ჩამოსულ ხოხობზე

IMG_3272.JPG

რამდენიმე წლის წინ მაღიზიანებდა, როდესაც რეგიონებიდან თბილისში მცხოვრებლებს და მომუშავეებს „ჩამოსულებს“ ეძახდნენ. დღეს (ყოველი შემთხვევისთვის ჩემს ირგვლივ) საბედნიეროდ სიტყვა „ჩამოსულები“ იშვიათად გამოიყენება და ამ შემთხვევაშიც უარყოფით განწყობას იწვევს მისი მღაღადებლისადმი.

წელს აღდგომებზე უარეს რამეს გადავაწყდით. მათ ვინც აღდგომებზე თბილისი დატოვა (ზოგიერთმა მათგანმა) სრული დაცინვით, შეურაცყოფითა და სარკაზმით მოგვახსენეს – „აბა თქვენ იცით თბილისელო ხოხობებო“, „ხოხობიც გადამფრენი იყო“ და სხვა მსგავსი რეპლიკები. თავიდან მართლა ხუმრობა მეგონა, მაგრამ მიწერილი კომენტარებით მივხვდი, რომ ეს იყო დაცინვა, დიახ დღეს თბილისში გაზრდილები და მცხოვრებნი გავხდით დაცინვის ობიექტები. და რისთვის? იმისთვის რომ თბილისში ვცხოვრობთ.

ჩემთვის არასდროს არ ყოფილა ამომავალი წერტილი თუ სად ვიცხოვრებდი. დიახ თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ამას არასდროს არ ვახვევ სხვას თავს და არც სხვას ვუმახვილებ ყურადღებას. იმას კი არა აქვს მნიშვნელობა სად გაიზარდე, არამედ ვისთან ერთად გაიზარდე, ვინ არის შენი სოციუმის ირგვლივ და ვის უზიარებ აზრებს. ხოლო მათთვის ვისთვისაც თბილისში მცხოვრებნი დასაცინი გახდენენ მოვახსენებ:

  • მსგავსი ცინიზმს შეიძლება მხარდაჭერები გამოუჩდნენ, მაგრამ თქვენს გონიერებას (მხოლოდ იმისთვის რომ პოსტმა მოწონება დაიმსახუროს) გონიერებაში ვერ ჩაგითვლიან;
  • აღდგომა დღესასწაულია, ის არა დაცინვისთვის არამედ მილოცვისთვის არსებობს, და თუ ეს უკანასკნელი არ გჯერათ მაშინ რეგიონის გზასაც ნუ გაუდგებით;
  • თქვენივე სიტყვებით უსვამთ ხაზს თქვენივე კომპლექს, რომ „ჩამოსული“ ხართ, მაშინ როდესაც ამაზე არავინ არაფერს გეუბნებათ და თუ გეუბნებიან ჯობია მსგავს ადამიანებთან ურთიერთობისგან თავი შეიკავოთ.

ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ტოვებს თბილისს და მიდის რეგიონში პოლიტიკოსებმა და მთლიანად მოსახლეობამ სხვა მხრივ უნდა შეხედოს, კერძოდ ეკონომიკის გადმოსახედიდან. ვერ დავიჩემებ, რომ ეკონომიკაში ძლიერი ვარ, მაგრამ ცხადია, რომ ეს მოსახლეობის ნაკადის ზრდა თბილისში (თუ არ ვცდები ბათუმშიც), განპირობებულია იმ სიდუხჭირით რაც რეგიონებშია. დიდი ქალაქებიდან დღესასწაულებზე მოსახლეობის გადინება პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონებში დაბალია, იმდენად დაბალი, რომ ახალგაზრდას ან ნებისმიერ სხვას ურჩევნია, თბილისში ჩამოვიდეს, იქირაოს/იყიდოს ბინა, და იმუშაოს.

სრულიად გასაგებია, რომ თბილისში მეტი შესაძლებლობაა. და რატომ? რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს მაგალითად ქუთაისში? თელავში? ან სხვა თვითმმართველ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში. ამაზე პირველ რიგში უნდა იზრუნოს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული მათი დანიშნულება და დღესაც უმეტესი მათგანი ცენტრალურ ხელისუფლებას შესცქერის.

ამაზე უნდა იზრუნოს თბილისის გარეთ მცხოვრებმა მოსახლეობამ. როგორ? ხმა აიმაღლონ, მოითხოვონ მუნიციპალიტეტებისაგან შესაბამისი ზომების მიღება, შეეცადონ დაეუფლონ მეტ პროფესიას და თუ უკვე გააჩნიათ განავითარონ.

ამაზე უნდა იზრუნონ ქალაქში მცხოვრებმა მოსახლეობამ. როგორ? თუ ბიზნესი გაქვს ეცადე ის რეგიონშიც წარმოადგინო. თუ უბრალოდ პიროვნება ხარ მოითხოვე ხელისუფლებისაგან შესაბამისი ცვლილებები ან შენ თვითონ იზრუნე რეგიონზე (იყიდე სახლი ქალაქგარეთ, შეიძინე მიწა, მოიყვანე მოსავალი და ა.შ.).

მთლიანობაში ერთი ნათელია, ისეთი წარმოდგენა მექმნება, რომ საქართველო მხოლოდ თბილისში ვითარდება. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი იღონოს რეგიონებისთვის, მაგალითად ცალკე გამოიყოს „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებში წარმოების ხელშეწყობა და ა.შ.

ამ წარმოდგენას ისიც ემატება, რომ თბილისში ცხოვრება ზოგიერთებისთვის მაინც არაფერს არ ცვლის, რაზეც ზემო თქმული ზოგიერთის განწყობაც მოწმობს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s