გზა მომავლისკენ – „ქარის სახელი“ – პატრიკ როტფუსი

%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%99-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aeმიყვარს ადგილები, სადაც იგრძნობა სიძველე. არა, არ ვსაუბრობ რესტორნებსა და ლუდხანებს, სადაც ხელოვნურადაა შექმნილი „მოძველო“ გარემო. ვსაუბრობ ადგილზე სადაც დაჯდები და გარემოს შესატყვისად მოგეძალება ფიქრები წარსულზე, ხალხზე, ადამიანებზე რომლებსაც აქ უცხოვრიათ თუ გაუვლიათ. „ქარის სახელი“ მოგახვედრებთ ასეთ ფუნდუკში.

„ქარის სახელი“ (მეფის მკვლელი ქრონიკა) ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში, თბილისში, ვაკეში, მიაკითხეთ. სასხვათაშორისოდ 2017 წლის 5 მარს გამომცემლობას 2 წელი შეუსრულდება.

%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%99-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aeწიგნის „ქარის სახელი“ ავტორია ამერიკელი მწერალი პატრიკ როტფუსი (დაიბადა 1973 წელს). „ქარის სახელი“ პირველად 2007 წელს გამოიცა, რომელმაც Quill პრიზი მიიღო. ტრილოგიის (მეფის მკვლელის ქრონიკა) მეორე ნაწილი „ბრძენი კაცის შიში“ 2011 წელს გამოიცა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა New York Times Bestseller სიაში. მესამე ნაწილი კი The Doors of Stone (სამუშაო ვერსია) მზადების პროცესშია. როგორც მწერალი ინტერვიუში აცხადებს ის არც ამის შემდგომ აპირებს ამ სამყაროს მიტოვებას და მანამდე გააგრძელებს მასზე წერას სანამ შეეძლება.

წიგნის მთავარი ხიბლი არა მისი გვერდები, არამედ მისი შინაარსი. „ქარის სახელი“ არის წიგნი (900-ზე მეტი გვერდი), რომლის კითხვაც არ დაგღლით, არ მოგაწყენთ და მისდამი მიჯაჭვულს გაგხდით. წიგნი მოგახვედრებთ შუა საუკუნეების ფენტეზის სამყაროში. გარემო, ბუნება, განწყობები საუკეთესოდაა გადმოცემული.

ძალიან მოგინდებათ ამ წიგნის კითხვაში ღამე გაათენოთ (ტკბილეულივით გემრიელად იკითხება), მაგრამ მეეჭვება მოასწროთ. მიყვარს სერიალების (TV Shows) ყურება, რომლებიც მიმზიდველია და რომლებსაც ვერ შორდები. ეს წიგნი მსგავსია ამ სერიალებისა.

ასეთი განცდა ჯერ არ მქონია. წიგნის თხრობა მიაგავს მოხუცის ნაამბობს ბოხი, მაგრამ ამავდროულად ტკბილი ხმით, რომლის მოსმენაც არ მოგბეზრდებათ. ეს არის წიგნი, რომელსაც კითხულობთ, მაგრამ ამასთანავე ისმენთ ნაამბობს. ვერ ვიტყვი, რომ ეს თხრობა ზღაპრულია, მაგრამ სწორედ იმ ზღაპრის მოყოლას მიაგავს, რომელთაც ბავშვობაში ვისმენდით.

ყოველთვის მინდოდა მეცხოვრა და მესწავლა თბილისის გარეთ, სადაც გარემო განსხვავებული და ხელახლა შესათვისებელი იქნებოდა. სწავლის გარდა გამოწვევა იქნებოდა მარტო ცხოვრება და თანმდევი პრობლემები. იმათიც მესმის ვინც თბილისში რეგიონებიდან ჩამოდიან სასწავლებლად და აქვთ მრავალი პრობლემა, მაგრამ არის ამაში მეორე უკეთესი მხარეც, რომელიც გაძლიერებს და დამოუკიდებელ პიროვნებად გაყალიბებს. წიგნში თქვენ გაივლით ან გაგახსენდებათ ის პრობლემები რომელთაც გადალახვა მოგიწიათ სტუდენტობის დროს. ჩემს შემთხვევაში კი ეს ყველაფერი უფრო ახლოს მივიტანე და გავიარე.

წიგნი სიმღერებითა და პოეზიითაა გაჯერებული. საერთოდ სიმღერისა თუ ლექსის თარგმნა რთულია მიმაჩნია. „ქარის სახელის“ შემთხვევაში თარჯიმნებმა ამ საქმეს საუკეთესოდ გაართვეს. აი ერთ ერთი მაგალითი:

„მას არ აცდება მრისხანების ცეცხლი-მახვილი,
ვიდრე სიკვდილი ბოლომდე არ დაეუფლება
და დემონიც კი აღიარებს ამის მნახველი,
რომ შურისგება არის კაცთა წმინდა უფლება“.

ბავშვის თვალით მშობლების სიყვარულის გადმოცემა ძალიან რთულია. ავტორი კი ამას ძალიან კარგად ართმევს თავს. ვციტირებ: „ჩემი მშობლები ერთად ცეკვავდნენ. დედას თავი მამაჩემის მკერდზე ედო. ორივეს თვალები დაეხუჭა. ძალიან ბედნიერები ჩანდნენ. თუ ცხოვრებაში ისეთ ადამიანს იპოვი, რომელსაც შეგიძლია ჩაეხუტო, თვალები დახუჭო და მასთან ერთად ჩამოშორდე მთელ სამყაროს, ესე იგი გაგიმართლა. თუნდაც ეს მხოლოდ ერთი წუთით, ან ერთი დღით გაგრძელდეს. ამდენი წლის შემდეგაც, როდესაც სიყვარულზე ვფიქრობ, კვლავ ის სცენა მახსენდება: მუსიკის ფონზე, მშვიდად მოცეკვავე დედა და მამა“.

წიგნს, როცა ვკითხულობ ხშირად ვცდილობ ამოვწერო ბრძნული აზრები თუ დარიგებები. გადავწყვიტე ამ შემთხვევაში თქვენთვისაც რამდენიმე მათგანი გამეზიარებინა.

  • ბავშვობა მაშინ სრულდება, როცა მომავალზე ნერვიულობას ვიწყებთ;

  • ვნება ჭკვიან კაცსაც სულელად აქცევს;

  • თუ ამბავს კარგად ჰყვები, ესე იგი ცოტა მატყუარა ხარ. ზედმეტად ბევრი სიმართლე მსმენელს თავგზას უბნევს. თუ მეტისმეტად გულახდილი ხარ, სიყალბეს დაგაბრალებენ;

  • თუ მტერს დააჯერებ, რომ ტკივილს მოგაყენებს, მაშინ აღარაფერს დაგიშავებს;

  • არაფერია იმაზე გულის ამრევი, როგორ სრული მორჩილება.

01.03.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

პატრიკ როტფუსი - ქარის სახელით რუკა.jpg

მეფის მკლელის ქრონიკა

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s