ქალაქის მიღმა – „სასიკვდილო იარაღები“ – კასანდრა კლერი

კასანდრა კლერი - სასიკვდილო იარაღებირამდენიმე მეგობარს ვუთხარი, რომ “სასიკვდილო იარაღებს ვკითხულობდი”. სახელით დიდად ვერ მიხვდნენ, ხოლო წიგნის ყდის გაგზავნის შემდგომ უცნაური რეაქცია ქონდათ –  “კი მაგრამ ეს ხომ თინეიჯერული წიგნია?” ჩემი პასუხი იყო შესაბამისი, მგონი წიგნს ასაკობრივი შეზღუდვა არა აქვს და არც არასდროს არის გვიანი აღმოაჩინო რაღაც ახალი.

„სასიკვდილო იარაღების“ პირველი ტრილოგია “ძვლების ქალაქი“, „ფერფლის ქალაქი“ და „შუშის ქალაქი“ (მათ ერთიანად მიმოვიხილავ) ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში, თბილისში, ვაკეში, მიაკითხეთ.

კასანდრა კლერი - სასიკვდილო იარაღები პროფილიწიგნის ავტორია კასანდრა კლერი / Cassandra Clare (დაიბადა 1973 წელს) ამერიკელი მწერალია, რომლის ნამდვილი სახელია ჯუდით რამელტი / Judith Rumelt. მისი პირველი ნამუშევარი „ძვლების ქალაქი“ 2007 წელს გამოიცა, რომელზეც მუშაობა 2004 წელს დაიწყო. წიგნი გამოცემისთანავე  New York Times ბესტსელერების სიაში მოხვდა.

„სასიკვდილო იარაღების“ მეორე ტრილოგიაში შედის (ორი მათგანი უკვე ნათარგმნია):

  • „დაცემულ ანგელოზთა ქალაქი“
  • „დაკარგულ სულთა ქალაქი“
  • „ზეციური ცეცხლის ქალაქი“

„სასიკვდილო იარაღების“ პრეისტორია გადმოცემულია „ჯოჯოხეთური მექანიზმების“ ტრილოგიაში (ორი მათგანი უკვე ნათარგმნია):

  • „მექანიკური ანგელოზი“
  • „მექანიკური პრინცი“
  • „მექანიკური პრინცესა“

„სასიკვდილო იარაღების“ ტრილოგიის პირველი სამი წიგნი მარტივად იკითხება – ისინი ხომ თინეიჯერებისთვისაა განკუთვნილი. ურბანული ფანტასტიკის შესახებ მრავალი ფილმი მაქვს ნანახი, მაგრამ არცერთხელ მსგავსი რამ არ წამიკითხავს. ჩემთვის გარკვეული მომენტები სხვადასხვა ფილმებიდან აღებულ კადრებს მაგონებდა, მიუხედავად ამისა იყო, მომენტები, როცა რაღაც ახალი შევიცანი.

ვერ ვიტყვი, რომ წიგნი გამოირჩევა სიღრმისეული სიბრძნითა და დარიგებებით, რასაც ასე ხშირად ვეძიებ წიგნებში. წიგნი უფრო გასართობი ხასიათისაა ვიდრე რაიმეზე დამაფიქრებელი. მასში შემოტანილია ისეთი ამერიკული ფილმებისთვის დამახასიათებელი ელემენტები, როგორიცაა მშობლის დაკარგვა და განშორება, სხვადასხვა ორიენტაციის მქონე პერსონაჟების აქტიურობა, სავარაუდო და-ძმას შორის სიყვარული და ა.შ..

წიგნიდან აუცილებლად გამოარჩევთ მეგობრებსა და მტრებს, ბოროტსა და კეთილ მხარეს. მაგრამ არის მომენტები, როდესაც გაურკვევლობაში ხარ. არ იცი ვინ ვის მხარესაა. არ იცი მთავარი გმირი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ჩემთვის საინტერესო იყო უშუალოდ წიგნის დასახელებები და მერე ამ ქალაქების აღმოჩენა. თითოეულ სათაურს გარკვეული დატვირთვა აქვს და თითოეულ ქალაქსაც საკუთარი მოვალეობა, პასუხისმგებლობა და ვალდებულებები გააჩნია.

წიგნის კითხვა ხშირად დამღლელია და დამქანცველი, მაგრამ „სასიკვდილო იარაღების“ ეს ნაწილები ისეა დაწერილი და ნათარგმნი, რომ რთულია თვალი მოწყვიტო. როგორც ზემოთ აღვნიშნე ჰოლივუდური ფილმები მომაგონა, რომელთაც ყურებისას რთულია თვალი მოაშორო ეკრანს.

რა თქმა უნდა ვაპირებ სხვა ნაწილების შეძენას და მათ წაკითხვასაც. წიგნს კი ვურჩევ ახალგაზრდებს და მათ ვისაც მსგავსი ჟანრის (ურბანული ფანტასტიკის) აღმოჩენა და შეცნობა უნდა.

YouTube-ზე წავაწყდი ირაკლი ბაკურაძეს მონათხრობს ამ წიგნზე და მის გამოცემაზე:

2017.03.17
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s