ელიფსის ეფექტი

img_1986რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ფილიპ კ. დიკის „იდინე, ცრემლო – თქვა პოლიციელმა“. შემხვდა რამდენიმე ისეთი ტერმინი, თუ მოვლენის აღწერილობა, რომელებსაც სიღრმისეულად ვერ გავუგე. ამიტომ გადავწყვიტე მსგავსი ფანტასტიკური „მოვლენების“ შესახებ მოვიძიო ინფორმაცია და ბლოგად გამოვაქვეყნო.

პირველი მსგავსი მოვლენა, რომელზეც ვისაუბრებთ არის ელიფსის ეფექტი. სამწუხაროდ ამ ტერმინით ვერ მოვახერხე ქართულ ენაზე რაიმეს მოძებნა. თუ მოგეპოვებათ ამის შესახებ ინტერნეტში რაიმე გთხოვთ მიმანიშნოთ.  შესაძლოა ჩემს მიერ გაკეთებული პარალელები არასწორე იყოს, მაგრამ შევეცდები აღნიშნული მუდამ დავხვეწო და განვავითარო.

ელიფსის ეფექტი ტექსტში ან ფილმში უმეტეს წილად წარმოდგენილია სამი წერტილის საშულებით, რომელიც არ გვაძლევს სრულ სურათს იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში ან რა გაგრძელება აქვს ისტორიას.

მარტივად ასახნელად, ქართველებს „ტირეს“ სადღეგრძელო, რომ გვაქვს ხომ გახსოვთ? მაგალთად 1950-2050 , ეს ტირე არის ცხოვრება და მოვლენები, რომელიც ამ ადამიანმა გაიარა. იმისათვის, რომ ეს მოვლენები სრულად გავიგოთ საჭიროა ის მოვყვეთ და აღვწეროთ ზუსტად, თუ ამას ასე არ ვიზავთ მოქმედებს მხოლოდ ელიფსის ეფექტი. ანუ ფაქტობრივად არც არაფერი მომხდარა.

მოდით ელიფსის ეფექტი წიგნის საშუალებით „იდენე, ცრემლო – თქვა პოლიციელმა“  განვიხილოთ. მასში წერია:

„უკან ჩემით ნაკლებად მოხიბლული დაბრუნდება გაიფიქრა ჯეისონმა. კარგად იცოდა ელიფსის ეფექტის შესახებ: სანამ თავს ყველგან არ გამოფენდა, რადიოდან დაწყებული, ფონოგრამით, ავტომატური პატეფონითა და ყველა მუსიკალური მაღაზიითა და ტელეეკრანით დამთავრებული, მაგიური წყევლა არ მოეხსნებოდა.“

ჩვენი სათქმელი მწერალმა თვითონ თქვა. ჯეისონი პოპულარული ადამიანია, რომელიც ერთ დღესაც იღვიძებს და ის ყველასათვის უცნობი ადამიანი ხდება. მის შესახებ პოლიციის ბაზებშიც კი არ არის ჩანაწერი. ჯეისონი ცდილობს ამისის მიზეზის ამოხსნას. ერთ-ერთ მიზეზად გონია, რომ მასზე მოქმედებს ელიფსის ეფექტი. ის რეალობაში არსებოს, ოდესაღაც სადღაც დაიბადა, მაგრამ დღემდე „ტირე“ უბრალოდ ამოღებულია. ე.ი. მას თან უცხოვრია და თან არა, რადგან მის შესახებ არავინ არაფერი არ იცის, გარდა საკუთარი თავისა.

შეჯამებისთვის, ელიფსის ეფექტი ეს არის მოვლენა, როდესაც ცხოვრების გარკვეული ეტაპი გავლილი გვაქვს, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცის უშუალოდ ეფექტის მქონე ადამიანის გარდა და ამ ეფექტის შესაცვლელად გვჭირდება გარკვეული ძალისხმევა.

20.02.2017.
რატი ბახტაძე

One thought on “ელიფსის ეფექტი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s