დუმილი – „ილაპარაკე“ – ლორი ჰოლც ენდერსონი

ლორი ჰოლც ენდერსონი - ილაპარაკე.jpgრამდენჯერ გისაუბრიათ ადამიანთან ვინც ბოლომდე გაგანდობს მის ფიქრებსა და განცდებს? შეიძლება ასეთი მეგობარი გყავდეთ, მაგრამ მგონია ბოლომდე არავინაა გახსნილი. ყოველთვის არის რაღაც დამაბრკოლებელი გარემოება რაც გაიძულებს გარკვეული სათქმელი მხოლოდ შენში დატოვო. „ილაპარაკე“ გვიღებს გონების კარს და საიდუმლო კლიტეებს. ფაქტობრივად ჩვენ წინაშე უთქმელი ითქმება.

„ილაპარაკე“ გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ ახალ გამომცემელს დაუკავშირდით და დაგაკვალიანებენ. პირადად მე ყველაზე ხშირად წიგნის ფესტივალებზე ვიძენ.

ლორი ჰოლც ენდერსონი - ილაპარაკე.jpegწიგნის ავტორია ლორი ჰოლც ენდერსონი / Laurie Halse Anderson (დაიბადა 1961 წელს) ცნობილი ამერიკელი მწერალია. მისი ძირითადი ნაწარმოებები ბავშვებისთვისა და ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. „ილაპარაკე“ 1999 წელს გამოიცა და სწორედ ამ წიგნმა მოუტანა მას აღიარება.

ამ წიგნის მიმოხილვა თუ მისგან დასკვნების გამოტანა არ გაგიჭირდებათ. ის თავისთავად ჰყვება თავის ამბავსა და თავგადასავალს. იმისთვის, რომ გავიგოთ ესა თუ ის ადამიანი რაზე ფიქრობს ან ის ადამინი უნდა ვიყოთ ანდა მისი თვალითა და ფიქრებით უნდა დავინახოთ. „დიდთან დიდი და პატარასთან პატარაო“  – კარგი ნათქვამია თუ იგულისხმება დამოკიდებულბები და შეხედულებები და არა მხოლოდ თამაშობანა და სმა ჭამა. მშობელთა და შვითლა „დაპირისპირება“ პირველრიგში გაუგებრობაა და შემდგომ სხვა ყველაფერი.

ნაწარმოები წასაკითხად მარტივია (მე ასე მომეჩვენა), ეს ლოგიკურიცაა თუ ის ახალგაზრდებისთვის („თინეიჯერებისთვისაა) განკუთვნილი. “ვაჟები და საყვარლების” არ იყოს აქაც მშლობლები ძალად ერთად არიან. წიგნი უფრო თანამედროვეა და თითქოს უნდა შეცვლილიყო რაღაც, მაგრამ ისევ ისეა როგორც უწინ.

განცდა, რომელიც ყველას ხშირად გვქონია, გვაქვს ანდა გვექნება მარტივადაა ამ ციტირებაში გადმოცემული: „დამუნჯება ადვილია. ენას კბილი უნდა დააჭირო და მოკეტო. ის ყველაფერი, რასაც ტელევიზიით კომუნიკაციასა და გრძნობების გამოხატვაზე ვისმენთ, წმინდა წყლის სისულელეა და მეტი არაფერი. სინამდვილეში, შენი სათქმელი არავის აინტერესებს“.

წიგნის დასაწყიდისან ხვდები რაზეც იქნება საუბარი, მაგრამ თხრობა მაინც საინტერესოდ მიდის. დიდი ბოროტებაა სუსტის დაჩაგვრაა და მისთვის შეურაცყოფის მიყენება, გინდა ფიზიკური და გინდ სიტყვიერი. რაც არ უნდა იყოს ბავშვი წმინდაა და მისი შეხება ყოვლად მიუღებელი. უბრალოდ წარმოუდგენლადაც მიმაჩნია ძალით რამის მიღწევა. ბინძურები ბევრგან დაიარებებიან და სამწუხარო ისაა რომ ბევრი მათგანი დუმულის გამო თავისუფალი. ამიტომ ხშირად საჭიროა ილაპარაკო…

იცოდეთ:

  • ამერიკული სკოლა სამსაფეხურიანია: დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი. უმაღლესი სკოლის პირველ წელს მოსწავლეს ფრეშმენს ეძახიან, მეორე წელს – სოფომორს, მესამე წელს – ჯუნიორს, მეოთხე წელს სინიორს.
  • დუდლი – არის ესკიზის სახეობა, არაფოკიუსირებული ნახატი, რომელსაც ადამიანი ძირითადად ქმნის ყურადღების სხვა რამეზე მიქცევისას. დუდლები მარტივი ნახატებია, რომელთაც აქვთ რამე კონკრეტული მნიშვნელობა ან სულაც რაღაც აბსტრატული ფორმები აქვთ. დუდლის მაგალითი არის ჩანახატები სკოლის რვეულებში. აგრეთვე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისას პასტით ან ფანქრით გაკეთებული ჩანახატი.

06.05.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s