რობინზონ კრუზო –  „მარსელი“ – ენდი უირი

ენდი უირი - მარსელი.jpgბევრი ფანტასტიკის ნაწარმოები, რომელიც აქამდე მიმოვიხილე, ავიღოთ “მარსის ქრონიკა” დაწერილია უფრო ადრე (1953 წელი). „მარსელი“ კი თანამედროვეა, შესაბამისად მასში გამოყენებულია დღევანდელი ტერმინები, თამაშები, სამეცნიერო მიღწევები და სხვა. მსგავსი მიდგომა ნაწარმოებს გარკვეულ წილად ნაცნობს ხდის. რატომ? მარსი უკვე მრავალნაირადაა შესწავლილი, ზუსტად ვიცით რომ მარსზე არაა საკმარისი ჟანგბადი, რათა ადამიანმა აღჭურვილობის დახმარების გარეშე ისუნთქოს, ზუსტად ვიცით მიწა რა შემადგენლობისაა. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ მარსზე გაგზავნილი როვერები სელფებსაც კი იღებენ.

წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

ANDY WEIR„მარსელის“ ავტორი ენდი უირი / Andy Weir (დაიბადა 1972 წელს) ამერიკელი მწერალია. ის პოპულარული 2011 წელს სწორედ „მარსელის“ საშუალოებით გახდა და რა თქმა უნდა New York  Times # 1 ბესთსელერი გახდა. საინტერესოა, რომ წიგნი მან თავდაპირველად საიტზე უფასოდ გამოაქვეყნა („მეტრო 2033“ მსგავსად), შემდგომ მკთხველთა მოთხოვნით Amazon kindle-ის საშუალებით მხოლოდ და მხოლოდ 99 ცენტად ყიდდა.

პირველი რასაც წიგნში შეამჩნევთ ცოტა ბილწსიტყვაობაა, მაგრამ ავტორის იუმორის განსაკუთრებული გრძნობისთვის საჭიროა. ის ხუმრობებს გამორჩეულსაც კი ხდის.

როგორც საერთაშორისო სამართლის იურისტი ტექნიკაში ცოტა რამ თუ გამეგება, უმეტეს წილად ზოგადად მოსმენილი, წაკითხული ანდა ნანახი მაქვს. ყოველთვის ვცდილობ გარკვეულ საკითხებზე ზედაპირული წარმოდგენა მაინც შევიქმნა. „მარსელში“ აღწერილი ტექნიკური-ბოტანიკური-სამეცნიერო დაბრკოლებების გადალახვა და ახალი ხერხების გამოგონება სასწავლებლად ზედ გამოჭრილია. ზოგისთვის ეს შესაძლოა მოსაწყენი იყოს, ჩემთვის კი დიდად სასიამოვნო პროცესია.

ბევრ ჰოლივუდურ ფილმს დაძაბულობა ახასიათებს,  და ეს წიგნი გარკვეულწიად მათი მსგავსია. ფილმისა არ იყოს აქაც ფურცლებს თვალს ვერ მოსწყვეტთ. ამ წიგნზე დაყრდნობით გადაღებულ ფილმიც ნაყურები მაქვს და არაა ურიგო (სასხვათაშორისოდ კითხვის დამთავრების შემდგომ მეორედ ვუყურე).

ადამიანი ყველაზე გონიერი მაშინ ხარ,  როცა შეგიძლია ნებისმირი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. არა აქვს მნიშნელობა ეს გამოსავალი რთულია თუ მარტივი. მთავარია მას მიაგენი და ერთ ადგილას არ დგახარ.

ადამიანისთვის ყველაზე რთული მარტოდ ყოფნაა. ისე მარსელი თანამედროვე რობიზონ კრუზოა. შესაძლოა ტექნიკურად მეტი შესაძლებლობებით, მაგრამ ადამიანი აქაც მარტოობისთვისაა განწირული.

ადამიანის კოსმოსში მოგზაურობა თუ საერთოდ ჩვენს ირგვლივ სამყაროს შესწავლა საოცარი რამაა. უბედურება კი ისაა, რომ ამისთვის ცოტას ვიღებთ. ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობებში იმაზე მეტი იხარჯება ვიდრე განათლებაში, მეცნიერებასა თუ კოსმოსური სივრცის შესწავლაში.

 წიგნის უკანა მხარეს ვკითხულობთ:

„ადამიანის მახვილგონიერების ნამდვილი ზეიმი და ბოლო წლებში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საუკეთესო ნიმუში, რომელშიც მეცნიერული დეტალები ზუსტადაა გადმოცემული.“ – Wall Street Journal

„წიგნი იმ მკითხველთათვის, რომლებსაც მოსწონთ თრილერები, სამეცნიერო ფანტასტიკა, დოკუმენტური პროზა, მსუბუქი სათავგადასავლო რომანები და მომავლის კოსმოსური მოგზაურობების დამაჯერებელი ასახვა.“ – Associated Press

„ენდი უირის „მარსელი“ სუნთქავს ისე შეგიკრავთ, თითქოს მარსის ზედაპირზე ჩაფხუტის გარეშე დაგტოვეს.“ – Amazing Stories

“წიგნი, რომელსაც კითხვის დასრულებამდე ხელი ვერ გავუშვი! ეს არის კარგი, ორიგინალური ამბის, საინტერესო და რეალური პერსონაჟებისა და საოცრად ზუსტი ტექნიკური დეტალების იშვიათი კომბინაცია.“ – ასტრონავტი კრის ჰედფილდი, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ყოფილი მეთაური.

  08.05.2017
რატი ბახტაძე

 გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s