გზა სიყვარულამდე- „ემა“ – ჯეინ ოსტინი

ჯეინ ოსტინი - ემარამდენი ჩვენგანია ვინც დავიღალეთ საუბრისას მობილურს ჩასჩიჩინებული ადამიანებისაგან ან უნებლიედ ვხდებით ეს ადამიანები? სუფრაზე თუ უბრალო სადილისას სტუმარნი თუ დამსწრენი ჩავციცინებთ ყოვლის შემძლე მოწყობილობას. ადამიანებმა, უმეტესმა მათგანმა, დავკარგეთ საუბრის სიამოვნება. დიახ დავკარგეთ. რატომ? მიწერა ელექტრონული საშუალებით მყისიერია, მას იშვიათად თუ მიჰყვება გრძნობები, მიწერისას ვერ ვხედავთ და ვერ აღვიქვათ მეგობარს. ახლა მეტყვით, ადამიანები ძველად ხომ წერილებს ვაგზავნიდით! და დაგეთანხმებით, ოღონდ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს მიწერა ათასში ერთხელ იყო და მასში ადამიანები მთელ სულს აქსოვდნენ.

ჯეინ ოსტინის „ემა“ უკვდავი ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ ახალ გამომცემელს დაუკავშირდით და დაგაკვალიანებენ. პირადად მე ყველაზე ხშირად წიგნის ფესტივალებზე ვიძენ.ჯეინ ოსტინი - ემა სურათ

ჯეინ ოსტინი / Jane Austen  (1775-1817) ინგლისელი მწერალი, რომანისტი, ვიქტორიანული ხანის ინგლისური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ოსტინი ცნობილია 6 ძირითადი რომანით:

  • Sense and Sensibility / გრძნობა და გონება (1811)
  • Pride and Prejudice / სიამაყე და ცრურწმენა (1813)
  • Mansfield Park / მენსფილდის პარკი (1814)
  • Emma / ემა (1815)
  • Northanger Abbey/ ნორთერგერის სააბატო (1818)
  • Persuasion / დარწმუნება (1818)

საოცარია, როდესაც კითხულობ 200 წლის წინანდელ დაწერილს და ხვდები თუ რამდენი რამ შეიცვალა: წარმოდგენები, საუბარი, ოჯახის გაგება, გათხოვება, ცოლის მოყვანა -ყველაფერი თითქოს თავდაყირაა. ის რაც დღეს ვხედავთ საერთოდ წარმოუდგენელი იქნებოდა მეცხრამეტე საუკუნეში ან უფრო ადრინდელ პერიოდში.

წიგნი მამაკაცებისთვის კარგი გაკვეთილია თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისეთ მანდილოსნებთან ვინც ყურადღებას აქცევენ (დარჩნენ კი ასეთები?) ზრდილობას, ელეგანტურობას, შარმსა და ქცევებს. და პირიქით მანდილოსნებისთვის როგორ უნდა მოიქცნენ მომხიბვლელად და ზოგჯერ თავშეკავებულად, მაგრამ არა იმდენად რომ საპირისპირო სქესს ვერ მიახვედრონ მათი სიმპატიები.

ვერ ვიტყვი წიგნი სწრაფად და ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ზოგჯერ საკუთარ თავზე ძალისხმევის დატანება დამჭირდა, რათა კითხვა გამეგრძელებინა. არა, განა იმიტომ რომ საინტერესო არ იყო, არამედ თითქოს ნაწარმოებიც ასეთია. ნელა და დინჯად უნდა იკითხო.

ჯეინ ოსტინი კარგად აღწერს მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის ყოფა-ცხოვრებას, აქ საუბარია არა უბრალო ადამიანებზე, არამედ მათზე ვისაც გარკვეული ქონება ნათესაობით შემორჩათ და შესაბამისად საზრუნავი მხოლოდ ის აქვთ როგორ გაატარონ დრო (ზოგჯერ ნაყოფიერად, ზოგჯერ სამხიარულოდ).

შესაძლოა მე მეჩვენება ან მხოლოდ ჩემ ირგვლივაა, მაგრამ ცხადია გრძნობები და ურთიერთობა გაბითურებულია. გინდ ინტერნეტს დავაბრალოთ, გინდ თანამედროვე ცხოვრებას, ვივიწყებთ იმას რასაც ვგრძნობთ და ყველა ერთმანეთს ვემსგავსებით, თითქოს ერთ ქვაბში ვიხარშებით.

კითხვის დასაწყისის არ შეგეშინდეთ, მალევე მიეჩვევით და ჩასწვდებით პერსონაჟების, მათ ფიქრებსა და ემოციებს, განსაკუთრებით კი მთავარი გმირისას.

ავტორისაგან:

  • თუკი ქალი „კის“ თქმა ყოყმანობს, მაშინ პირდაპირ „არა“ უნდა თქვას, რადგან თანხმობა ეჭვნარევი გრძნობითა და ნახევარი გულით მეტად სახიფათოა.
  • ადამიანის ბუნება ისეა მოწყოფილი, რომ ახლებურ და საინტერესო მდგომარეობაში ჩავარდნილი მოყვასის მიმართ კეთილად განეწყობა ხოლმე – გარდაცვლილზე ან ახალდაქორწინებულზე ყოველთვის მხოლოდ კარგს ლაპარაკობენ.
  • სრულყოფილი ბედნიერება, თუნდაც მოგონებებში, იშვიათობაა.

წიგნის კითხვისას ერთ-ერთ კომპოზიტორს წავაწყდი. იოჰან ბაპტის კრამერი / Johann Baptist Cramer (1771-1858) – გერმანული წარმოშობის ინგლისელი მუსიკოსი. თავის ეპოქაში უდიდეს შემსრულებლად ითვლებოდა. მიიჩნევა, რომ მისი ნაწარმოებები უფრო კონსერვატული სტილისაა და ნაკლებ დრამატული თუ ემოციური, თუმცა მათი შესრულება ძალიან დახვეწილ ტექნიკურ უნარებს მოითხოვს.

მისი მუსიკა განწყობისათვის:

16.05.2017
რატი ბახტაძე

 გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s