ადამიანიც – „იესო ძე კაცისა“  – ჯიბრან ხალილ ჯიბრანი

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - იესო ძე კაცისა.jpgთავიდან ვიფიქრე ამ წიგნზე ბლოგს საერთოდ არ დავწერდი, რადგან წიგნის ბოლოს გიორგი ლობჟანიძეს (რომელიც ასევე ამ წიგნის მთარგმნელია) ბოლოთქმა ერთვის. მთარგმნელი რომელიც 13 წელზე მეტია ამ წიგნზე მუშაობს. იმედია ბლოგის მკითხველი არ დამძრახავს თუ ორიოდე სიტყვას მეც შევაწევ ამ ნაწარმოებს. მე არ ვისაუბრებ წიგნის მხატვრულ ღირებულებაზე, რომელიც მთარგმნელს წიგნის ბოლოთქმაში მშვენივრად აქვს გადმოცემული, არამედ ორიოდე სიტყვით შევეხები იმას თუ რა განვიცადე და რაზე დავფიქრდი.

„იესო ძე კაცისა“ უკვდავი ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. ეს ამ ნაწარმოების მეორე გამოცემაა. ახალი გამოცემის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ ახალ გამომცემელს დაუკავშირდით და დაგაკვალიანებენ.ახალ გამოცემასთან დაკავშირებით ავტორმა წიგნს მინაწერიც დაურთო:

“ეს ბოლოთქმა ჯიბრან ხალიხლ ჯიბრანის „იესო – ძე კაცისას“ პირველი ქართული გამოცემისათვის დაიწერა (გამომცემლობა „დიოგენე“, 2003). მას შემდეგ 13 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, დრო და დრო ვუბრუნდებოდი ხოლმე როგორც „იესო ძე კაცისას“, ასევე ამ მწერლის სხვა, არაბულ ნაწერებს. რომანის გარდა, ვთარგმნე მისის არაერთი თხზულება, რომელთაც ამ წიგნში თავი დღეს უკვე ერთად მოვუყარე“.

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - იესო ძე კაცისა პორტრეტი.jpgწიგნის ავტორია ჯიბრან ხალილ ჯიბრანია / Gibran Khalil Gibran (1883 – 1931) –  ლებანელი-ამერიკელი მსახიობი, პოეტი და მწერალი. როგორც მთარგმნელი აღნიშნავს „საქვეყნო აღიარება ხალილ ჯიბრანმა სწორედ ინგლისურად დაწერილი რამდენიმე პოეტურ-მისტიკური თხზულებით მოიპოვა, რომელთა მხატვრული ესთეტიკა დიდად არის დავალებული აღმოსავლური პოეზიისა და მისტიციზმისაგან. დღეს ჯიბრანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არაბი ავტორია, ვის შემოქმედებასაც ინტერესით თარგმნიან და კითხულობენ მთელს მსოფლიოში“.

უდავოა, რომ ეს წიგნი იმ  ნაწარმოებებს მიეკუთვნება, რომლებიც ხშირად უნდა გადაიკითხო –  ეს სიბრძნეა სიბრძნეზე.

წიგნი წაიკითხეთ დაკვირვებით და სიღრმისეულად, ის გასწავლით ცხოვრების სწორ გზას. გამომდინარე იქიდან, რომ დიდ სახლსა და ოჯახში ვცხოვრობ რთულია დროის გამონახვა, როდესაც ირგვლივ ყველაფერი მდუმარედ იქნება. ამ წიგნის კითხვისას მაქსიმალურად შეეცადეთ თქვენი ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ ნაწერს ეთმობოდეს, თუ გინდათ რომ ის აღიქვათ ისეთი როგორიც სინამდვილეშია.

ისევ ვისწავლე, რომ ბრბო, ხროვა, ეს სიტყვები ისეთივე აუტანელია, რომ მათგან გაცლა გიჯობს. ბრბოსთან ერთად სიარული მარტივია, მაგრამ უგუნურებაა. ეულად გაგიჭირდება, მაგრამ ნაკვალევი მაინც დარჩება.

წიგნში უმეტესი ნაწილი დათმობილი აქვს რომანს „იესო ძე კაცისა“, რომლის წაკითხვის შემდგომ სულ სხვალ თვალით შეხედავთ იესოს. შეიცნობთ მის ადამიანურ ბუნებას და ამასთანავე მის ღვთიურ სიბრძნეს.

ბიბლია წაგიკითხავთ? თუ კი მაშინ ქრისტიანობის რაღაც ნაწილი თქვენში არის. ისევე როგორც ბიბლია ესეც მორწმუნეთათვის აუცილებელი წასაკითხია. ხოლო სხვა რწმენის ადამიანებისათვის და ათეისტებისთვის ეს წიგნია, რომელიც გასწავლის სიკეთეს.

ბევრისთვის დამისვამს კითხვა დროში მოგზაურობა, რომ შეგეძლოს რას იხილავდი? პასუხი ყოველთვის სხვადასხვა, ხოლო იესოს ცხოვრების პერიოდს არცერთი არ ეხება. იქნებ დრო ამ დროშიც ვიმოგზაუროთ ან უბრალოდ სურვილი მაინც გაგვიჩნდეს. და სურვილი მაინც თუ გაქვს „იესო ძე კაცისა“ დასაწყისია.

რამდენიმე ბრძნული აზრები, რომლებიც მეტად მომეწონა და წიგნიდან ამოვიღე:

  • ყველაზე უკეთესი ადამიანი ისაა, ვისაც, თუ შეაქებენ შერცხვება და, თუ გალანძღავენ, გაჩუმდება.

  • ძლიერი ვითარდება მარტოობით, სუსტი იღუპება.

  • ვერ შეძლებს სიმღერას ის, ვისაც პირი მიწითა აქვს ამოტენილი.

  • ყველაზე ძლიერი ის კაცია, რომელიც მარტოა.

ესეც ლექცია, რომელსაც აუცილებლად უნდა მოუსმინოთ:

27.03.2017
რატი ბახტაძე

 გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s