ხედვა – „8″ – კრებული

8 - კრებულიოდესმე პოლიციელს თუ დაუკითხიხართ? 2011 წელს ავარია მომივიდა, მძღოლი მე ვიყავი, მაგრამ დამნაშავე მეორე ავტომობილის მძღოლი იყო, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით და მთვრალი მოძრაობდა. მიუხედავად ჩემი უდანაშაულობისა აუცილებელი იყო შესაბამისი ოქმის შედგენა. ფაქტობრივად ეს ჩემი პირველი შეხება იყო პოლიციელთან, ვითომ არაფერი, მაგრამ რამდენიმე კითხვა რომელიც პოლიციელმა დამისვა ცოტათი ამაღელვა და შინაგანად დამძაბა. იმის თქმა მინდა, რომ სამართალთან (პოლიციის სახით) შეხება არაა კარგი თუ მასში გათვიცნობიერებული არ ხარ და თუ ხარ შეგიძლია შენ ფარად გამოიყენო.

წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ: „კრებული „8“ აერთიანებს რვა დიდი ფანტასტი მწერლის მოთხრობებს. კრებულში შესულია სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობები, რომლებსაც ერთი საერთო თემა აერთიანებთ – მომავალი“

კრებულში შედის შემდეგი მოთხრობები:

  • ფილიპ კ. დიკი – “უმცირესობის მოხსენება”;
  • ფრედრიკ ბრაუნი – “იარაღი”;
  • აიზეკ აზიმოვი – “პროფესია”;
  • დეიმონ ნაითი – “To Serve Man”;
  • მაიკ რეზნიკი – “მოხუცი მაკდონალდის ფერმა;
  • რობერტ შეკლი – “ბილეთი ტრანაისკენ”;
  • კლიფორდ საიმაკი – “იმიგრანტი”;
  • ერიკ ფრენკ რასელი – “და არავინ დარჩა მეტი”.

როდესაც დროის უკმარისობაზე ვსაუბრობთ და გვსურს მეტი ვისწავლოთ აუცილებელია სწავლების ახალი უფრო სწრაფი მეთოდების მოძიება. სკოლაში 12 წელს ვატარებთ, მერე უნივერსიტეტი, მრავალი სწავლება და ეს ყველაფერი მაინც არაა საკმარისი. დღევანდელი განათლების პრობლემა მისი ხანგრძლივობაა. აუცილებელია მოხდეს მეთოდების დახვეწა (მაგალითად სწრაფად კითხვის ტექნიკის დანერგვა ბავშვობიდანვე) და განვითარება (ეს უკვე მეცნიერები საქმეა). სწავლების გამარტივებულ ხერხს და მიდგომას ერთერთი ავტორი გვთავაზობს.

უცხო პლანეტელი ბევრს დიდ თავა და ორთვალება წარმოუდგენია. არადა შესაძლოა მათ თვალები საერთოდ არ ჰქონდეთ და სხვა სახით ამყარებდნენ გარემოსთან კომუნიკაციას. ისინი შეიძლება ჭიანჭველების ხელა იყვნენ ან ისეთი დიდი, როგორც დედამიწიაზე ერთ დროს მცხოვრები დინოზავრები. ყველაფერი დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც ისინი არსებობენ და ვითარდებიან (დიახ უტყუარად ვუშვებ, რომ ისინი სადღაც არსებობენ).

როგორც „მეტრო 2033“ სადგურებში წარმოიქმნება სხვადასხვა სოციალურ პოლიტიკური შეხედულებების საზოგადოებები ისე შეიძლება მოხდეს მომავალში ადამიანის მიერ ათვისებულ პანეტთა კოლონიებში. რა, როგორ და რანაირად განვითარდება იქ მდგომარეობა შეუძლებელია აიხსნას, ზოგადი წარმოდგენას კი რამდენიმე მოთხრობა აუცილებლად შეგიქმნით.

„8“ მართლაც კარგი კრებულია და გემოვნებიანად არის შერჩეული მოთხრობები. კითხვისას თითქოს ვერ ვგრძნობდი მოთხრობების ცვლილებებს, თუმცა მაინც ეტყობოდა ავტორის განსხვავებული ხედვა და ხელი.

24.04.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s