მომავალი მიწისქვეშ – „მეტრო 2033“ – დიმიტრი გლუხოვსკი

%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d-2033

მეტროს სიგრძე და სადგურების რაოდენობა, ისევე როგორც მეოცე საუკუნეში დღესაც მიუთითებს ქვეყნის სიძლიერესა და სიმდიდრეზე. საბჭოთა კავშირი უზარმაზარ რესურსებს ხარჯავდა მეტროს მშენებლობაში და რა თქმა უნდა მოწინავე პოზიცია ეკავა ამ მიმართულებით. მეტრო ატომური თავდასხმის შემთხვევაში საუკეთესო თავშესაფარს წარმოადგენდა და სავარაუდოდ დღესაც წარმოადგენს.

„მეტრო 2033“, „მეტრო 2034“  და „მეტრო 2035“ (შემდგომში „მეტრო“) ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში, თბილისში, ვაკეში, მიაკითხეთ

%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a0„მეტროს“ ტრილოგია მანამდე წავიკითხე, სანამ ბლოგი მექნებოდა, ამიტომ გადავწყვიტე სამივე ნაწილი ერთად განმეხილა. „მეტროს“ ავტორი ახალგაზრდა მწერალი დიმიტრი გლუხოვსკია (Дми́трий Алексе́евич Глухо́вский), დაიბადა 1979 წელს. „მეტროს“ წერა მწერალმა 18 წლის ასაკში დაიწყო. საინტერესოა, რომ 2002 წელს მან წიგნის პირველი ნაწილი საკუთარი ვებ-გვერდის საშუალებით სრულიად ხელმისაწვდომი გახადო ნებისმიერი მკითხველისათვის. 2005 წელს კი უკვე მისი ბეჭდური ვერსიაც გამოჩნდა.

„მეტრო 2033“ მთლიანად აგებულია შინაარსზე და იდეაზე, და მოკლებულია სიღრმისეულ იდეას, ამას მწერალიც არ უარყოფს. „მეტროს“ პირველი ნაწილი სკოლის პერიოდში და სტუდენტობისას პირველი ორი კურსის დროს დაწერა. „მეტროს“ მეორე (2034) და მესამე ნაწილში (2035) იკითხება მისი მხატვრული ღირებულება. მასში იგრძნობა ნამდვილი მწერლის ხელი. „მეტრო“ ამის შემდგომ იქცა წიგნად, რომელიც  აუცილებლად წასაკითხთა სიაში თავისუფლად შეგიძლიათ დაამატოთ.

საქართველო მთიანი რეგიონია, რამაც სხვადასხვა მხარეში განსხვავებული კულტურის, ენის, ტრადიციების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. საზოგადოების გარკვეული იზოლირება ერთმანეთისგან აყალიბებს ჯგუფებს, რომლებიც ერთი მიზნისთვის და შეხედულებებისთვის იბრძვიან. „მეტრო“ ეს არის ადგილი სადაც ადამიანები დაყოფილები არიან ჯგუფებად იდეოლოგიების მიხედვით და შესაბამისად მათი სადგურის თუ სადგურების მმართველობითი მოწყობა სხვადასხვანაირია.

წიგნი კარგია იმით რომ წარმოდგენა, რომ არ გქონდეთ პოლიტიკურ იდეოლოგიებზე, წაკითხვის შემდგომ მათ გარჩევას ისწავლით.  წიგნი ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება, მაგრამ მეტროში ცხოვრებისეული მოწყობა მართლაც, რომ მიახლოებულია რეალობასთან. არც უცნაური არსების უნდა გაგიკვირდეთ, რადიაცია ხომ იწვევს დნმ-ის კოდის მუტაციას?

როდესაც ადამიანები გასაჭირში არიან წესით ერთმანეთში გვერდით უნდა ედგნენ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ცხოველური ინსტიქტი სხვა რამის გადასძლევს – ძალადობა, ქურდობა, ტყუილი, მკვლელობა და ყველაფერი ის ამორალური საქციელები, რომლებიც ნაკლებადაა დამახასიათებელი განვითარებული საზოგადოებისათვის. „მეტროში“ ყველაფერი ცუდის მომსწრნენი გახდებით და მისი წაკითხვის შემდგომ მეტროში ჩასული უცნაური აზრები გაგიჩნდეთ – თუ როგორ მოიქცეოდა ესა თუ ის გამვლელი აპოკალიფსურ მეტროს წიაღში.

წიგნის მთავარი გმირი საინტერესო პერსონაჟია. შეიძლება მის ადგილას თითოეულმა ჩვენგანმა წარმოვიდგინოთ თავი. როგორც უმეტეს წიგნებში, გარკვეული მიზნის მისაღწევად არ არსებოს პირდაპირი გზა ან ნახტომი –  უნდა გაიარო ცხრა მთა და ცხრა ზღვა (ამ შემთხვევაში სადგურები) და მიაღწიო დასახულ მიზანს. თავგადასავალი მიმზიდველი და მოულოდნელი ფანტასტიკური ეფექტებითა და გამოგონებებითაა სავსე.

მიუხედავად სიბნელისა და მზის ნაკლებობისა, ადამიანს ყოველთვის რჩება შესაძლებლობა უყვარდეს მშობელი, მეგობარი, თუ მისი მეორე ნახევარი. „მეტრო“ კი ამის პირდაპირი დასტურია.

წიგნის ავტორი საქართველოში ნამყოფია. დამატებით იხილეთ მასთან ინტერვიუ და მეტროს რუკის ქართული ვერსია.

ამასთან ძალიან მინდოდა ლევან ბეძენიშვილის გადაცემა “წიგნებში” განხილული “მეტრო” დამედო. სამწუხაროდ პროექტი შეჩერებულა, ხოლო Soundcloud-იდან ჩანაწერები აუღიათ. იმედია დააბრუნებენ…

24.02.2017
რატი ბახტაძე

10986693_424439811069999_6634286294372645839_o.jpg

 

ჩანართი 01.06.2017:

დიმიტრი გლუხოვსკის ხელმოწერა (მადლობა ქეთი კორინთელს). იმედია მეც მექნება მისი ავტოგრაფი.18870029_1389096617816051_825857556_o

 

 

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

2 thoughts on “მომავალი მიწისქვეშ – „მეტრო 2033“ – დიმიტრი გლუხოვსკი

  1. გამოხმაურება: რობინზონ კრუზო –  „მარსელი“ – ენდი უირი | MeWorldYou

  2. გამოხმაურება: შემთხვევითი ბედნიერება – “პიკნიკი გზის პირას” – არკადი და ბორის სტრუგაცკები | MeWorldYou

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s