ღამის უკან – “ქთულჰუს ძახილი” – ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი

ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი - ქთულჰუს ძახილირელიგიას აღვიქვავთ როგორც სიკეთის განსახიერებას. ვფიქრობთ და ვაღიარებთ რომ ღმერთი თუ ღმერთები, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის განსახიერება არის/ან და არა ქაოსის, ბოროტების, ჯოჯოხეთისა და შიშის. მესმის ბოროტისა და სიკეთის ერთმანეთთან ბრძოლა, მაგრამ დაფიქრდით მასში გამარჯვებული ვინ არის? არცერთი…? და რატომ? იქნებ მეორე მხარეც ისეთივე ძლიერია, როგორც პირველი.

 „ქთულჰუს ძახილი“ ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში, თბილისში მიაკითხეთ.

ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი - ქთულჰუს ძახილი s.jpg

წიგნის ავტორია ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი / Howard Phillips Lovecraft დაიბადა 1890 წლის 20 აგვისტოს, პროვიდენსში (როდ-აილენდის შტატი, ამერიკა) და ამავე ქალაქში 1937 წლის 15 მარტს გარდაიცვალა. ჰოვარდი ერთადერთი ბავშვი იყო კომივოიაჟორ უილფრედ სკოტ ლავკრაფტისა და სარა სიუზან ფილიპს ლავკრაფტის ოჯახში. ჰოვარდმა ნოველების დაწერა ბავშვობიდანვე დაიწყო. „დაგონი“ მან 14 წლის ასაკში დაწერა. უფრო ადრინდელი მოთხრობები ცოტა თუ არის შემორჩენილი. „დაგონი“ პირველად 1923 წელს ჟურნალ, Weird Tales“ – მა გამოსცა.

წიგნში „ქთულჰუს ძახილი“  შესულია მოთხრობები:

  • ქთულჰუს ძახილი;
  • დაგონი;
  • ჩრდილი ინსმუთზე;
  • საშინელება მუზეუმში;
  • ბნელეთის ბინადარი;
  • წყვდიადში მოჩურჩულე.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ამ წიგნის პერსონაჟები უძველესი ღმერთები, ურჩხულები, კიბორჩხალას მსგავსი მახინჯი არსებები, ეშმაკთა ნაშიერები და სანახევროდ შეშლილი ადამიანები არიან. აქ ხშირად შეხვდებით საიდუმლო კულტის მიმდევრებს, მატ მიერ აღვლენილ სასტიკ რიტუალებს, ბაყაყებად ქცეულ ადამიანებს და უპირველეს ყოვლისა – ღვთაება ქთულჰუს, რომელიც აბსოლუტურ ბოროტებას განასახიერებს და ნებისმიერ პლანეტაზე ბევრად ხნიერია. ჰოვარდ ლავკრაფტმა, რომლის შემოქმედებასაც „კოსმოსურ ჰორორად“ მოიხსენიებენ, საშინელებათა ჟანრს „დიდ ლიტერატურაში“ საპატიო ადგილი დაუმკვიდრა. მწერალი შესანიშნავად ახერხებდა უაღრესად დამთრგუნველი და დაძაბული ატმოსფეროს შექმნას, რომელსაც მკითხველი ისე განიცდის, თითქოს თავად იყოს მოთხრობის პერსონაჟი – თავად ეძებდეს უცნობი პლანეტის, იოგგოტის ბინადრებს ვერმონტის მაღალ მთებში, ან წყვდიადში ჩაძირულს არაამქვეყნიური, საზარელი ხმები ესმოდეს.

ეს წიგნი არაა იმათვის, ვინც რომანტიკისა და ბედნიერ დასასრულს ელის. ეს წიგნი იმათთვისაა, ვისაც უცხო გალაქტიკები აინტერესებს, ვისაც სჯერა, რომ მოცემულ საგნებსა და მოვლენებს მითმა, რაღაც სხვაც არსებობს – ვინც იცის, რომ შეუძლებელია სამყარო მხოლოდ ის იყოს, რასაც ჩვენი თვალები ხედავენ.“

კარგი დოკუმენტური ფილმების ყურება ერთი სიამოვნებაა. ლავკრაფტის მოთხრობები მომაგონებს კარგად გადაღებულ და დადგმულს დოკუმენტურ ფილმებს, რომელთაგანაც თვალის მოწყვეტა რთულია.

რას გააკეთებდით უკვდავების მოსაპოვებლად? დღეს მორწმუნე ადამიანი ღმერთს ეთაყვანება, რათა შემდგომ ცხოვრებაში სამუდამოდ მოიპოვოს სამარადისო სიცოცხლე. იქნებ ამავე ცხოვრებაში გინდათ მუდმივად ცხოვრება? გამოსავალი მეცნიერული (ზოგჯერ ფანტასტიკური) ბევრია, ამ მხრივ რელიგიური კი თითქმის არცერთი. ლავკრაფტი და მისი ღმერთები ამავე ცხოვრებაში გთავაზობენ მუდმივ ცხოვრებას.

მისტიკა, საიდუმლოებები, მითიური ღმერთები, არაამქვეყნიური არსებები და ამოუცნობი მოვლენები, რომელთა აღწერა იმდენად რეალურია შეუძლებელია სისხლი არ გაგიყინოთ.

მართალია წიგნში სხვადასხვა მოთხრობებია მაგრამ ისინი ერთნაირი საფუძვლით არიან დაკავშირებულები.

 

12.06.2017
რატი ბახტაძე

 „გამომცემლობა წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s