ცხოვრება წამიერია  – „მთელი ზაფხული ერთ დღეში“ – რეი ბრედბერი

%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%93%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%a3ყველას გაგონილი გექნებათ ჟინვალის წყალსაცავის შესახებ, ან თუნდაც გაგივლიათ თბილისიდან ანანურისკენ-გუდაურისკენ-ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე. იქ სადაც დღეს წყალსაცავია  სამხედრო გზა გადიოდა. აქვე იყო ძველი დასახლება ჟინვალი. საბჭოთა კავშირმა ერთი ხელის მოსმით გადაასახლა მოსახლეობა და დატბორა მიდამოები. ყოველთვის, როდესაც წყალსაცავთან გავივლი ვფიქრობ თუ რა არის მის სიღრმეში დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ წინა საუკუნეში დაიტბორა წყალსაცავი მის ქვეშ მოყოლილ დასახლებაზე (არქეოლოგიურ მიგნებებზე) ძალიან ცოტა რამ ვიცით.

ეს ამბავი, ერთი უბრალოდ რამის გამო მოვყევი. რეი ბრედბერს ერთ-ერთ თავის მოთხრობაში გადმოცემული აქვს, თუ რაოდენ შეუსწავლელია ზღვებისა და ოკეანეების ფსკერი. ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში გვეგონა, რომ წყლის სიღრმეებში შეუძლებელი იყო რაიმე ცოცხალს ეარსება. საბედნიეროდ შევცდით. ზღვებისა და ოკეანეების უმეტესი ნაწილი ადამიანის მიერ შეუსწავლელია, რაც მას დღესაც ამოუცნობს და მისტიკურს ხდის.

რეი ბრედბერის წიგნი (მოთხრობების კრებული) – „მთელი ზაფხული ერთ დღეში“ ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლება აქვთ.

რეი ბრედბერი /Ray Bradbury (1920-2012) ფანტასტიკის, სამეცნიერო %e1%83%a0%e1%83%94%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%93%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9cფანტასტიკის, საშინელებებისა და მისტიური ფანტასტიკის ამერიკელი მწერალი იყო.  რეი ბრედბერმა ცხოვრების განმავლობაში მრავალი საპატიო ჯილდო მიიღო. მისი წიგნებიდან (რაც მე ვიცი) ნათარგმნია:

  • მარსის ქრონიკები / The Martian Chronicles (1953);
  • ტანმოხატული კაცი / The Illustrated Man (1951);
  • მთელი ზაფხული ერთ დღეში;
  • ბედნიერების მექანიზმები / Machineries of Joy (1962).

დანარჩენი წიგნების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

“მთელი ზაფხული ერთ დღეში” – კრებულში შესულია შემდეგი მოთხრობები:

  • მთელი ზაფხული ერთ დღეში;
  • ნისლის საყვირი;
  • ფრანის ოქროსი და ქარი ვერცხლის;
  • არმაგედონში ჩაძინებული;
  • პაწაწინა მკვლელი;
  • ღიმილი;
  • ყინვა და ცეცხლი;
  • ქარი;
  • შუამავალი;
  • „აქ ვეფხვები დაძრწიან“;
  • მომავლის ბავშვი;
  • მარადისობა და დედამიწა;
  • აკვედუკი;
  • ძია ეინარი.

მართალი გითხრათ ცოტა რთულად მეჩვენება მოთხრობათა კრებულებზე საუბარი, თანაც მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთთან კავშირში არ არის („მარსის ქრონიკებისგან“ განსხვავებით). მიუხედავად ამისა შევეცდები გაგიზიაროთ წაკითხვისგან მიღებული „გამოცდილება“.

რეი ბრედბერს კარგად შეუძლია მზის სისტემის პლანეტების იმგვარი წარმოდგენა, რომ შეუძლია დაგვაჯეროს, რომ დედამიწის გარდა სისტემაში შემავალ სხვა პლანეტებზეც არსებობს ადამიანისთვის საცხოვრებელი პირობები. ეს წიგნი და მასში შემავალი მოთხრობები ამის დასტურია.

რამდენიმე მოთხრობაზე ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ ფანტასტიკის ჟანრისაა. ზოგიერთი მათგანი საშინელებათა და მისტიური ფანტასტიკას განეკუთვნება. ვერ ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით სტივენ კინგს ჩამოუვარდება, რომელიც მთელ მსოფლიოში სწორედ ამ მიმართულებით გაითქვა სახელი.

ფანტასტიკურ ნაწარმოებებში ხშირად შევხვდებით სიტუაციას, როდესაც ადამიანის კოსმოსში გამგზავრების ან სხვა პლანეტაზე მოხვედრის შემდგომ იმაზე ნელა ბერდება ვიდრე დედამიწაზე დარჩენილები. ბრედბერი კი მოვლენების განვითარებას პირიქით გვთავაზობს. როგორ იგრძნობთ თავს მაგალითად, რომ ცხოვრობდეთ 8 დღე? ან თუნდაც 1 თვე?

დარწმუნებული ვარ, რომ კრებულის „მთელი ზაფხული ერთ დღეში“ იმდენად მოგეწონებათ, რომ ერთ დღეში წაიკითხავს. მთავარია კომფორტულად მოეწყოთ და რამდენიმე საათი გადაეშვათ ფანტასტიკურ სამყაროში.

17.02.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

One thought on “ცხოვრება წამიერია  – „მთელი ზაფხული ერთ დღეში“ – რეი ბრედბერი

  1. გამოხმაურება: „ბედნიერების მექანიზმები” – რეი ბრედბერი | Rmouse Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s