ვითომ – „პროვინციელი გამომძიებლის დღიურები“ – თავფიკ ალ-ჰაქიმი

თავფიკ ალ-ჰაქიმი - პროვინციელი გამომძიებლის დღიურებიარ დამძრახავთ თუ ვიტყვი, რომ აღმოსავლური ბიბლიოთეკა (თუ რამდენიმე წიგნს არ ჩავთვლით) ახალი ხილია ჩემთვის. ავტორიც უცნობია ან საიდან უნდა მცოდნოდა თუ მისი ნაწარმოები ქართულად პირველად გამოიცა? ეს ახალი სამყაროა (ზოგისთვის ფანტასტიკური ზოგისთვის კი ზღაპრული), რომელიც მე აღმოსაჩენი მაქვს და მადლობა ამისთვის გამომცემლობას „წიგნები ბათუმში“ და გიორგი ლობჟანიძეს.

სამწუხაროდ ახალგაზრდებში, მათ შორის ჩემთვისაც აღმოსავლეთი, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ასოცირდება დაპირისპირებასთან, კონფლიქტთან, დიქტატურასთან, და ამ დროს გვავიწყდება, რომ ეს ის ადგილი სადაც ცივილიზაცია ვითარდებოდა, სადაც მრავალი ხელოვნების ნიმუში თუ ნაგებობა შეიქმნა, სადაც არიან ავტორები, რომლებიც წერენ იმ ყოფასა და ცხოვრებაზე, რაც მათ ქვეყანაში ხდება. ისინი იღებენ კალამს (როგორც იარაღს) ხელში, რათა დაუპირისპირდნენ კორუფციას, ძალადობას და გამოწვევებს.

„პროვინციელი გამომძიებლის დღიურები“ აღმოსავლური ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ გამომცემლობას დაუკავშირდით და დაგაკვალიანებენ.

გამომცემლობა აღმოსავლური ბიბლიოთეკის სერიის შესახებ: „გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ახალი პროექტით „აღმოსავლური ბიბლიოთეკა“ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას ერთი სერიის ფარგლებში გაეცნოთ თანამედროვე აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნების ახალი და უახლესი პროზის საუკეთესო ნიმუშებს. „აღმოსავლური ბიბლიოთეკა“, რომლის წიგნთა უმეტესობა ქართულ ენაზე პირველად სწორედ ამ სერიით გამოიცემა, დედნის ენებიდან შესრულებულ მაღალმხატვრულ და კარგად კომენტირებულ თარგმანებს გააერთიანებს, რადგან ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიას, თანამედროვეობას, მის სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებს ყველაზე უკეთ მისივე ლიტერატურა ასახავს. ჩვენი სერიის წიგნები დაგეხმარებათ, უფრო ახლოს და უკეთ გაიცნოთ თანამედროვე აღმოსავლეთი.“

თავფიკ ალ-ჰაქიმი - პროვინციელი გამომძიებლის დღიურები profiliწიგნის მთარმგნელია გოჩა გუჭუხიძე. მანვე კომენტარები დაურთო წიგნს. ამიტომ მეც ავტორის შესახებ მის სიტყვებს ამოვიღებ :  „თავფიკ ალ-ჰაქიმი (1898-1987) – ეგვიპტელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. არაბული ენის აკადემიის წევრი, ხელოვნების, ლიტერატურისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საკთხებში უმაღლესი საბჭოს მუდმივი წევრი, ეგვიპტის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს – ნილოსის ორდენის მფლობელი (1958), ეგვიპტის უმაღლესი სახელმწიფო პრემიისა (1961) და აზიისა და აფრიკის მწერალთა პრემია – „ლოტოსის“ (1977) ლაურეატი, 1959-60 წწ-ში – ეგვიპტის წარმომადგენელი იუნესკოში. ავტორია რომანევისა: „სულის დაბრუნება“ (1933), „პროვინციელი გამომძიებმლის დღიურები“ (1937)…  ოთხმოცზე მეტი პიესისა: – „მღვიმეში ჩაძინებულნი“ (1933), „მაჰარაზადა“ (1934), „პიგმალიონი“ (1942), „ფლეისიტი“, „გარიგება“ (1956)… ეკუთვნის მრავალრიცხოვანი ნოველა, რომელიც სხვადასხვა კრებულშია თავმოყრილი, სტატია, ესსე, ნარკვევი… მისი პიესები არაერთ არაბულ ქვეყანაში, ევროპასა და ამერიკის თეატრებში არის დადგმული, გადაღებულია ფილმებად.

სანამ „პროვინციელი გამომძიებლის დღიურების“ კითხვას დავიწყებდი ახალი დამთავრებული მქონდა „ვაჟები და საყვარლები“. ჯენტლმენური საუბრებიდან ახლა არაბულ ყაიდურ საუბარზე გადავედი – „ეფენდი გენაცვალოს“  ფიქრებში ამეკიდა.

როგორც საუკეთესო დეტექტიური თხზულებები ესეც გითრევს შინაარსში და ერთი სული გაქვს ამოხსნა ის. ყოველ ნაბიჯზე მთავარ გმირთან ერთად გხვდება ახალი თავსატეხები, ინფორმაცია და კითხვები, რომლებზეც პასუხს ვერა და ვერ იღებ. არადა ეს წიგნი არ არის დეტექტიური, ის გამომძიებლის თვალით გადმოსცემს ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც გაძლევს წარმოდგენას თუ რა ცუდ ყოფაში უწევს ეგვიპტის მოქალაქეებს ცხოვრება.

თუ თანამედროვე დეტექტიური სერიალების დავუჯერებთ გამომძიებლები ხერხს მიმართავენ დამნაშავის საპოვნელად. აქ კი უბრალო ხელსაწყოებით, თვალთახედვით და მოწმეთა ჩვენებებით უნდა გახვიდე ბოლოში. ეს წარმოდგენას გიქმნის ადრეული გამოძიების ხერხებსა და შესაძლებლობებზე.

ეს წიგნი თითქმის 80 წლის წინაა დაწერილი და დღევანდელ საქართველოს ყოფასა და რეალობას ერგება – უფროსობა იმას იყურებს ვინმე მფარველი თუ გყავს და არა იმას რა და როგორ იმუშავე.

წიგნის დამთავრების შემდგომ ერთგვარი მსუბუქი კულტურული შოკი განვიცადე. არ ვიტყვი, რომ ეს გრძნობები მძაფრი იყო, მაგრამ უდავოა, რომ აღმოსავლური ლიტერატურის გაცნობის სურვილი გამიჩნდა და თავში რამდენჯერმეც კი გავიფიქრე არაბული ხომ არ მესწავლა.

ბოლო ვიტყვი, რომ მწერალი ამ წიგნით უპირისპირდება ხელისუფლებას და ამხელს მათ, თუ რამდენა ბიუროკრატიული, კორიფციული, არაფრის მაქნისი და ვითომ საქმის მკეთებელია.

28.03.2017
რატი ბახტაძე

სერიისა და წიგნის პრეზენტაცია:

 

მიმოხილვა გადაცემაში:

 

 გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s