უკან მომავალში – „კარი ზაფხულში“ – რობერტ ჰაინლაინი

%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a2-%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%96%e1%83%90საერთოდ არ მესმის, როდესაც ერთმანეთს ადარებენ კატას და ძაღლს. შეიძლება გიყვარდეს ან ერთი ან მეორე. მაგრამ გაუგებარია როდესაც ერთი გიყვარს და მეორე გძულს ანდა გეზიზღება. მე პირადად ცხოველები მიყვარს, სამწუხაროდ არა იმდენად, რომ ვეგეტარიანელი გავხდე. მიუხედავად ამისა, ჩემთვის კატაც და ძაღლიც მისაღებია და ორივეს შინაურ ცხოველს ყოველთვის სიამოვნებით ვიხუტებ.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებში კატას ხშირად განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. შეგახსენებთ ორ წიგნს, ერთზე რომელზეც უკვე დავწერე ბლოგი – ორშაბათი იწყება შაბათს და მეორე ყველასათვის საყვარელს – მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ (რომელზეც ვერ და არ გავბედავ ბლოგის დაწერას). „კარი ზაფხულშიც“ კატას გარკვეული დატვირთვა აქვს, შეგვიძლია ვთქვათ მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელია.

%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a2-%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a„კარი ზაფხულში“ ამერიკელი სამეცნიერო-ფანტასტიკის მწერალი – რობერტ ჰაინლაინის (Robert Heinlein) წიგნია. რობერტ ჰაინლაინს (1907-1988) ხშირად სამეცნიერო ფანტასტიკის მამადაც კი მოიხსენიებენ. „კარი ზაფხულში“ 1957 წელს დაიბეჭდა და მის შემდგომ პოპულარობა არ დაუკარგავს. საინტერესოა, რომ ეს ნოველა მწერალმა 13 დღის განმავლობაში დაწერა თანაც ისე, რომ მას რედაქტირება მცირედით დასჭირდა.

dis57

პირველი გამოცემის ყდა

წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლება აქვთ.

რას ვიღებ წიგნის წაკითხვისას და მის შემდგომ? ე.ი. აბა დღეს მე დღეს ჩემ თავს რა ვარგე… ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ ძირითადი მიზეზი თუ რატომაც ვკითხულობ წიგნებს დიახაც ეგოისტურია, ოღონდ კარგი გაგებით.

ნაწარმოებში კარგად არის გადმოცემული ნდობა, როგორც ადამიანის ურთიერთობების მამოძრავებელი ძალა. რამდენად შეიძლება ახლობელ ადამიანს ვენდოთ? ადამიანს, რომელიც გვიყვარს და რომელთან ერთადაც გვინდა მთელი ცხოვრების გატარება? ან თუნდაც მეგობარს, რომელთან ერთადაც დაიწყეთ ბიზნესი ან უბრალოდ გაუმხილეთ საიდუმლო, რომელიც მხოლოდ თქვენ ორს შორის უნდა დარჩეს? პასუხი წიგნშია…

მთავარი გმირის ცხოველთან დამოკიდებულება (კატასთან) საინტერესოა. ვისაც ცხოველები უყვარს მთავარ გმირს საკუთარ თავს გაახსენებს, როგორც მოსიყვარულე და ცხოველებთან მოლაპარაკეს.

რამდენად შესაძლებელია დროში მოგზაურობა? მომავალში გინდა წახვიდეთ თუ წარსულში? სასხვათაშორისო ჩვენ ყოველღამე, როცა ვარსკვლავებს შევცქერით წარსულით ვტკბებით. რატომ? მზიდან დედამიწამდე სხივის მოღწევას სჭირდება 8 წამი. სხვა ვარსკვლავებიდან მოღწევას კი ათასობით, მილიონობით, მილიარდობით წელი. ცას შემდგომში რომ ახედავთ ამაზე დაფიქრდით და მიხვდები რა პატარა ვართ ამ სამყაროში.

ცხოვრებაში ყველაზე ცუდია, როდესაც მიიწევ გარკვეული მიზნისკენ და დანიშნულებისკენ, ამ დროს გამოჩნდება ვიღაცა, ხანდახან ახლობელიც, ან თუნდაც უცნობიც ვინც ზურგში ერთი დარტყმით შენ მიზნებს, შენ დახარჯულ დროს მიწასთან გაასწორებს. ძალიან რთულია ასეთი ადამიანებისგან თავის დაღწევა ან გვერდის ავლა, მაგრამ ეს არის გაკვეთილი, რომელიც უნდა გავიაროთ.

არ ვარ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანი, მაგრამ წიგნის საშუალებით ბევრ რამე ვისწავლე და გავიგე. შეიძლება ფიზიკური კანონები, რომლებსაც ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებში იყენებენ არ არსებოს, მაგრამ წასაკითხად და გასაგებად მაინც სასიამოვნოა.

გისურვებთ წიგნის კითხვისას მიიღოთ იმაზე მეტი ვიდრე ელოდით.

16.02.2017
რატი ბახტაძე

 გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s