება იმით ივლის, ზოგი კი კარგი მანქანის ფულს ბიზნესში ჩადებს და მოგვიანებით ივლის მანქანით უდარდელად.

მთავარი გმირი, ეს არის გონებით სტრატეგი, ლიდერი და წინამძღოლი. არის მომენტები, როდესაც ადამიანს უბრალოდ უნდა ენდო, რადგან უბრალოდ ის ისაა ვინცაა, სხვანაირად წარმოუდგენელია. თვალდახუჭული ნდობა დიახ სასიკვდილოა, ზოგ შემთხვევაში კი პირიქით ის გადარჩენის ერთადერთი გზაა. აღნიშნული ღრმად ქონდათ თავის დროზე გააზრებული, რომაელებს, რომლებიც გაურკვევლობის და შიდა დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად ომიანობის პერიოდში სამი წლის ვადით  ერთ პიროვნულ მმართველს ირჩევდნენ.

ლიდერობა და რაიმეს წინამძღოლობა, ზოგს ჰგონია, რომ მარტივია და ამ საქმეს მართლაც, მარტივ საქმედ გაიხდიან ხოლმე. უდარდელად უყურებენ, როგორ მონებივით ექცევა ის და მისი ქვეშევრდომები ხელქვეითებს. არადა ლიდერი ისაა ვინც პირველ რიგში ხელქვეითია, სწორია ყველასთან და შემდგომ ამიტომაა ლიდერი, რადგან საკუთარი თავი არ მიაჩნია იმაზე მეტი, თუნდაც მეტი იყოს, ვიდრე სხვები არიან. აი ასეთ ლიდერზეა არის წიგნში საუბარი. მისგან ბევრი რამის სწავლა მართლაც შეიძლება.

სასხვათაშორისოდ,  ჩემთვის ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც წიგნმა და ფილმა ერთნაირი შთაბეჭდილება და მოგონებები დამიტოვა. ფილმი მაქსიმალურადაა წიგნთან მიახლოებულიდა შესაბამისად გირჩევთ წიგნიც წაიკითხოთ და ფილმსაც უყუროთ.

ფილმის ტრეილერი:

09.02.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s