სად არის ღმერთი? – „ვალისი“ – ფილიპ კ. დიკი

ფილიპ კ. დიკი - ვალისი.jpgყოველდღიურად ადამიანები ჭეშმარიტისკენ მივიწევთ. ვგულისხმობ ადამიანთა მიერ ოდესღაც ამოუცნობის ამოხსნას, ახლებური თეორიების ჩამოყალიბებასა და სრულყოფილების მიღწევას, სადაც ყველა კითხვაზე პასუხი მოცემულია. კაცობრიობაში კითხვა არსებობს თუ არა ღმერთი და მასზე პასუხი (მეცნიერულად დასაბუთებული) სად მიგვიყვანს ჩემს ფანტაზიებს სცდება. ხანდახან ვფიქრობ, რომ ღმერთი როგორც ჰაერია, ვსუნთქავთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ჯერ იქნებ ადამიანს არ აღმოუჩენია ხელსაწყო ღმერთის დასანახი, როგორც ინფრაწითელ სხივებს ვერ ვხედავთ შეუიარაღებელი თვალით.

p019rlqkწიგნი „ვალისი“ ამერიკელი მწერლის ფილი კ. დიკის (1928-1982) ნამუშევარია, რომელმაც ცხოვრების განმავლობაში 44 ნოველა და დაახლოებით 121 მოთხრობა დაწერა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგი ამერიკელი მწერლის ნაწარმოებზე იღებენ ფილმზე, ფილიპ კ. დიკის ნაშრომებზეც მრავალი ფილმია გადაღებული.

იმ წიგნებიდან, რომელმაც ფილიპ კ. დიკი პოპულარული გახადა, უმეტესი მათგანი ქართულად ნათარგმნია. ეს უკვე მისი მეოთხე წიგნია, რომელიც წავიკითხე. ყოველთვის ვცდილობ, თუ ავტორის საუკეთესო ნაწარმოებების მთლიანად წაკითხვას გადავწყვეტ ეს მათი გამოცემის წლების მიხედვით გავაკეთო. შესაბამისად თქვენც გირჩევთ ამ თანამიმდევრულობით წაიკითხოთ (წიგნები, რომლებიც ქართულადაა ნათარგმნი):

• კაცი მაღალ კოშკში (1962);
ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე? (1968);
უბიკი (1969);
იდინე, ცრემლო – თქვა პოლიციელმა (1972);
• ვალისი (1981).

„ვალისი“ ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში, თბილისში, ვაკეში, მიაკითხეთ.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ: „1974 წლის მარტში ფილი კ. დიკს ღმერთი გამოეცხადა. იყო ეს ჭეშმარიტი თეოფანია თუ ნარკოტიკებით მოხარშული ტვინის მიერ შეთხზული ჰალუცინაცია? ამის გასარკვევად მწერალმა ფილოსოფიურ-თეოლოგიური ჩანაწერების კეთება დაიწყო. ამ ნააზრევის ნაყოფია „ვალისი“, ფილიპ დიკის მიერ სიცოცხლის მიწურულს დაწერილი ტრილოგიის პირველი წიგნი ესაა ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი, წიგნი გაგიჟების პირას მყოფ ადამიანზე, რომელიც აცნობიერებს, რომ რეალობასთან კავშირს კარგავს. საღი გონების შესანარჩუნებლად ის თავისი მდომარეობის ამხსნელი თეორიების შემუშავებას იწყებს. მასთან ერთად წიგნის სხვა პერსონაჟებიც ცდილობენ გაერკვნენ, რა ხდება მათი მეგობრის თავს. თითოეული მათგანი თავისებურად სცემს პასუხს მთავარ კითხვაზე – რა არის რეალობა?“

კითხვა თქვენთვის… მაშინ როცა ადამიანი არ არსებობდა არსებობდა კი ღმერთი? თუ კი ვინ ანდა რა ადიდებდა მას? თუ არა მაშინ გამოდის ის მხოლოდ ჩვენ გონებაშია… წიგნი დამთრგუნველია, სიკვდილი ყოველ ნაბიჯზეა, ხოლო სასოწარკვეთილი გმირები წუწუნებენ და მოთქვამენ. გამოსავალს კი ღმერთის ძიებაში ხედავენ.

წიგნის კითხვისას მუდმივად მიჩნდებოდა კითხვა – არის კი ეს წიგნი ფანტასტიკა? რაღაც გაგებით შესაძლოა, მაგრამ ის უფრო საუბარია, თეორიებისა და ქადაგებების ნაზავია.

რა თქმა უნდა “ვალისის” დასრულების შემდგომ მკითხველის წარმოდგენები და შეხედულებები ღმერთებზე თუ და ღვთაებებზე გაიზრდება. მე პირადად ბევრი გავიგე ღვთიურ არსებებზე, სხვადასხვა სარწმუნოებებზე კი მეტი ინფორმაცია მივიღე.

რამდენიმე ბრძნული აზრი ფილიპ კ. დიკისგან:

– ფსიქიკურად დაავადებულებს, როგორც წესი, ის ადამიანები სძულთ, რომლებიც მათ გადარჩენას ცდილობენ და ისინი უყვართ, რომლებიც უფსკრულისკენ ექაჩებიან.
– რეალობა არის ის, რაც მაშინაც კი რჩება, როცა მისი აღარ გჯერა“
– სამყარო ისეთია, როგორადაც შენ აქცევ
– ბევრი იჩემებს უფლის სახელით მოქმედებას, მაგრამ არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი და ეს ღმერთი თავად ადამიანია.

იცოდით რომ (ესეც “ვალისიდან”):
– აბუ ალ-ქასიმ მუჰამად იბნ აბდ ალამ აბდ ალ-მუთალიბ იბნ ჰაშიმი (იგივე მუჰამედია);
– სიდჰარტჰას, ბუდას, თავისი ყველა წარსული თავი ახსოვდა, ამიტომაც უწოდეს ბუდა, რაც „გასხივოსნებულს“ ნიშნავს“.

12.04.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s