ის რაზეც არ ვსაუბრობთ – „იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ – ფიოდორ დოსტოევსკი  

DSC_0037_1ხშირად არის როდესაც უბრალოდ მინდა ამოვიღო კალამი და ვწერო. მნიშვნელობა არა აქვს რაზე იქნება, მთავარია შესაძლებლობა გქონდეს გადმოსცე ის რაც მხოლოდ ფიქრებში გაქვს. წერის დროს თითქოს გეშვება და თავისუფლდები. თავისუფლდები საკუთარი ფიქრებისგან იმ იმედით, რომ თუნდაც მხოლოდ შენ წინ დადებულმა ფურცლებმა გაიზიარეს თავში დაგროვილი ათასი სისულელე.

ფიოდორ დოსტოევსკის „იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ გამომცემლობა “ოჩოპინტრეს” სერიის თან სატარებელი წიგნების პირველი წიგნია. ამ გამომცემლობის შესახებ წიგნების საერთაშორისო ფესტივალზე შევიტყვე. ამ სერიის ყველა წიგნი შევიძინე და გადავწყვიტე ისინი მხოლოდ და მხოლოდ სახლის გარეთ ვიკითხო – პარკებში, ბაღებში, სკვერებში და ა.შ. პირველი წიგნი დღეს დავამთავრე რა, ის არამარტო გონებისთვის სასარგებლო არამედ სხეულისთვისაც სასიამოვნო გამოდგა – რამდენი დროც კითხვას მოვანდომე იმდენი ვისვენებდი ჰაერზე და სიმწვანეში.

Vasily_Perov_-_Портрет_Ф.М.Достоевского_-_Google_Art_Project

დოსტოევსკის ბიოგრაფიაზე არაფერს არ ვიტყვი, რადგან ინტერნეტში მასზე ისედაც ბევრი მოიპოვება და ამას მათ დავუთმობ ვინც ამის სპეციალისტია. ბლოგს მხოლოდ მის სურათს დავურთავ,

რომანის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ (ნაწილი):

ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებაში „იატაკვეშეთის ჩანაწერები“ საეტამო ნაწარმოებია. ამ თხზულებამ ბევრად განსაზღვრა მწერლის უკანასკნელი რომანების თემატიკა. იგი გამოირჩევა ყველა მოთხრობისგან იმით, რომ მკითხვებლი რაიმე ამბავს კი არ ამოკითხავს, არამედ ადამიანის სულის სიღღმეში ჩაიხედავს… სიღრმეში, რომელიც თავდაპირველად შემაძრწუნებლად მოგვეჩვენება, ხოლო მცირეოდენი ფიქრის შემდეგ ბევრ საერთოს ვნახავთ და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს გაგვაჩნია საკუთარი „იატაკქვეშეტი“ – ყველასგან დაფარული და დაგმანული…

„იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ მინიშნებაა, რომ ყოველი ადამიანი საიდუმლოთა დაფარული ოკეანეა. ბოლომდე გულწრფელი არავისთან, თავის თავთანაც კი არ არის. ამის თაობაზე მწერალი ჯერ კიდევ რომანში „დამცირებულნი და შეურაცყოფილნი“ მიანიშნებდა. ეს თემა კი საგანგებოდ წარმოაჩინა ხსენებული რომანის შექმნიდან სამი წლის თავზე დაწერილ ამ დიდებულ მოთხრობებში.

დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილი (შიობრიშვილი)“

 

რატომაა რომ გვეშინია ექიმების. რაღაცა თუ აგვტკივდა ვცდილობთ რაც შეიძლება შორს გადავდოთ და დავაგვიანოთ მათთან მისვლა? დაავადებას ბევრი რამ იწვევს, ერთში დარწმუნებული ვარ, მას ჩვენვე ვუწყობთ ხელს (ტკბილი, ჰაერის დაბინძურება, სპირტიანი სასმელი და სხვა), ვაცდით სანამ არ გაჯდება სხეულში იმდენად, რომ ტკივილის ატანა შეუძლებელი გახდეს. ბევრის მესმის, მაგრამ უმჯობესია დავფიქრდეთ, სანამ რამეს ბოლომდე გავაფუჭებთ მანამდე მივხედოთ.

სკოლაში გვასწავლიან იმას რაც უკვე არის. არა იმას ამა თუ იმ საგანს კრიტიკულად როგორ შევხედოთ. გვეუბნებიან ორჯერ ორი ოთხია და ჩვენც მხოლოდ ვიმახსოვრებთ. ჭეშმარიტებას არ ვეძიებთ და არც იმას ჭეშმარიტებამდე როგორ მივედით.

ბევრს არ ვისაუბრებ ამ წიგნზე, წიგნის შესავალი სიტყვაც საკმარისია მივხვდეთ თუ რაზეა საუბარი. ბოლოს მხოლოდ ერთ დავამატებ, რომ სიყვარული ბევრისთვის ბედნიერებაა, ზოგისთვის კი საფრთხობელა და საშიში იარაღი, რომელსაც გაურბიან ან იყენებენ ბოროტად.

ცოტაოდენი სიბრძნე მწერლისგან:

– ადამიანი კი ფუქსავატი და უმსგავსი არსებაა და, შესაბამისად მოჭადრაკის ნაირად მხოლოდ მიზნის მიღწევის პროცესი უყვარს და არა თვითონ მიზანი

– ზოგი ქალი ისეთია, ქმარი რაც უფრო ძლიერ უყვარს, მით უფრო ხშირად ეჩხუბება.

08.06.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “ოჩოპინტრეს“ წიგნების სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s