მეტი თვალთახედვა – “მოთხრობები” – ართურ კლარკი, რობერტ ჰაინლაინი

კლარკი, ჰაინლაინი - მოთხრობები.jpg

მგონი რომ მითია – ცოცხალ არსება არ შეიძლება არსებობდეს წყლისა და ჟანგბადის გარეშე. ცოცხალი ორგანიზმი მოიხმარს უხვად იმას რაც მის ირგვლივ არის, რათა შეიძინოს ენერგია. დედამიწაზე წყალი და ჟანგბადია, სხვა პლანეტაზე სხვა ნივთიერებები, რომელიც ამათუ იმ ცოცხალი არსებისთვის შესაძლოა საარსებო იყოს.

წიგნი, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ მოთხრობათა ორ კრებულს აერთიანებს – ართურ კლარკის „ღმერთის ცხრა მილიარდი სახელი“ და რობერტ ჰაინლაინის „ჯონათან ჰოგის უსიამოვნო პროფესია“.

clarke_1596636c.jpgართურ კლარკი / Sir Arthur Charles Clarke (1917-2008) ბრიტანელი მწერალი, მეცნიერი, ფუტუროლოგი, ზღვიის სიღრმეების მკვლევარი და გამომგონებელია. ის განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1968 წელს გამოსული ფილმით „2001: კოსმოსური ოდისეა“, რომლის თანასცენარისტი იყო.

კრებულის მეორე ავტორი ამერიკელი სამეცნიერო-ფანტასტიკის მწერალი – რობერტ%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a2-%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a ჰაინლაინია / Robert Heinlein (1907-1988). მას  ხშირად სამეცნიერო ფანტასტიკის მამადაც მოიხსენიებენ. ამ ბლოგზე შეგიძლიათ იხილოთ მისი სხვა ნაწარმოებების მიმოხილვა: „კაცი, რომელმაც მთვარე გაყიდა“ და „კარი ზაფხულში“.

წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

მოთხრობების პირველ კრებულში შედის ართურ კლარკის შემდეგი მოთხრობები:

  • შეხვედრა მედუზაზსთან;
  • როგორ წავედით მარსზე;
  • ღმერთის ცხრა მილიარდი სახელი;
  • ვარსკვლავი;
  • სამაშველო რაზმი;
  • გუშაგი;
  • აკვანი ორბიტაზე.

მოთხრობების მეორე კრებულში შედის რობერტ ჰაინლაინის მოთხრობები:

  • ჯონათან ჰოგის უსიამოვნო პროფესია;
  • კაცი, რომელიც სპილოებით ვაჭრობდა;
  • თქვენ ყველანი, ზომბები;
  • ისინი;
  • ჩვენი ლამაზი ქალაქი;
  • სისხლი, რომელიც ტილმა ააგო.

საოცარია როდესაც ფიქრობ, რომ სადღაც შორს შენსავით შესაძლებელია ცივილიზაცია არსებობდეს. ან თუნდაც დღეს აღარ და ის დრომ შთანთქა. ან იცი და დარწმუნებული ხარ, რომ თუ დღეს არა, მომავალში იარსებებენ და შესაძლოა იმაზე გონიერნი აღმოჩდნენ ვიდრე ადამიანები ვართ. ჩვენ გამუდმებით ვეძებთ სხვებს, და იქნებ ისინიც გვეძებენ? იქნებ ერთ დღესაც ერთმანეთი გადავკვეთოთ და დავამყაროთ მათთან კავშირი. რას შევიგრძნობთ ამ დროს? რა მოხდება ადამიანთა გონებაში? გარკვეულ წილად სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლები გვეხმარებიან ამის გარკვევაში.

მარსზე მოგზაურობა.. როგორ ახლოსაა.. ნეტავ სხვა ვარსკვლავთა სისტემებში მოგზაურობას რამდენიხანი დასჭირდება? ან დრო რა არის? კოსმოსური სივრცისთვის ის ხომ არ არსებობს…

რობერტ ჰაინლაინზე ადრეც ავღნიშნე რომ მისი ნაწარმოებები ძალიან მიაგავს სტივენ კინგის ნაწარმოებებს, ანდაც პირიქით. მისი პირველივე მოთხრობა ჩამთრევია და გაიძულებს იკითხო სანამ ბოლოში არ გახვალ.

ერთ-ერთი მოთხრობისას გამახსენდა, რომ მსგავსი შინაარსის ფილმი მინახია… მომწონს როდესაც კითხულობ და წააწყდები ისტორიას, რომელსაც მანამდე შეხება გქონია.

იცოდით რომ:

  • ტერისტრიული პლანეტები – იგივე შიდა, იგივე დედამიწის ჯგუფის პლანეტები მყარი ზედაპირით – მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი. ამავე ჯგუფს მიეკუთვნებოდა პლუტონი 2006 წლამდე, როგორც მზის სისტემის სრულუფლებიანი პლანეტა და კვლავ ამ ჯგუფში რჩება, თუმცა პლანეტის სტატუსი აღარ გააჩნია. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება როგორც ტერესტრიული პლანეტების თანამგზავრები (მთვარ, ფობოსი, დეიმოსი, ქარონი) ასევე მეორე ჯგუფის – აირის გიგანტების, იგივე გარე, იგივე იუპიტერის ჯგუფის პლანეტების – იუპიტერის, სატურნის, ურანის და ნეპტუნის თანამგზავრები.
  • G – ფუნდამენტური ფიზიკური მუდმივა, გრავიტაციული ურთიერთქმედების კონსტანტა. აჩქარების ერთეული.
  • იქორი ბერძნული მითოლოგიის თანახმად ეთეროვანი ფლუიდია, რომელიც ღმერთებს სისხლის მაგივრობას უწევს.

14.04.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s