უმთვარო ღამე – „ბრძენკაცის შიში“  – პატრიკ როტფუსი

პატრიკ როტფუსი - ბრძენკაცის შიში.jpgრთული საკითხი –  სად ვიშოვოთ ფული სტუდენტების დროს? ყველაზე იოლი გამოსავალი მშობლებს გამოვართვათ. ბევრი მშობელს კი ამის შესაძლებლობა არა აქვს. კარგი ვთქვათ გრანტი აიღო. და ისიც თუ ვერ მოახერხე? არადა განათლების მიღება გინდა. სამუშაო კი რთული და ძნელი საშოვნელია. ან სულ უნდა იმუშაო და მერე სწავლა? ხოო.. ხათაბალაა. მსგავსი რამ წიგნის გმირ ქვოს ხშირად უწევს და მიმართავს ათასგვარი ხერხს. ზოგი გამოსდის ზოგი კი არა. ჩვენს ასე უნდა მოვიქცეთ, მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ, რათა მივიღოთ ის რაც ცხოვრებაში ყოველთვის გამოგვადგება – განათლება.

„ბრძენკაცის შიში“ (მეფის მკვლელი ქრონიკა – დღე მეორე) ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში, თბილისში, ვაკეში, მიაკითხეთ.

%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%99-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae

წიგნის „მეფის მკვლელის ქრონიკის“ ავტორია ამერიკელი მწერალი პატრიკ როტფუსი (დაიბადა 1973 წელს). „ქარის სახელი“ (პირველი დღე) პირველად 2007 წელს გამოიცა, რომელმაც Quill პრიზი მიიღო. ტრილოგიის მეორე ნაწილი (მეორე დღე) „ბრძენკაცის შიში“ 2011 წელს გამოიცა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა New York Times Bestseller სიაში. მესამე ნაწილი კი The Doors of Stone (სამუშაო ვერსია) მზადების პროცესშია. როგორც მწერალი ინტერვიუში აცხადებს ის არც ამის შემდგომ აპირებს ამ სამყაროს მიტოვებას და მანამდე გააგრძელებს მასზე წერას სანამ შეეძლება.

არ ვიცი მხოლოდ მე ვაწყდები თუ დღეს ასეა –  ლექსებს მხოლოდ სიყვარულზე და სამშობლოზე წერენ? არა განა ცუდია უბრალოდ ზოგჯერ ლექსი ამბავს, თავგადასავალს ან მსგავს რამესაც უნდა ყვებოდეს. თანამედროვე სიმღერებიც იგივეა. ისინიც უაზრო სიტყვების გროვად იქცა.

წიგნის პირველი დღის მიმოხილვა “ქარის სახელი”

გქონიათ შემთხვევა როდესაც მეორე სქესის წარმომადგენელი მხოლოდ მას მერე მოგწონებიათ რაც ნიჭი გამოუხატავს – უმღერია, დაუკრავს, მისი ნახატი ან თუნდაც ნაწერი გინახავთ? ფსიქოლოგიურად არ ვიცი ეს როგორ უნდა ავხსნა, მაგრამ აშკარაა რომ ჩვენი გონება საუკეთესოსკენაა მიდრეკილი და ნიჭიერებისადმი ლტოლვაც  ამის გამოხატულებაა. ჩვენი გმირი სილამაზესთან ერთად ნიჭითაც იხიბლება,  გოგოთი რომელიც არამარტო ლამაზი არამედ ინსტრუმენტის უბადლო შემსრულებელია.

რა არის სწავლების ყველაზე ძლიერი მეთოდი? დ-ა-ი-ნ-ტ-ე-რ-ე-ს-ე-ბ-ა, დიახ დაინტერესება. ადამიანი თუ დააინტერესე რაიმეთი ის უთუოდ იმაზე კარგად ისწავლის საგანს ვიდრე ეს სხვანაირად შესაძლებელი იქნებოდა. საუკეთესო მოსწავლე ისაა ვისაც სურს სწავლა. დიახ სწავლა დღეს დაწყებითი სავალდებულოა, მაგრამ მას უნდა აგრძელებენ მხოლოდ ისინის ვისაც ეს სურს. ქვო საწადელითა და მიზნით სწავლობს და ეს საუკეთესოდ ამიტომ გამოსდის.

რა მომწონს იცით ამ წიგნში? ავტორი ჰყვება ისტორიას გმირზე, შემდგომ გმირი ჰყვება სხვა ისტორიას და ასე სიღრმეში მიდიხარ. მთლიანობაში მითების მოყვარულთათვის ეს უძლიერესი წიგნია –  საკუთარი სამყაროთი და რელიგიით, სხვადასხვა ენითა და ხალხებით. ერთი თავგადასავალი კარგია, აი თავგადასავალში თავგადასავლები საუკეთესოა. ნადირობა ცხოველზე ერთია. ხოლო ადამიანებზე მეორე.

წიგნის ამ ნაწილში მეტი სიყვარული და ვნებაა გადმოცემული. ის ზოგჯერ ბიწიერი სიტყვებით, ხშირად კი მშვენიერი წინადადებებით გადმოიცემა:

„მივუახლოვდი და გვერდიდან დავუდექი. დენნამ საყურე გამომიწოდა. მინდვრის ყვავილების სურნელს აფრქვევდა, რომელშიც შემოდგომის ფოთლების, თმის, გზისპირა მტვრისა და ზაფხულის თავსხმისწინა არომატი ამღვრეულიყო“.

არ ვიცი რამდენად სწორია გრძნობა როდესაც ფული გმატებს მეტ თავდაჯერებულობას. გმირიც ასეა, მეტად თავდაჯერებულია როცა ფული აქვს. ასე მგონია ხელფასის დარიცხვის დღეს ყველაზე თამამი და თავდაჯერებული ვარ.

ვარჯიში – ფიზიკური და გონიერი. ერთი საქმის მუდმივად გამეორება საუკეთესოებს გვხდის ამ სფეროში, განსაკუთრებით კი მაშინ თუ მას ბავშვობიდან ვითვისებთ. იმ აზრს არ ვუარყოფ რომ ზრდასრულებისას არ შეიძლება ახლის შეთვისება, უბრალოდ ათვისება სხვადასხვა დრო მოითხოვს. წიგნის გმირი სწორედ იმ ეტაპებს გადის როცა მისი სხეული და გონება იწრთობა.

წიგნი დიდია, მაგრამ იმდენად კარგად იკითხება ერთი სიამოვნებაა მასთან დროის დიდი ნაწილის გატარება.

სიბრძნეები წიგნიდან:

  • თივა იქამდე უნდა მოიმარაგო, ვიდრე ჯერ კიდევ მზე ანათებს;
  • საკუთარი თავის სრულყოფა ყველა ადამიანს ვალად აწევს. გაუნათლებელი კაცი ცხოველისგან ბევრი არაფრის განსხვავდება;
  • ერთი ფეხი თუ დაგიცდა, ამ სამს ვერასდროს იყიდი: სიცილს, სიყვარულს და მიწას;
  • თუ გინდა, რომ ხშირად მოგისმინონ რაც შეიძლება, ცოტა ილაპარაკე;
  • როგორც ქალი მანერებიც იცნობა, კაცი კი ტანსაცმლითო;
  • ბრძენკაცს სამი რამის ეშინია: ქარიშხლიანი ზღვის, უმთვარო ღამისა და გულმშვიდი კაცის რისხვის;
  • სიფრთხილე ყოველთვის სიბრძნის იარაღია;
  • სამყაროში არაფერია იმაზე რთული, ვიდრე ადამიანისთვის უცხო ჭეშმარიტებაში დარწმუნება;
  • მხოლოდ სულელი ღელავს იმაზე, რისი კონტროლიც არ შეუძლია;
  • ყველა კულტურა განსხვავებულია, მაგრამ ერთი რამ ყველას საერთო აქვს: შეურაცყოფის მიყენების ყველაზე უეჭველი გზა მასპინძლის პატიჟზე უარის თქმაა;
  • ცოდნაც ერთგვარი ძალაუფლებაა;
  • მოგზაურობა უდიდესი გამაწონასწორებელი, უდიდესი მასწავლებელია, წამალივით მწარეა და სარკეზე დაუნდობელი. გაწელილი გზა შენ შესახებ უფრო მეტს გასწავლის, ვიდრე საკუთარ თავში ასწლიანი ჩაფიქრება.

ეს უნდა იცოდეთ:

გლისანდო – მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ხერხი, როდესაც ფორტეპიანოს კლავიატურაზე ან არგისა და ვიოლინოს სიმებზე თითს სრიალით გადაატარებენ

 2017.06.12
რატი ბახტაძე

„გამომცემლობა წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%99-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s