სიყვარული რთულია – „ვაჟები და საყვარლები“ – დ.ჰ. ლოურენსი

დ. ჰ. ლოურენსი - ვაჟები და საყვარლები

ადამიანების უმრავლესოbა ტყუილში ცხოვრობს. სხვების არ ვიცი მე კი საშინლად ვერ ვიტან ტყუილს. მირჩევნია ტყუილის მაგივრად დავდუმდე და ხმა არ ამოვიღე, ვიდრე ვთქვა ის რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ტყუილი და ზედმეტი თავდაჯერებულობა ადამიანს საზიზღარს ხდის. ტყუილმა შეიძლება დაგაკარგვინოს ძვირფასი ადამინები, რომლებიც შენზე ფიქრობენ, და გულგატეხილი დაგტოვოს.

„ვაჟები და საყვარლები“ უკვდავი ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით და დაგაკვალიანებენ

დ. ჰ. ლოურენსი - ვაჟები და საყვარლები fotoწიგნის ავტორია დეივიდ ჰერბერტ ლორენსია / David Herbert Lawrence (1885-1930 წ.წ.) – ინგლისელი ნოველისტი, პოეტი, სცენარისტი, ესეისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და მხატვარი იყო. გარდა რომანის „ვაშები და საყვარელი“ / „Sons and Lovers“ (1913 წ.) ის ცნობილია ისეთი წიგნებით, როგორიცაა „ცისარტყელა“ / “The Rainbow” (1915 წ.), „შეყვარებული ქალები“ / “Women in Love”(1920 წ.) და „ლედი ჩატერლის საყვარელი“ / Lady Chatterley’s Lover. (1928 წ.).

მოხარული ვარ, როცა ვხვდები წყვილებს, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ და შეუძლიათ ერთმანეთს „გაუძლონ” წლების განმავლობაში. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც უჭირთ ერთ ადამიანთან დიდი ხნის განმავლობაში დარჩენა ან უბრალოდ გაუგებარი მიზეზების გამო ერთმანეთისთვის უცხოვდებიან. ერთმანეთთან რჩებიან, რადგან შვილები ყავთ… რა ვუწოდოთ ამ საქციელს? თავდადება შვილებისადმი? დედის და მამის მიერ შვილებისადმი გამოხატული სიყვარული? წიგნი დატვირთული მძიმე სურათით, ზოგისთვის კი კარგად ნაცნობი ოჯახური პრობლემებით.

ცოლ-ქმარს დაპირისპირება ყოველთვის შვილებთან დაპირისპირებაში გადადის. მათ მოძალადე მშობლისადმი სიძულვილი უჩნდებათ. პირველი იმიტომ, რომ დედას/მამას მიაყენა შეურაცყოფ, ხოლო მეორე რადგან  მათ ღირსებაზეც მოქმედებს.

საერთოდ თუ წარმოგიდგენიათ რა არის მაღაროში მუშაობა? წიგნის კითხვა პირველ რიგში იმიტომ მიყვარს, რომ განვიცდი ყველაფერს და აღვიქვამ როგორც მე. ეს წიგნი კი ცოტას მაღაროში მძიმედ გამუშავებთ და ოფლს გადენინებთ.

დაპირება,  დაპირება. როცა ვინმეს რამეს დაპირდებით დაფიქრდით. ის უფრო მტკივნეულია, როცა დანაპირებს არ შეასრულებთ ვიდრე საერთოდ არაფერს არ იტყვით და არ გააკეთებ. ხშირად ადამიანებს ფული გვაბრმავებს, რაც უფრო მეტს ვიღებთ უფრო მეტი გვინდება, ძველებური გაჭირვება კი გვავიწყდება.

იცით რა ეწერა ამ წიგნში? გოგო თუ ნამდვილი ლედია თავისი ფული უნდა ქონდეს. დიახ დიახ. ჯენტლმენი არასდროს დაპატიჟებს ნამდვილ ლედის, არა დაპატიჟებს, მაგრამ ლედი იუარებს. ამიერიდან მგონი ყაბულს ვიქნები, როცა გოგო საკუთარი ხარჯის გადახდას ითხოვს.

საკუთარის დაკარგვის გრძნობების გადმოცემა რთულია. გარდაცვალებამ კი გული ისე დამწყვიტა როგორც წიგნის გმირებს.  უშუალოდ სიკვდილის მომენტი იმდენად არ გთრგუნავს, რამდენად ის გრძნობები რასაც სხვები განიცდიან. ყოველგვარი ხატოვნების გარეშე. თვალწინ წარმოგიდგება თავჩაქინდრული მამა, დედა და შვილები. მათ დაკარგვას ისე განიცდი, როგორც საკუთარისას.

ეს წიგნით სასიყვარულო ურთიერთობებითაა გაჟღენთილი – მეტად ნატიფი და მსუბუქი სიტყვებით არის გადმოცემული. პერსონაჟები ზოგჯერ  მორიდებულები და სიყვარულის ალმურით გაბრუებულები არიან, ზოგჯერ ვნების ქარცეცხლში გახვეულები.

აქ ნახავთ ქალ-ვაჟურ სხვადასხვანაირ სიყვარულს – ცუდს, ცალმხრივს, ანგარებიან და ნამდვილს. აქ არ შეხვდებით უბრალო დიალოგებს, არამედ მეტად საინტერესოს, სადაც მოგინდება შენი სიტყვაც თქვა.

არის მომენტები როდესაც გვგონია „ის“ ის არის, ადამიანი რომელთან ერთადაც მთელი ცხოვრება იქნებოდი, მაგრამ დაიკმაყოფილებ ვნებას, მასთან იქნები დღეები, კვირები, თვეები და ხვდები რომ თქვენ ორს შორის არაფერი არ ყოფილა გარდა ფარატინა საწადელისა.

წიგნი ძალიან კარგი წასაკითხია და მეტად მოქმედებს შინაგან სამყაროზე, რომელსაც უფრო მრავალფეროვანს და გრძნობამორეულს ხდის.

  • „ზოგჯერ ეს ცხოვრება დასტაცებს ხოლმე ხელს ადამიანს, თან გაიყოლებს; ბედის მწერალი მისი ცხოვრების ამბის წერასაც იწყებს, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ თურმე ბედი კი არა, სიზმარი ყოფილა, რომელიც გაღვიძებისთანავე გაქრა“ – დ.ჰ. ლოურენსი

22.03.2017
რატი ბახტაძე

 გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

One thought on “სიყვარული რთულია – „ვაჟები და საყვარლები“ – დ.ჰ. ლოურენსი

  1. გამოხმაურება: დუმილი – „ილაპარაკე“ – ლორი ჰოლც ენდერსონი | MeWorldYou

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s