ცხოვრება ნიღბით – „თეატრი“ – ულიამ სომერსეტ მოემი

უილიამ სომერსეტ მოემი - თეატრითუ ინგლისის ჯენტლმენებზე ბევრი გსმენიათ, ამ წიგნიდან კიდევ უფრო მეტს გაიგებთ. რა არის არისტოკრატია, პატივცემული გვარი და წარმომავლობა? ეს დღეს არაფერს გვეუბნება, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ აქცევს მას ყურადღებას. ერთი კი მთავარია, რომ ამ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ მასწავლებლები ჰყოლოდათ, რომელიც შეასწავლიდნენ უცხო ენებს, მისცემდნენ შესაბამის განათლებას და უნივერსიტეტში სწავლითაც უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ. განათლება და არა გვარი აძლევდა მათ არისტოკრატიულ შეხედულებას. ხოლო უვიცი, რა გვარისაც და წარმომავლობის არ უნდა იყოს ყოველთვის უვიცად დარჩება.

„თეატრი“ (პირველად გამოიცა 1937 წელს) უკვდავი ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით და დაგაკვალიანებენ.

უილიამ სომერსეტ მოემი - თეატრი პროფილი.jpgწიგნის ავტორია უილიამ სომერსეტ მოემი/ William Somerset Maugham (1874-1965) – ინგლისელი დრამატურგი, მწერალი და რომანისტი. ის 1930 წლებში ყველაზე მაღალანაზღაურებად მწერლად ითვლებოდა. მოემს მშობლები 10 წლის ასაკში დაეღუპა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში წითელ  ჯვარში მსახურობდა, შემდგომ კი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურში. მწერლად სომერსეტ მოემიმ 1897 წელს გამოჩნდა, როდესაც თავისი პირველი წიგნი Liza of Lambeth გამოსცა. მის ნაწარმოებებზე მრავალი თეატრი დადგმულმა და ფილმი გადაღებულა.

ამ ავტორის სხვა გამომცემლობის მიერ ნათარგმნ წიგნებსაც გადავაწყდი:

  • მოხატული ფარდა;
  • ჭრელი საბურველი;
  • წვიმა;
  • მთვარე და ექვსპენიანი.

დღეს თეატრი საქართველოში არც ისე პოპულარულია. უფრო მეტიც, უმეტესი მათგანი სახელმწიფოს ბიუჯეტზე არის დამოკიდებულები, რათა მოხდეს მათი შენარჩუნება. თეატრი ეს იყო ადგილი, სადაც საზოგადოების ფართო ფენები იკრიბებოდნენ. თეატრში განიხილავდნენ პოლიტიკას, ხელოვნებასა და სიყვარულს. თეატრში პოულობდნენ წყვილები ერთმანეთს. დღეს ეს ასე აღარ არის და თუ გინდათ წარსულში დაბრუნდეთ წიგნი „თეატრი“ თქვენთვისაა.

ქალები და სიყვარული, ქალები და სექსი, ქალები და ვნება (დიახ ქალები მრავლობითში). მოგეხსენებთ ეს რას ნიშნავს (და თუ არა გაიგებთ). არასდროს არ ვემხრობოდი მოსაზრებას, რომ ქალი ამოუცნობი ფენომენია. სომერსეტ მოემი კარგად გადმოსცემს და „ხსნის“ იმ ფიქრებს, ვნებებს, სიყვარულს, თავდაჯერებულობას, რომელიც ქალს გააჩნია.

 აი ერთ-ერთი მოსაზრება მათზე:

„ – ოჰ ეს ქალები, – ამოიოხრა ჯიმიმ, – თუ ლოგინში შეტყუებას ეცდები, ბინძურ ბებერს გიწოდებენ, არ ეცდები და, დამპალი ბებერი საჭურისი ხარ.“

ეს ციტატაც კარგად მეტყველებს ქალთა ბუნებაზე და გარემოებისადმი მათი ხასიათის მისადაგებაზე.

წიგნში ხშირად ვხვდებით ინტიმურ სცენებს, აქ მთავარი ყურადღება არა უშუალოდ სცენაზე, არამედ მთავარი გმირის ფიქრებზე არის გადატანილი – ვხვდებით რა ამოძრავებს მას და რა შეიძლება აკლდეს ნებისმიერ ქალს.

ეჭვიანობა ღრღნის და აუძლურებს ადამიანს. ზოგჯერ კი აძლიერებს და შურისძიების გრძნობას უღვივებს. ეჭვიანი ქალისთვის კი შურისძიება უპირველესი ხდება და მიმართავს არაძალადობრივ ქმედებებით სხვის დაუძლურებას. წიგნიდან გარკვეულ ხერხებს თქვენც დაეუფლებით.

სიბერე ადამიანებისთვის დაუმარცხებელია სენია. მას ყველა თავისებურად განიცდის და ეგუება. ქალისთვის სიბერე უფრო მტერია ვიდრე სენი. ებრძვის მას სიცოცხლის ბოლო წუთამდე და საოცარია, რომ ქალები მაინც იმარჯვებენ. მთავარი გმირი ამ დაპირისპირებაში ფარ-ხმალ შემართული არის ჩართული.

წიგნის წაკითხვის შემდგომ (შეიძლება ქალთა სქესის წარმომადგენლებმა სხვანაირად განიცადოთ/გაიგოთ) თქვენი დამოკიდებულება ქალებისადმი ცოტათი მაინც სხვანაირი გახდება. ქალისადმი, როგორც დედისადმი, მეორე ნახევრისადმი, დისადმი და ქალისადმი, როგორც მეგობრისადმი (თუ ამ უკანასკნელის გჯერათ). წიგნის ბოლო ფურცლების წაკითხვისას ცოტათი სევდაც შემოგაწვებათ, შურისძიების აღვსილიც კი მოდუნდებით და ცრემლიც კი შეიძლება მოგადგეთ.

და ბოლოს შეიძლება ითქვას, რომ ულიამ სომერსეტ მოემის „თეატრი“ ეს არის სისხლიანი თავგადასავალი სისხლის გარეშე.

14.03.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s