5 რჩევა როგორ არ დავიძინოთ სამსახურში

dsc_0196_2იაპონიაში სამსახურში ძილი არა აკრძალული არამედ მისაღებიცაა. საქართველოში კი სამსახურში დაძინების შემთხვევაში პირველ ჯერზე სავარაუდოდ გაფრთხილებას მიიღებ, ხოლო მეორე ჯერზე სამსახურიდან გაგანთავისუფლებენ. არადა შუადღეს 20 წუთანი ძილიც კი ყველაზე კარგად გაფხიზლებს.

მიუხედავად ყველაფრისა, რამდენიმე ხერხს გირჩევთ, რომელიც მოგცემთ საშუალოებას სამსახურში ნაკლებად მოგინდეთ ძილი. ყველაზე მარტივია ყავის (კოფეინის) მიღებაა, მაგრამ ჯობია შემოგთავაზოთ ალტერნატიული გამოსავალი:

  • წყალი

დღის განმავლობაში ადამიანმა მინიმუმ 2 ლიტრი წყალი უნდა მიიღოს. არ მაქვს საუბარი სითხეზე ჩაისა და ყავის სახით. აუცილებლად დალიეთ წყალი უზმოზე და ძილის წინ. გაამარტივეთ საქმე და 1 ლიტრიანი წყლის ბოთლი გაავსეთ და გვერდით დაიდგით. თქვენი სხეული აღარ იქნება გამომშრალი და კარგ განწყობაზეც იქნებით.

  • მიირთვით შოკოლადი

სამსახურში თუ შეამჩნევთ დაღლილობას აუცილებლად მიირთვით შავი შოკოლადი. შოკოლადი განწყობასაც გამოგიკეთებთ და გამოგაფხიზლებთ.

  • შეისვენეთ

დიახ შეისვენეთ. ვიცი ერთი საათი შესვენებისთვის არ არის საკმარისი. მესმის ხშირ შემთხვევაში საქმე ბევრია, მაგრამ მაინც დაისვენეთ. შესვენებისას უბრალოდ გაიარეთ, განწყობა აიმაღლეთ. თქვენთან მახლობლად პარკი თუ არის იქ გადით და სახლიდან წაღებული საკვები მიირთვით.

  • შეისვენეთ მცირედით

სიგარეტი არასდროს მოწიოთ სამუშაო ოთახში. ეს იქნება ერთ-ერთი მიზეზი ადგეთ და გარეთ გახვიდეთ 5 წუთის განმავლობაში. ამასთან ხანდახან შეიძლება დაგეზაროთ კიდევაც სიგარეტის მოწევა (იქნებ თავიც დაანებოთ).

ვინც არ ეწევით ეცადეთ ყოველ ერთ საათში თუ ვერ მოახერხებთ 2 საათში ერთხელ მაინც ადექით და გაიარეთ. თუ წყლის რჩევასაც გაითვალისწინებთ მაინც მოგიწევთ გასვლა.

  • ურთიერთობა

მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა არის საშინელება (ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად), ამიტომ თუ ცოტათი დიდი ოფისში ხართ და თანამშრომელთან რაიმე შესათანხმებელი გაქვთ პირადად გაესაუბრეთ. თავი აარიდეთ სატელეფონო ზარსა და მეილს. ამ შემთხვევაში პირადი ურთიერთობაც ჩამოგიყალიბდებათ და გაივლით კიდევაც. შესაბამისად უფრო ფხიზლად იქნებით და ორგანიზმიც არ იქნება მოდუნებული.

და ბოლოს, თუ გეძინებათ საუკეთესო რჩევაა დაიძინოთ. 😀

16403240_539858602874945_724141555225189847_o.png

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s