გონების მიღმა – „უბიკი“ – ფილიპ კ. დიკი

%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9e-%e1%83%99-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%99%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%98%e1%83%99%e1%83%98

რა არის სიცოცხლის შემდგომ? კითხვაზე რომელზეც პასუხის გაცემა ადამიანების უმრავლესობას მათი რელიგიებისა და შეხედულებების მიხედვით შეუძლიათ. წარმოდგენა იმისა, რომ სიცოცხლის შემდგომ მხოლოდ წყვდიადით მოსილი სიბნელეა ძალიან რთულია და შემაშინებელი. სიცოცხლის გახანგრძლივებისკენ სწრაფვა დღევანდელი მეცნიერების უმთავრესი მიზანია, რათა ადამიანებმა სიკვდილს დააღწიონ თავი. საინტერესოა, რომ ფილიპ დიკი წიგნში „უბიკი“ სიცოცხლის გაგრძელების ახალ ალტერნატივას გვთავაზობს.

წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში, თბილისსში, ვაკეში, მიაკითხეთ.p019rlqk

ფილი კ. დიკი ამერიკელი მწერალია, რომელმაც ცხოვრების განმავლობაში 44 ნოველა და დაახლოებით 121 მოთხრობა დაწერა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგი ამერიკელი მწერლის ნაწარმოებზე იღებენ ფილმზე, ფილიპ კ. დიკის ნაშრომებზეც მრავალი ფილმია გადაღებული.

იმ წიგნებიდან, რომელმაც ფილიპ კ. დიკი პოპულარული გახადა, უმეტესი მათგანი ქართულად ნათარგმნია. მისი უკვე მეორე წიგნი წავიკითხე. ყოველთვის ვცდილობ, თუ ავტორის საუკეთესო ნაწარმოებების  მთლიანად წაკითხვას გადავწყვეტ ეს მათი გამოცემის წლების მიხედვით გავაკეთო. შესაბამისად თქვენც გირჩევთ ამ თანამიმდევრულობით წაიკითხოთ:

წიგნი მარტივი ენითაა დაწერილი და მისი წაკითხვა არ გაგიჭირდებათ. „უბიკი“ ეს არის წიგნი, სადაც მწერალი გვთავაზობს მომავლის ახალ ხედვას და ახალ სამყაროს. მომავალში, სადაც ხიდი გადებულია სიცოცხლისა და სიკვდილს შორის.

ლაბირთში თუ ყოფილხართ ოდესმე? ან ორიენტაცია თუ დაგიკარგავთ – ვერ გაგირჩევიათ საით არის თქვენი სახლი? თუ კი, მაშინ მზად უნდა იყოთ, წიგნის კითხვისას იმავეს განცდა გელოდებათ.

წიგნში ფაქტობრივად დავინახავთ თუ რა შესაძლებლობები გააჩნია ადამიანის გონებას და რამხელა გასაქანი შეიძლება მიეცეს მას. რეალურად, რომ შეხედო ჩვენ ვართ „ჩვენ“ გონების (ტვინის) დახმარებით, ანუ „მე“ მოთავსებულია გონებაში და არა მაგალითად თითში ან თუნდაც გულში. თეორიულად ადამიანს შეუძლია იარსებოს ყველა ორგანოს ჩანაცვლებით გარდა ერთისა.

მართლაც გასაოცარია ფილიპ კ. დიკი თუ როგორც ხედავს მომავალს (წიგნი 1969 წელსაა დაწერილი). მართალია მთვარეზე ჯერ-ჯერობით არ არსებობს საპლანეტთაშორისო სადგური, მაგრამ მისი ხედვა ჭკვიან ელექტრონულ მოწყობილობებზე გასაოცარია. ის როგორსაც ხედავდა ყოველდღიური გამოყენების ნივთებს, დღეს სახლისთვის მარტივად შეგიძლიათ  შეიძინოთ.

როგორც ყოველთვის არ მინდა წიგნის შინაარსში შევიდე და მინდა მოკლედ დავასრულო სათქმელი. და მართლაც რა არის „უბიკი“?  ეს კითხვა იყო წიგნის გარეკანზეა დასმული. ვფიქრობ უშუალოდ „უბიკს“ რაიმე სასიცოცხლო მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. წიგნში ჩემთვის უმთავრესი ადამიანური ფიქრები, ურთიერთობები და ტექნიკისადმი მათი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება იყო.

გისურვებთ წიგნის კითხვისას მიიღოთ იმაზე მეტი ვიდრე ელოდით.

14.02.2017
რატი ბახტაძე

 გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s