მდუმარენი – „გონების მიღმა“ – შერონ მ. დრეიპერი

შერონ მ. დრეიპერი - გონების მიღმა

დამეთანხმებით, ბევრნი ისეთნი ვართ, რომელთაც ხშირად არ შეგვიძლია სიტყვით გადმოვცეთ გრძნობები, განცდები თუ შეხედულებები. სამაგიეროდ ბევრი ამას ცეკვით, ხატვით, წერით ან და სხვა საშუალებებით ახერხებს. წარმოიდგინეთ მომენტი, როდესაც თქვენ არ შეგიძლიათ რაიმე იღონოთ და ყველაფერს რასაც გრძნობთ მხოლოდ თქვენში რჩება. წარმოიდგინეთ მომენტი, როდესაც თქვენ არ  შეგიძლიათ ისაუბროთ. გიჭირთ? ბევრი რამ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გვეძლევა, ხოლო ადამიანების გარკვეულ ნაწილს ეს არ გააჩნია. შერონ მ. დრეიგეპირ „გონების მიღმა“ მოგვითხრობს პატარა თავგადასავალს, გულის ამაჩუყებელსა და დამაფიქრებელს.

შერონ მ. დრეიპერი - გონების მიღმაშერონ მ. დრეიპერი / Sharon M. Draper (დაიბადა 1948 წელს) ამერიკალი მწერალი და პროფესიონალი მასწავლებელია (დიახ, პროფესიონალს ხაზს ვუსვამ). 1997 წელს ის წლის საუკეთესო მასწავლებელი გახდა. ის ხუთჯერ გახდა Coretta Scott King Literary Awards გამარჯვებული. მისი წიგნი „გონების მიღმა“ / „Out of my Mind“ New York Times ბესთსელერების პირველ ადგილს გადაბმულად ორი წელი იკავებდა.

„გონების მიღმა“ გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ ახალ გამომცემელს დაუკავშირდით და დაგაკვალიანებენ. პირადად მე ყველაზე ხშირად წიგნის ფესტივალებზე ვიძენ.

წიგნი პირველ პირშია, რაც სირთულეს წარმოადგენს.  მწერალი ახერხებს და სრულიად განსხვავებულად გადმოსცემს ნაამბობს.  შევადაროთ ეს წიგნი დენიელ კიზის “ყვავილები ელჯერნონისთვის”, რა გამოვა? ორივე ნაწარმოები პირველ პირშია, მიუხედავად ამისა თხრობის მანერით ორივე ერთმანეთისაგან განსხვავდება. ორივე ნაწარმოები ათ ბალიანი სისტემიდან ნამდვილად ათს იმსახურებს.

წიგნში “გონების მიღმა” გადმოცემულია მშობლებისადმი სიყვარული, რომელშიც იძირები და რაღაცნაირად შიგნიდან გსიამოვნებს.

ხშირად გვესმის ტელევიზორში თუ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებზე, რომ აუცილებელია ინკლუზიური განათლება  განათლების სისტემაში წარმოდგენილი იყოს. ტექნიკურად ბევრს ესმის, მისი შინაარსობრივი მხარე კი იშვიათად თუ ვინმეს დააინტერესებს. უფრო მეტიც თითქმის არავინ ფიქრობს რამდენად მგრძნობიარე და აუცილებელია ეს მათვის ვინც ამას ასე საჭიროებს. საოცარია, ამ წიგნით სულ სხვანაირად შევხედე განათლების სისტემას და იმ ადამიანებს, რომლებსაც ასე სჭირდებათ ყველას დახმარება. ვცდები როცა დახმარებას ვიძახე, არამედ სჭირდებათ სრულუფლუბენია შესაძლებლობების მიცემა.

ჩვენს ირგვლი არამარტო სამყარო, არამედ ერთმანეთიც შესაცნობო გვყავს – ადამიანები, რომელთაც შესაძლებლობებზე წარმოდგენა არ გვაქვს. აი აღმოაჩინეთ ციტა წიგნიდან: „თავს ისე ვგრძნობ, როგორც ქსრისტეფორე კოლუმბი ამერიკის აღმოჩენისას. ამერიკა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ კოლუმბი ხომ თავისი სამყაროდან პირველი იყო, ვინც ვინც ახალ მიწას გადააწყდა. ნეტავ, მასაც ჩემსავით გამალებით უცემდა გულ?“

თუ ადამიანური გრძნობებო გაგაჩნიათ (მე კი ქვასავით ვარ) გარკვეულ შემთხვევებში ცრემლი მოგადგებათ, სიხარულის, შებრალებისა და სიყვარულის ერთად.

ზოგჯერ ადამიანები იმაზე საშინლად ვიქცევით ვიდრე გვგონია. უბრალო საქციელი ანდაც განზრახულით სხვებს ვტკენთ გულს. შეიძლება ის სხვა ვერ და არ გამოხატავდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ვერ გრძნობს.

წიგნის წაკითხვას ვუსურვებდი აბსოლუტურად ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და იმ პირებს, რომლებიც შშმ პირთა საკითხებზე მუშაობენ.

29.04.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

One thought on “მდუმარენი – „გონების მიღმა“ – შერონ მ. დრეიპერი

  1. გამოხმაურება: გზა დასასრულამდე – “მე, შენამდე” – ჯოჯო მოიესი | Rmouse Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s