არავინ – „იდინე, ცრემლო – თქვა პოლიციელმა“ – ფილი კ. დიკი

%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9e-%e1%83%99-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%99%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%aa%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9a%e1%83%9d21_ე  საუკუნის განვითარებულ სოციალური მოწყობის ქვეყნებში პოლიციელი აღიქმება არა როგორც დამსჯელი არამედ, როგორც საზოგადოებისა და სოციუმის ნაწილი. პოლიციელის მთავარი ფუნქციაა საზოგადოებას შეუწყოს ხელი ერთმანეთთან ითანამშრომლონ კანონის ძალით, რათა არ დამყარდეს ქაოსი. მეორე მხრივ, მრავალ ქვეყანაში პოლიცია და ძალოვანი სტრუქტურები გამოიყენება, როგორც რეჟიმის და ავტორიტარიზმის მართვის საშუალებად. სამწუხაროდ საქართველოს არაერთხელ გამხდარა მსგავსი მმართველობის მსხვერპლი. „ იდინე, ცრემლო – თქვა პოლიციელმა“ ჩემში იმთავითვე გაუგონარ და ფანტასტიკურ ამბავს მაგონებს, ისევე როგორც სკოლაში უმეტეს ჩვენგანს გვეგონა, რომ მასწავლებელი არ ჭამდა და არც საპირფარეშოში დადიოდა.

p019rlqkწიგნი „იდინე, ცრემლო – თქვა პოლიციელმა“ ამერიკელი მწერალის ფილი კ. დიკის ნამუშევარია, რომელმაც ცხოვრების განმავლობაში 44 ნოველა და დაახლოებით 121 მოთხრობა დაწერა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგი ამერიკელი მწერლის ნაწარმოებზე იღებენ ფილმზე, ფილიპ კ. დიკის ნაშრომებზეც მრავალი ფილმია გადაღებული.

იმ წიგნებიდან, რომელმაც ფილიპ კ. დიკი პოპულარული გახადა, უმეტესი მათგანი ქართულად ნათარგმნია. ეს უკვე მისი მესამე წიგნია, რომელიც წავიკითხე. ყოველთვის ვცდილობ, თუ ავტორის საუკეთესო ნაწარმოებების  მთლიანად წაკითხვას გადავწყვეტ ეს მათი გამოცემის წლების მიხედვით გავაკეთო. შესაბამისად თქვენც გირჩევთ ამ თანამიმდევრულობით წაიკითხოთ (წიგნები, რომლებიც ქართულადაა ნათარგმნი):

„იდინე, ცრემლო – თქვა პოლიციელმა“ ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში, თბილისში, ვაკეში, მიაკითხეთ

ყოველთვის, როდესაც წარსულს უყურებ ფიქრობ რას შევცვლიდი მასში? ამაზე ფიქრი უაზრობაა, რადგან არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, მიუხედავად ამისა ყოველთვის არსებობს სხვა გზა რითაც შეგვიძლია მიღებული გამოცდილებით ვიხელმძღვანელოთ და კორექტირება შევიტანოთ მომავალში.

„იდინე, ცრემლო – თქვა პოლიციელმა“ სავსეა ვნებითა და სექსით. სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, ნაწარმოებში მთავარი გმირი სახლის საშოვნელადაც თავისივე შარმსა და მიზიდულობას იყენებს, რათა ღამით შეძლოს ლოგინში დაძინება, მიუხედავად იმისა, რომ მისი სექსუალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია.

„სამაგიერო არ მოგეზღვება არც ცუდი და არც კარგი საქციელისთვის, ყველაფერი თავისთავად ხდება, დაუგეგმავად.“ – ფილიპ კ. დიკი

ამ წიგნს ნაკლებად აღვიქვავ, როგორც ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმობებს. დიახ, მასში არის ფანტასტიკის მომენტები, მაგრამ ის უფრო დაკავშირებულია ადამიანურ ტრაგედიასთან, ურთიერთობებზე და კარიერისთვის სხვისი ცხოვრების გაწირვასთან.

ისევე, როგორც წიგნში „ორშაბათი იწყება შაბათს“ აღვწერე, აქაც მთავარ გმირს ეუფლება განცდა, რომ ახალ ქალაქშია, სადაც არავინ და არავის არ იცნობს (და ეს ასეც აღმოჩნდა გარკვეული დროის განმავლობაში). მე პირადად, როცა აღმოვჩნდები საზღვარგარეთ უცხო ქალაქში, სადაც არავისა და არაფერის არ მესმის თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ დროს თავისუფალი ვარ და ფიქრები მიპყრობს თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ცხოვრება თუ ამ ქალაქში დავიბადებოდი ანდა ვიცხოვრებდი.

წიგნის წაკითხვის შემდგომ, საკუთარ თავს შეეკითხებით:  რასაც დღეს ვაკეთებ ნუთუ ის არის რაც მინდა? და თუ კითხვა უარყოფითია იქნებ ისე მოხდეს, რომ გადადგათ ნაბიჯი მისი გამოსწორებისაკენ.

20.02.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s