უფრო მეტი ვიდრე მონატრება – „კაცები მზეში“ –  ღასან ქანაფანი

ღასან ქანაფამი - კაცები მზეში.jpgაფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპირებული ტერიტორია თითოეული ქართველისათვის, თუნდაც იქ არ იყოს ნამყოფი, ტკივილად აღიქმება. ბაკალავრიატის პერიოდში რამდენიმე სტუდენტმა დააფიქსირა საკუთარი შეხედულება,  რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის დამოუკიდებლობა უნდა მიგვეცა. აღნიშნულმა ძალიან გამაბრაზა და გამაღიზიანა. იმ ადამიანების მიმართ კი ზიზღი გამიჩნდა, რომელიც რთულია გამინელდეს. დღეს როცა ვიხსენებ იმ პერიოდს გული მწყდება. რაზე? იმაზე, რომ საქართველო არა მარტო საკუთარ ტერიტორიებს არამედ თურმე ხალხის სიყვარულსაც კარგავს, რომელთაც შეუძლიათ ისე მოაგლიჯონ ხორცი არც კი დაფიქრდებიან.

„კაცები მზეში“ აღმოსავლური ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ გამომცემლობას დაუკავშირდით და დაგაკვალიანებენ.

გამომცემლობა აღმოსავლური ბიბლიოთეკის სერიის შესახებ: „გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ახალი პროექტით „აღმოსავლური ბიბლიოთეკა“ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას ერთი სერიის ფარგლებში გაეცნოთ თანამედროვე აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნების ახალი და უახლესი პროზის საუკეთესო ნიმუშებს. „აღმოსავლური ბიბლიოთეკა“, რომლის წიგნთა უმეტესობა ქართულ ენაზე პირველად სწორედ ამ სერიით გამოიცემა, დედნის ენებიდან შესრულებულ მაღალმხატვრულ და კარგად კომენტირებულ თარგმანებს გააერთიანებს, რადგან ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიას, თანამედროვეობას, მის სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებს ყველაზე უკეთ მისივე ლიტერატურა ასახავს. ჩვენი სერიის წიგნები დაგეხმარებათ, უფრო ახლოს და უკეთ გაიცნოთ თანამედროვე აღმოსავლეთი.

ღასან ქანაფამი - კაცები მზეში - პროფილიწიგნი ავტორია ღასან ქანაფანი / Ghassan Kanafani (1936-1972) – პალესტინელი მწერალი, ჟურნალისტი, ნოველისტი, რომლის ნაწერები უკავშირდება არაბულ პალესტინურ კულტურას. მისი წიგნების რაოდენობა თვრამეტს აღწევს, ხოლო სტატიები კულტურაზე, პოლიტიკაზე და პალესტინური ხალხის ბრძოლაზეა.

წიგნში შედის:

  • მთარგმნელის დარეჯან გარდავაძეს წინასიტყვაობა;
  • კაცები მზეში;
  • ჰაიფაში დაბრუნება;
  • სევდიანი ფორთოხლების მიწა.

წინასიტყვაობა და მასში გადმოცემული ამბები რა თქმა უნდა საინტერესოა, მაგრამ გირჩევდით ის ბოლოში წაიკითხოთ. მე პირადად ჩვევად მაქვს წიგნი თავიდან ბოლომდე წავიკითხო და არაფერი გამოვტოვო. კარგი იქნებოდა როგორც “პროვინციელი გამომძიებლის დღიურებში“ აქაც ბოლოსიტყვაობად დაერთოთ და არა წინასიტყვაობად, რადგან მასში გვხვდება „სპოილერები“.

ახალა კი ჩემი ფიქრები წიგნის კითხვისას. იცით რთულია ენდო ადამიანს, რომელსაც არ იცნობ, უფრო რთულია ანდო მას შენი სიცოცხლე. წიგნი ბევრს მოაგონებს ევროპაში და რუსეთში სამუშაოდ წასულ მეგობრებს, ნათესავება, დედებსა და მამებს, დებსა და ძმებს, რომელთაც ათასგვარი ხერხით გადაულახავთ საზღვარი.

პატარა თავგადასავალს თან ერთვის პერსონაჟების მოგონებები, რამაც უფრო ჩამითრია და დამაინტერესა. რაც უფრო ახლოს იცნობ პერსონაჟებს მის ქმედებებს ხომ უფრო განიცდი?

თითოეულ ჩვენგანს მიზნები და ოცნებები გვაქვს. ზოგი მატერიალური და ზოგიც უბრალო. მთავარი ისაა რას ვაკეთებთ ამის მისაღწევად და რა ნაბიჯებს ვდგამთ მისკენ.

სიკვდილი მრავალნაირად მოდის, ზოგჯერ კი უაზროდ და ცუდი ხერხებით. ამ წიგნში კიდევ ვიხილავთ სიკვდილს, თანაც საშინელს.

„ოკუპაცია“ – სიტყვა რომელიც ყველა ქართველისთვის იმაზე ნაცნობია ვიდრე მშვიდობა. დღეს საქართველოში გონიერ ადამიანი ხვდება, რომ საფრთხე ხოველწუთიერია და შეიძლება გარდაუვალიც. მუდმივი შიში კი გვძაბავს და გვიკლავს მომავალს. ალბათ ასეთია პაკისტანელების განცდაც, რომელიც სულ მოლოდინშია.  ამბობენ მოგონებები იმაზე სასიამოვნოა ვიდრე რეალობაში იყოო. იმას რასაც ვერ წვდები და ვერ ნახულობ უფრო ტკბილია და სანატრი.

რა არის სამშობლო შენთვის? მზე? დედამიწა? მიწა?  წყალი? იქ სადაც გაიზარდე თუ სადაც შენი წინაპრები ცხოვრობდნენ? თუ სამშობლო მხოლოდ ჩვენ ფიქრებშია და ის არ არსებობს? ვფიქრობ, თითოეულმა ადამიანმა უნდა განსაზღვროს თუ რა არის სამშობლო და რა უნდა უყვარდეს მასში.

31.03.2017
რატი ბახტაძე

სერიისა და წიგნის პრეზენტაცია:

 

მიმოხილვა გადაცემში:

 

 გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s