კითხვები და პასუხები – „ორშაბათი იწყება შაბათს“ – არკადი და ბორის სტრუგაცკები

%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%92%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%99სამწუხაროდ საქართველოსი მოსახლეობის უმრავლესობა იქ მუშაობს, სადაც არ უნდათ რომ მუშაობდნენ. ეს განვითარებადი ქვეყნების ერთგვარი პრობლემაა, რომლის გამოსწორებას წლები და ეკონომიკური განვითარება სჭირდება. არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ პირადად ჩემთვის ორშაბათი, რომ დადგება ერთი სული მაქვს მოვიდეს შაბათი. არადა, როცა საქმე გიყვარს პირიქითაა, და საერთოდ პირიქითაც არაა –  შენთვის შაბათ-კვირა არ არსებობს. ამ შემთხვევაში რასაც აკეთებ გიყვარს და უძღვნი შენს დროსა და ცხოვრებას.

წიგნი ორშაბათი იწყება შაბათს ფანტასტიკური ნაწარმოების წიგნია, რომელიც მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც აკეთებენ იმას რაც უყვართ და შესაბამისად მათვის ორშაბათი იწყება შაბათს. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს ადამიანმა მიზნადაც შეიძლება დაისახო.

წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლება აქვთ.

%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%92%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%99„ორშაბათი იწყება შაბათს“ საბჭოთა კავშირის რუსი სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლების არკადი (1925-1991) და ბორის (1933-2012) სტრუგაცკების (Arkady and Boris Strugatsky) მიერაა დაწერილი. ის რომ წიგნი ორმა მწერალმა (ძმებმა) დაწერა ეს  უკვე საინტერესოა. ეს ის შემთხვევა არის, როდესაც მწერლების ბიოგრაფია რუსული ენის საშუალებით მოვიძიე. როგორც ჩანს ძმები დასავლეთში ნაკლებად პოპულარულები არიან, მაგრამ საბჭოთა კავშირში მათ სამეცნიერო ფანტასტიკის ერა შეჰქმნეს. მათი ნაწარმოებები ფაქტობრივად ყველა საბჭოთა მკითხველისთვის  ცნობილი  და მათი წიგნებიდან ამოღებული სიტყვა-პასუხი ერთმანეთისთვის მარტივად გასაგები იყო.

რაც შეეხება უშუალოდ ნაწარმოებს. მართალი გითხრათ წიგნის ენა ცოტა რთულია და ტექსტის გადაკითხვა რამდენჯერმე მიწევდა, მაგრამ ამად მართლა ღირდა. თანაც მაშინ როცა ტექსტის უმეტესი ნაწილი გაჟღენთილია იუმორით. რამდენჯერმე გემრიელად გავიცინე, რაც ფანტასტიკური ნაწარმოებებს კითხვისას ხშირად მაკლია.

პირველი რაც თქვენ თავს წიგნის კითხვისას დაუსვამთ იქნება: – აქ რა ხდება? – ალბათ ესეც არის რაც ხდის წიგნს რთულად გასაგებს და წასაკითხს, მიუხედავად ამისა თუ სხვადასხვა ფანტასტიკური წიგნები წაკითხული გაქვთ ალღოს მალე აუღებთ. ამ წიგნს არ ვურჩევდი იმ მკითხველს, რომელმაც ამ ჟანრის წიგნი ხელში პირველად დაიჭირა.

მახსოვს მეცხრე კლასში, რომ ვიყავი სახლში წიგნების თვალიერებისას  გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებს „გველის პერანგს“ გადავეყარე. რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდგომ მივხვდი, რომ ამ წიგნის წაკითხვა ჩემთვის ნაადრევია. მაშინ ცოტა წიგნი თუ მქონდა წაკითხული, ამიტომ მისი აღქმა გამიჭირდა. რა თქმა უნდა რამდენიმე წლის შემდგომ „გველის პერანგს“ დავუბრუნდი და მისგან დიდი სიამოვნებაც მივიღე. „ორშაბათი იწყება შაბათს“ სწორედ ასეთი წიგნია, რომელიც გაგებამდე სხვა ფანტასტიკური ჟანრის წიგნები უნდა გქონდეთ წაკითხული.

თუ გახსოვთ პირველად, როცა რომელიმე თქვენთვის უცნობ ქალაქს ეწვიეთ? ირგვლივ ყველაფერი უცნაური გეჩვენება, მაგრამ იცი, რომ აქ სადმე მაღაზია იქნებ, შორიახლოს ბაზარი, გაჩერებაც აუცილებლად უნდა იყოს…. სწორედ ასეთი განცდა დაგეუფლებათ ამ წიგნის კითხვისას.

წიგნი დაგაფიქრებთ დროზე, როგორც არსებულ თუ არარსებულ მატერია/არამატერიალურზე. საერთოდ დრო უსასრულოა, მაგრამ მას შეუძლია დასასრული მოუტანოს ადამიანს, ცხოველს, მცენარეს, მზის სისტემას და საერთოდ ყველაფერს. პირველად წიგნში გადავეყარე დროის აღქმის ახალ შესაძლებლობას, რომლითაც ხელახლა განვსაჯე გარკვეულ საკითხები.

წიგნი სავსეა კითხვებით. უფრო სწორად ყველგან კითხვებია. ჯერ ისიც საკმარისი არ არის, რომ წაკითხვისას ბევრ კითხვას უსვამ საკუთარ თავს, ამას მწერლები, გმირების საშუალებით, თვითონ უმატებენ კითხვებს. რა თქმა უნდა ეს საუკეთესო გზაა ვიპოვოთ მათზე პასუხები. პასუხი კითხვის გარეშე არამგონია ცალკე მოვიდეს, ყოველივე შემთხვევისთვის ძალზედ გაჭირდება.რამდენად იპოვით ყველა კითხვაზე პასუხს (ან პასუხი გიპოვით) ეს თქვენზეა დამოკიდებული.

ადამიანს ახარებს ახლის შეცნობა და გაგება, ზოგს კი აბედნიერებს. გირჩევდით ეს მეტად უცნაური წიგნი წაიკითხოთ და მიიღოთ იმაზე მეტი ვიდრე ელოდით.

13.02.2017
რატი ბახტაძე

 გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

One thought on “კითხვები და პასუხები – „ორშაბათი იწყება შაბათს“ – არკადი და ბორის სტრუგაცკები

  1. გამოხმაურება: შემთხვევითი ბედნიერება – “პიკნიკი გზის პირას” – არკადი და ბორის სტრუგაცკები | MeWorldYou

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s