ზამთარი  – „წყვდიადის მარცხენა ხელი“ – ურსულა კ. ლე გუინი

ურსულა კ ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.jpg

წიგნის ყიდვისას იშვიათად ვფიქრობ მის ყდაზე. ის მართალია გარკვეულწილად ასახავს შინაარს და თავიდანვე გაძლევს წარმოდგენას თუ თხრობა  რაზე იქნება. ეს წიგნი ის შემთხევაა, როდესაც საერთოდ ვერ წარმოვიდგინე მის შეძენამდე რას შეიძლებოდა ნიშნავდეს. თანაც „წყვდიადის მარცხენა ხელი“ ვერაფრით ვერ დავუკავშირე მის თეთრ ყდაზე გამოსახულ სურათს. ეს წიგნი ის შემთხვევაა, როდესაც მის ყდას და შინაარს წიგნის ბოლოში ჩასწვდებით. რამდენად მომგებიანია ეს წიგნისთვის სხვა არის, მაგრამ აღმოჩენასაც თავისი ეშხი აქვს.

წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

ურსულა კ ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი prof.jpg„წყვდიადის მარცხენა ხელი“ ურსულა კ. ლე გუინის / Ursula K. Le Guin (დაიბადა 1929 წელს) ამერიკელი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსია. იგი არის მრავალი რომანის, ლექსის, საბავშვო წიგნის, ესეებისა და მოთხრობების ავტორი. განსაკუთრებული პოპულარობა და ცნობადობა მოიპოვა როგორც ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის წიგნების ავტორმა. მისი ნაშრომები მიმოიხილავენ დაოსიზმის, ანარქიზმის, ეთნოგრაფიის, ფემინიზმის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის თემებს. ის ერთ-ერთი ავტორიტეტული ფანტასტი მწერალია, რომელსაც უამრავი უმაღლესი ჯილდო აქვს მიღებული სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის ჟანრებში (ჰიუგო, ნებულა, ლოკუსი).

„წყვდიადის მარცხენა ხელი“ კიდევ ერთი სამყაროა, თუ ავტორის გონების ნაწილი, რომელიც აღმოჩენას ელის. ფანტასტიკა, რომელიც რეალობასთან ყოველთვის შესაძლოა ახლოს იყო. რა არის ახლოს კოსმოსური დროისთვის? რამდენად შეიძლება უკვდავისა და არარსებულის განსაზღვრაა? დრო იქნებ ის ნულიანია, რომელიც ჯერ კიდევ აღმოსაჩენია.

წიგნი თავდაპირველად ცოტათი შეგაშინებთ რამდენადაც პოლიტიკური სიტუაცია, ინტრიგები და კვანძები ჩახლართულია. თუმცა დროთა განმავლობაში ერკვევით (ისევე როგორც სხვა ფანტასტიკის თუ ფენტეზიის ჟანრის კითხვისას) და თავს სრულიად გათვითცნობიერებულად აღიქვამთ, შესაბამისად კითხვა მარტივი და საინტერესო ხდება.

ფიზიკური სიცივე წიგნის გმირს მუდამ თან სდევს. მისი შეგრძნება სიცივისადმი შინაგანი და გარეგანი იმდენად კარგადაა გადმოცემული, რომ რეალობაში შეიძლება თქვენც გაგაჟრჟოლოთ და ზამთარი დიდხანს მისცეთ დავიწყებას.

მოგზაურობა, სიარული, ახლის აღმოჩენა, დაკარგულ სივრცეებში ბოდიალი მიყვარს (ანდა ვის არ უყვარს, ადამიანი ხომ მუდამ სიახლისკენ და ამოუცნობისკენ მიიჩქარის). თუ წიგნს სათავგადასავლოს დავარქმევთ, ხომ მთლად უკეთესი.

ნაწარმოებს სიყვარულის ელფერი მუდამ თან დასდევს. როგორც ცხოვრებაშიც აქაც გმირები მას გაურბიან, მისი ეშინიათ, რადგან „სიყვარული ხშირად დიდი ტკივილის მიზეზადაც შეიძლება იქცეს.“  ეს სიტყვებიც ნაწარმოებიდან საკმარისია, რათა მიხვდეთ რას განიცდიან პერსონაჟები.

 და ბოლოს რამდენიმე სიტყვა პატრიოტიზმზე წიგნიდან (დიდად არ ვემხრობი თუმცა აზრი საღია):

„პატრიოტიზმი სიყვარულს კი არა, შიშს ვგულისხმობ. უცხოს შიშს. პატიოტიზმს პოლიტიკური გამოვლინება აქვს და არა პოეტური: სიძულვილი, მტრობა, აგრესია. ეს შიში ჩვენში ბუდობს და თანდათან ძლიერდება.“

03.05.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s