მეტია საჭირო – “ნავთობი და თაფლი” – ბილ მაკკიბენი

ბილ მაკკიბენი - ნავთობი და თაფლი2თბილისში დავიბადე და გავიზარდე. სკოლა და უნივერსიტეტიც თბილისში დავამთავრე. სამსახურიც თბილისში მაქვს. ახლა 26 წლის ვარ და, როცა ჩემს ბავშვობას ვიხსენებ ყველაზე მეტად ის დრო მახსენდება, როდესაც ბებიას და ბაბუას აგარაკზე მივყავდით შაბათ კვირას. ყოფილა შემთხვევები აგარკზე 4 თვე გამიტარებია და იქაური (დუშური) კილოც ამიკიდებია. აგარაკი, რომელიც ჟინვალში მდებარეობს, საოცარი ადგილია. სოფლიდან 200 მეტრით მოშორებული. სახლის წინ ბაღია გაშენებული, სახლის უკან კი თავის დროზე (როცა ბაბუა ამუშავებდა) სიმინდის ყანასაც იხილავდით. მარცხენა მხრიდან მთები დაჰყურებს, ხოლო მარჯვნივ ნახევარი კილომეტრის მოშორებით მდინარე არაგვი მოედინება.

ბილ მაკკიბენმა წიგნის კითხვისას სწორედ ჩემი აგარაკის მონატრება გამახსენა. მონატრება მიწის და ბუნების. სუსხიანი დილის ჰაერის და ჩამავალი მზის ოქროსფერი სხივების. მისმა წიგნმა მეც შემაშინა, არა იმის, რომ თბილისში აღარ ისუნთქება (ამას თითქოს შევეგუეთ), არამედ იმისი, რომ არ მექნება შესაძლებლობა აგარაკზე წავიდე და არ დამხვდეს ბავშვობის მონატრება.

წიგნი „ნავთობი და თაფლი ანუ როგორ გავხდი აქტივისტი ჩემდა უნებურად“ გამოცემულია ა/ო “რადარამის” მიერ. “რადარამი” ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც უკანასკნელი წლების არამხატვრული ჟანრის ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და ბეჭდვა დაიწყო. წიგნები ისეთ აქტუალურ საკითხებს ეხება, როგორიცაა გლობალიზაცია, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, პოლიტიკა, მეცნიერება, ფსიქოლოგია და ა.შ. თითოეული მათგანი ისეთი ენითაა დაწერილი, რომ არ მოითხოვს კონკრეტული საკითხის პროფესიონალურ დონეზე ცოდნას და გასაგებია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

ბილ მაკკიბენი - ნავთობი და თაფლი.jpgბილ მაკკიბენი / Bill McKibben (დაიბადა 1960 წელს) ამერიკელი გარემოსდამცველი აქტივისტი, ლიდერი, მწერალი და ჟურნალისტია. ის 2009 წელს ხელმძღვანელობდა გარემოსდაცვითი მოძრაობას –  350.org (ის ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელიცაა). ბილ მაკკიბენმა 1988 წელს დაწერა წიგნი The End of Nature (ბუნების დასასრული), რომელიც ფართო საზოგადოებას გასაგებად უხსნიდა გლობალურ დათბობას. ამის შემდგომ მან მრავალი წიგნი გამოსცა, რომელიც უმეტესწილად გარემოს დაცვით პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.

წიგნი „ნავთობი და თაფლი“ მოგცემთ საშუალებას გაეცნოთ აშშ-ს პოლიტიკის შიდა სამზარეულოს, წინა საარჩევნო კამპანიას და იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევენების კამპანიაში დიდძალ ფულს დებენ, რათა მოახდინონ საკუთარი ინტერესების ლობირება.

წიგნში დიდი ნაწილი თაფლს და მის შემქმნელებს ეთმობა. განცდა დამრჩა, რომ ფუტკრები არ უნდა აღვიქვათ, როგორც უბრალოდ მწერები არამედ ისინი უნდა მივიჩნიოთ შინაურ „ცხოველებად“. ფუტკრებს ისეთივე მოვლა პატრონობა ჭირდებათ, როგორც სხვა ნებისმიერ შინაურ ცხოველს. საკითხავი რამდენად შეიძლება ფუტკარს უწოდო ჭკვიანი. მათი მოქმედებები და ცხოვრების წესი მართლაც, რომ ჭკვიან არსებისთვისაა დამახასაითებელი. სახლის შოვნა, მისი „აშენება“, თაფლისა და ფიჭის დამზადება, ცხელ ამინდებში სახლის გაგრილება, მათ გონებამახვილობაზე მიუთითებს. ფუტკრები პატრიოტებიც არიან საკუთარი სკისადმი და დეფოფლისადმი, რომლისთვისაც სიცოცხლეს ნებისმიერ დროს გაწირავენ.

„ნავთობი და თაფლი“ ეს არის თავგადასავალი, რომელიც გვასწავლის გზას თუ როგორ უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა სკამებზე დამსხდარ ხელისუფალთ. ეს თავგადასავალი უდაოდ რთულია, რომელსაც ძალისხმევა და თმენა სჭირდება.

მწერალი ცხოვრებისეული მაგალითებით კარგად გვიხსნის თუ რამდენად ახდენს გარემო ცვლილებები გავლენას ადამიანზე, ჯანმრთელობაზე, ცხოველებზე, ბუნებაზე და მთლიანად ეკოსისტემაზე.

პირადად მე სიგარეტს არ ვეწევი და  ვწუხდები როცა სხვა ეწევა და მაფუილებს. მიუხედავად ამისა მეც ერთ-ერთი მწეველი ვარ (ბენზინზე მომუშავე ავტომობილი მყავს), რომელიც დედამიწას აფუილებს აირს და გარკვეულ წილად ვაწუხებ მას. მსგავსი განცდა უჩნდება მწერალს, როცა ის შტატიდან-შტატში და ქვეყნიდან-ქვეყნაში დაფრინავს.

მთლიანობაში წიგნი ძალიან კარგად იკითხება და შეიძლება ითქვას გაძლევთ შესაძლებლობას თქვენც გახდეთ გარემოს დამცველი. არ არის აუცილებელი აქტივისტი იყოთ. თქვენი წვლილი გარემოს დაცვაში ინდივიდუალურადაც შეგიძლიათ შეიტანოთ. არ შემიძლია არ მოვიყვანო მწერლის სიტყვები (მიმართავს გარემოს დამცველ მომიტინგეებს/აქტივისტებს), რომლითაც ამ პატარა ბლოგს დავასრულებ: „თქვენ ხართ ანტისხეულები, რომლებიც მოქმედებას იწყებენ, იმ დორს, როცა პლანეტა თავის ავადმყოფობას ებრძვის“.

09.02.2017
რატი ბახტაძე

„რადარამის“ სხვა წიგნები/მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s