გასხივოსნებული –  „სინათლის მეუფე“ – როჯერ ზელაზნი

როჯერ ზელაზნი - სინატლის მეუფეხშირად მიჩნდება შეგრძნება, რომ მინდა  ყველაფერს ერთად დავეუფლო. სხვადასხვა ჟანრის წიგნი წავიკითხო, სხვადასხვა ენები და პროფესიები ვისწავლო. მივიღო მეტი ცოდნა მედიცინაზე, ფიზიკაზე, ფსიქოლოგიაზე, ბიოლოგიაზე, კოსმოსზე და სხვადასხვა სფეროზე. სამწუხაროდ ადამიანის სიცოცხლე ხანმოკლეა, დღეს საშუალოდ იმაზე მეტს ვცხოვრობთ ვიდრე წინაპრები, და მაინც სიცოცხლის ხანგრძლივობა იმდენად ცოტაა, რომ ვერ ასწრებ იმას რაც გსურს. იმედია სამოთხე ის ადგილია, სადაც ადამიანს (თუ მის სულს) შეუძლია შეიმეცნოს ყველაფერი. „სინათლის მეუფე“ კი სხვა შესაძლებლობას იძლევა – რეინკარნაცია.

წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

როჯერ ზელაზნი - სინატლის მეუფე prof„სინათლის მეუფე“ ამერიკელი პოეტისა და ფანტასტიკის მწერლის როჯერ ზელაზნის / Roger Joseph Zelazny (1937-1995) წიგნია, რომელმაც 1967 წელს ჰუგოს ლაურეატი გახდა და დღემდე ჟანრის კლასიკად მიიჩნევა. როჯერ ჯოზეფ ზელაზნი ფენტეზისა და ფანტასტიკის ჟანრში შექმნილი მრავალი მოთხრობისა და რომანის ავტორია.  ის სამჯერ არის დაჯილდოებული “ნებიუმას” პრემიით და ექვსჯერ “ჰიუგოს” პრემიით.

წიგნზე დართული მიმოხილვა: „ეს ამბავი სწორედ იმ სიმულაციურ თამაშს ჰგავს, როდესაც ადამიანებს ნებისმიერ როლის მორგება და ყველაზე დაუჯერებელ სამყაროში გადანაცვლება შეუძლიათ. ამჯერად ადამიანები ღმერთობას ირჩევენ, ახალ სახელებს ირქმევენ, მაღლდებიან, ყველა სიკეთეს ისაკუთრებენ და ქვემოთ დარჩენილებით ჭადრაკის თამაშს იწყებენ.

უცხო პლანეტის უკიდურეს მწვერვალზე გაშენებული ქალაქი ახალი სამოთხეა. აქაურობა ყვავის, სიუხვის რქა მუდმივად სავსეა, სიკვდილი აქ არაფერს ნიშნავს, თუმცა მხოლოდ მათთვის, ვინც მოასწრო და ოდესღაც ღმერთის სახელის მისაკუთრება შეძლო.

სამოთხეში მოლასლასე ალბინოსი ვეფხვებისთვის კი ეს ყველაფერი არ არსებობს, მატი დაბრმავებული თვალებისთვის აქაურობა ჩვეულებრივი და მიწერია, ზუსტად ისეთი, როგორიც ის იისფერი წარაფი იყო, ვიდრე იქ ნარინჯისფერმოსასხამიანი ადამიანები მივიდოდნენ და ღმერთების დამხობას დაიწყებდნენ“.

“სინათლის მეუფე” წიგნია, სადაც ერთმანეთს შეხამებულია რელიგიური რწმენა და სამეცნიერო ფანტასტიკა, მასში სარწმუნოება და ღმერთები წარმოდგენილია მაღალ ტექნოლოგიური მიღწევად. დიახ, რომანის მიხედვით (რეალობაშიც გადატანითი მნიშვნელობითაც ასეა), ბატონობს ის ვინც ფლობს მაღალ ტექნოლოგიებს და შესაძლოა ღმერთობაც დაიბრალოს.

თუ უკვე წაიკითხეთ არკადი და ბორის სტრუგაცკების „ძნელია ღმერთობა“ შეგიძლიათ შეადაროთ მას. გარკვეული პარალელების ამ ორ რომანს შორის გავლება არ გაგიჭირდებათ.

პატარა თუ დიდი ბრძოლები, წიგნისთვის დამახასიათებელია. საერთოდ მიყვარს მათი წაკითხვა ან ყურება. აქ კი კარგადაა გადმოცემული ესა თუ ის ორთაბრძოლა – იარაღით თუ მის გარეშე.

„ღმერთებს“ შორის საუბარს ხშირად გადააწყდებით. გაგიკვირდებათ და მათაც თურმე ქონიათ გრძნობები. ხშირად წიგნში ღმერთები ის არ არის ვინც გვგონია. ღმერთები ის არიან ვინც ფლობს იარაღს და მაღალ ტექნოლოგიებს. მართავს ჩვენს ცხოვრებასა და ყოველ ნაბიჯს.

წიგნი ცოტა რთული წასაკითხია, განვითარებული სიუჟეტი და მოვლენები კი საკმაოდ ჩამთრევია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჰინდუს (იმედია სწორად ვწერ) სარწმუნოებასთან ახლოს დგას და მის ინტერპრეტაციას წარმოადგენს. წიგნი შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც გარკვეული საწყისი სახელმძღვანელო ამ სარწმუნოების გასაცნობად.

ცოტა სიბრძნე:

  • ადამიანი, რომელიც ბრძანებას ისე გასცემს, რომ მისი აღსრულების ძალა არა აქვს სულელია;
  • დროის გასვლასთან ერთად ყველა ადამიანი ბუნებრივად იცვლება, აზრები, ღირებულებები, რწმენა.

 

19.04.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s