უფერო წარსული – „ჩემოდანი“ – სერგეი დოვლატოვი

სერგეი დოვლატოვი - ჩემოდანიდიახ, პოლიტიკური შეხედულებით სოციალისტი ვარ, ხშირად მას კომუნიზმში ურევენ, რაც თავისთავად შეცდომაა. სოციალისტურ შეხედულებებს აქვთ კავშირი კომუნიზმთან, გაწელე-გამოწელე ის მის 10 % შეადგენს და ეს პროცენტი საყოველთაო კეთილდღეობას მიემართება. ესეც კი საბჭოთა კავშირის მიერ არასწორად იქნა გაგებული და მივიღეთ ის მეოცე საუკუნისათვის დამახასიათებელი ტირანია, რეპრესიები და გადასახლებები. სერგეი დოვლატოვი შესანიშნავად გადმოსცემს ამ მანკიერებას და გვახსენებს რა იყო საბჭოთა კავშირი.

წიგნი, რომელშიც შესულია ორი მოთხრობა „ჩემოდანი“ და „უცხოელი ქალი“ უკვდავი ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ ახალ გამომცემელს დაუკავშირდით და დაგაკვალიანებენ. პირადად მე ყველაზე ხშირად წიგნის ფესტივალებზე ვიძენ.

სერგეი დოვლატოვი - ჩემოდანი profმოთხრობების „ჩემოდანი“ და „უცხოელი ქალის“ ავტორია რუსი ჟურნალისტი და მწერალი სერგეი დოვლატოვი / Сергей Донатович Довлатов (1941-1990). 1978 წელს, საბჭოთა კავშირის მხრიდან დევნის გამო, იგი იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. დოვლატოვი ებრაელი ემიგრანტების “მესამე ტალღას” გაჰყვა საზღვარგარეთ. იგი ჯერ ვენაში ჩავიდა, შემდეგ კი ნიუ-იორკში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. დოვლატოვმა ემიგრაციაში 12 წელი გაატარა, გამოსცა 20 წიგნი. მისი ძირითადი ნაწარმოებები რამდენიმე ენაზე ითარგმნა. ავტორის შესახებ მეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

„ჩემოდანი“

ხშირად გვავიწყდება რა შეეძლო და რა არ შეეძლო საბჭოთა კავშირს. ყველამ კარგად იცის, რომ ჯინსები აკრძალული იყო, რატომ? ის ხომ კაპიტალიზმის სიმბოლო იყო! (წიგნი „ჯინსების თაობა“ ხომ წაკითხული გაქვთ?). დოვლატოვი მის მოთხრობებში საბჭოთა კავშირის შესახებ შთაბეჭდილებებსა და შეხედულებებს   კარგად ასახავს.

წიგნის კითხვისას მსუბუქი ღიმილი მუდამ თან დამსევდა. მოთხრობაში იუმორი და საქმის ერთგულება ერთნაირად შერეულია. საქმის რა, რაც გევალება აკეთებ. ცუდათ თუ კარგად მაგას აღარ ააქვს მნიშვნელობა.

„ჩემოდანის“ ავტორი საბჭოთა კავშირის მწერლებს შორის იშვიათია. დღეს ბევრი მისტირის წარსულს, მათ ავიწყდებათ მთელ კავშირში გამეფებული მარაზმი, მილიონობით ადამიანის დახვრეტასა და გადასახლებას თავი რომ დავანებოთ.

მონაყოლი შესანიშნავია, იმდენად კარგი, რომ მიუხედავად მკაცრი რეჟიმისა მაინც იუმორით გადმოსცემს თავისუფლების მოყვარულ მთავარ გმირს  ხალხი მაინც ცდილობს ჩაკეტილ სივრცეში კარგი რამ ნახონ და შავ თეთრი სამყარო ცოტათი გააფერადონ.

„უცხოელი ქალი“

ბევრი ფიქრობს რომ მიგრანტების ბედი რთულია, ზოგისთვის კი პირიქით. მოთხრობაში ავტორი მოკლე სიუჟეტებით და დაწვრილებით გადმოსცემს მიგრანტთა ბედს, რთულია თუ იოლი ეს მკითხველმა შეაფასოს.

დოვლატოვი გვიხატავს და გვახსენებს საბჭოთა კავშირის რეალურ სურათს, სადაც სხვისი ბედნიერებით ადამიანების ხელს იქავებდნენ და უფრო მეტიც სხვისი უბედურებაში მოგებას ნახულობდნენ. აი რას იძახის ავტორი (ცინიკურად); „რა თქმა უნდა, ხვრეტდნენ უდანაშაულო ხალხს, მაგრამ ერთის დახვრეტა სხვა მრავალის კეთილდღეობას ნიშნავდა, რომელიმე მარშლის დახვრეტა გარანტირებულად იწვევდა რამდენიმე ათეული თანამშრომლის დაწინაურებას. გათავისუფლებულ თანამდებობაზე აწინაურებდნენ ვინმე გენერალს. ამ გენერლის პოსტს ყოფილი პოლკოვნიკი იკავებდა. პოლკოვნიკს მაიორი ცვლიდა. შესაბამისად, ჩინი ეზრდებოდათ კაპიტნებსა და ლეიტენანტებსაც.“

ეს წიგნი საუკეთესოა მათთვის ვინც ვერ მოესწრო საბჭოთა საქართველოს და დამოუკიდებელ საქართველოში აღიზარდა. რატომ? ის კარგად ასახავს იმ მანკიერებას რომელიც საბჭოთა კავშირში ხდებოდა, მიუხედავად ფარისევლური ბედნიერებისა რამდენად სულით დაცემული და გაუბედურებული იყო მოსახლეობა. ეს წიგნი საუკეთესოა იმ ადამიენბისთვისაც ვინც საბჭოთა კავშირს მოესწრო და დღესაც მისკენ მიილტვიან (მიუხედავად იმისა, რომ აღარ არსებობს) კარგად დაინახონ ის ტყუილი, რომელშიც აცხოვრებდნენ.

ავტორი ორივე მოთხრობაში ქართველებს, უცხოელისგან მოსმენა სასიამოვნოც კი არის, სხვადასხვა კონტექსტში მოიხსენიებს (ცუდად თუ კარგად არა აქვს მნიშვნელობა).

ავტორისგან ცოტა დარიგებანი:

  • ადამიანების დაყოფა ორ კატეგორიად შეიძლება: ისინი, რომლებიც კითხვებს სვამენ, და ისინი, რომლებიც პასუხობენ. ერთნი, რომლებიც გამუდმებით კითხვებს იძლევიან, და მეორენი, რომლებიც პასუხად გაღიზიანებულები იჭმუხნებიან;
  • როგორც ცნობილია, ქორწინებაში თანასწორობა არ არსებობს. უპირატესობა ყოველთვის მას აქვს, ვისაც ნაკლებად უყვარს. თუ ამას უპირატესობა შეიძლება ეწოდოს.

2017.04.17
რატი ბახტაძე

 გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s