არ დაუჯერო – „არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ – პიტერ პომერანცევი

პიტერ პომერანცევი - არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელიაწარმოიდგინეთ წიგნის მაღაზია, სადაც იყიდება წიგნები ყველაფერზე. წიგნი, რომელიც გვასწავლის როგორ შევაბათ და ვიპოვოთ მდიდარი მეწყვილე, რათა ჩვენი ცხოვრება იყოს მატერიალურად უზრუნველყოფილი. ჩემთვის ეს არ არის გასაკვირი, ის უფრო გასაკვირია მატერიალური ბედნიერებით როგორ ჰპოვებენ სულიერ სიმშვიდეს. როგორ შეიძლება ადამიანმა ფულით მოიპოვო ბედნიერება. რამდენიმე ხნის წინ წავიკითხე TED Teaching მოვისმინე ბედნიერებაზე. მატერიალური სიამოვნება გრძელდება 1 თვე, შემდგომ ის რაც გაქვს გბეზრდება და შენთვის ჩვეული საგანი ხდება.

წიგნი  არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ გამოცემულია ა/ო “რადარამის” მიერ. “რადარამი” ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც უკანასკნელი წლების არამხატვრული ჟანრის ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და ბეჭდვა დაიწყო. წიგნები ისეთ აქტუალურ საკითხებს ეხება, როგორიცაა გლობალიზაცია, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, პოლიტიკა, მეცნიერება, ფსიქოლოგია და ა.შ. თითოეული მათგანი ისეთი ენითაა დაწერილი, რომ არ მოითხოვს კონკრეტული საკითხის პროფესიონალურ დონეზე ცოდნას და გასაგებია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

პიტერ პომერანცევი - არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია sპიტერ პომერანცევი (დაიბადა 1977 წელს კიევში), ბრიტანელი ჟურნალისტი, ავტორი და ტელეპროდიუსერია. პიტერმა ცხრა წლის განმავლობაში რუსეთის სატელევიზიო არხ „ტნტ“-ში იმუშავა. 2010 წელს პომერანცევი ლონდონში დაბრუნდა. 2013 წლიდან ის აქტიურად წერს და მუშაობს რუსულ პროპაგანდაზე, აქვეყნებს სტატიებს ცნობილჟ ურნალებსა და პლატფორმებზე, როგორიცაა: Financial Times, NewYorker.com, Wall Street Journal, Foreign Policy, Daily Beast, Newsweek, AtlanicMontly.

წიგნის მიმოხილვაში ვკითხულობთ:

„როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა გავლენა აქვს მას დღევანდელ მსოფლიოზე? როგორ ცდილობს კრემლი ადამიანის გონებაში შეღწევას? როგორ იქმნება ალტერნატიული რეალობა თანამედროვე რუსეთში? სწორედ ამ ბნელით მოცული შეკითხვებს პასუხობს წიგნის ავტორი პიტერ პომერანცევი, რომელიც მოსკოვში თითქმის ათი წელი მუშაობდა ტელეპროდიუსერად.

პომერანცევი საოცარი ოსტატობით აღწერს განხილვებს სიგარეტის ბოლით დაბინდულ ოთახებში, საიდანაც პროპაგანდის გურუები მითითებებს აძლევენ მედიას; მოგვითხრობს ისტორიებს კრემლის მთავარ პროპაგანდისტებზე; გოგონებზე, რომლებიც მოსკოვში მდიდარი კაცების საპოვნელად ჩადიან; განგსტერებზე, რომლებიც რეჟისორებად გადაიქცნენ; უსამართლოდ დაპატიმრებულ ადამიანებზე და რეჟიმის მომხრე ბაიკერებზე. პომერანცევის მიერ აღწერილ რუსეთში რეალობა ყოველდღიურად იწრთობა და სიმართლეს პუტინის რეჟიმი განაგებს“.

ერთ-ერთ ჩემს პოსტში წიგნი „თეატრი“ მაქვს მიმოხილული, სადაც ასევე ახალგაზრდები ცდილობენ მდიდარი უფროსი წყვილები იპოვონ მფარველად. იგივე ხდება რუსეთში. ახალგაზრდა გოგონები ეძებენ „სპონსორებს“, საკუთარი ცხოვრებისათვის. აი ერთ-ერთ გოგოს მოსაზრება „კაცი ტრამპლინია, რომელიც მწვერვალისკენ გიხსნის გზას და მე ამ გზის გაყოლას ვაპირებ“.

გახსოვდეთ რომ Russia Today პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა და მისი  ბიუჯეტი წელიწადში 300 მილიონ დოლარზე მეტია. აი ახლა ამას რომ კითხულობთ ადექით და ჩართეთ ტელევიზორი ან თუნდაც ინტერნეტით მოძებნეთ. ნახეთ უახლოესი ამბების გამოშვება და მიხვდებით რაზეა საუბარი. არ არსებობს, რომ არ შეხვდეთ სირიაში მაწამებელ ამერიკელებსა და გარყვნილ ევროპას, რომელიც საკუთარ გრძნობებს ვერ იოკებს.

პოლიტიკური იარაღის ყველაზე ბოროტად გამოყენება შეთითხნილი საქმე და ადამიანის ციხეში გამომწყვდევაა, უარეს შემთხვევაში მისი ფიზიკურად განადგურებაა. კარგ ვარიანტში კი შესაძლოა უფლება მოგცენ ქვეყნიდან წახვიდე იმ პირობით, რომ გაჩუმდები და ხმას აღარ ამოიღებ. რუსეთი 90-იანი წლებიდან მოყოლებული ასეთი იყო და არი. საქართველო ჩემი გადმოსახედიდან 2012 წლამდე ასეთი იყო. დღეს რა თქმა უნდა უდიდესი ნახტომი გვაქვს გაკეთებული, მაგრამ საფრთხე გარკვეული მანიპულაციების, განსაკუთრებით ფინანსური მაინც დარჩა.

წიგნი ჩაგახედებთ რუსეთის ყოველდღიურ ყოფიერებაში, რომელიც იმაზე მეტად გეცნობათ ვიდრე გგონიათ. ტაქსისტებთან ვაჭრობა, ჯარის გაწვევიდან თავის არიდება სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის უნივერსიტეტებში ჩაბარება, სხეულის დასახიჩრება და სხვა.

ფარსი რომელსაც საქართვლოშიც და რუსეთში მილიონერები და ბიუროკრატები იყენებენ, საკუთარ ხალხს უნერგავენ დასავლეთის სიძულვილს და ამ დროს მათ შვილებსა და ნათესავებს სასწავლებლად ინგლისში გზავნიან, ხოლო საყიდლებზე საფრანგეთსა და იტალიაში დადიან.

წიგნი ერთი გადმოსახედით პროპაგანდაზეა, მაგრამ ის უფრო საზოგადოების ტვინის გამორეცხვაზეა, მეთოდებზე რომელიც ადამიანებს რობოტებად აყალიბებს და უსიტყვოდ იმორჩილებს.

  • „ახალ გმირებს გაუჩნდათ შეგრძნება, თითქოს ცხოვრება ერთ ელვარე მასკარადია, რომელშიც თითოეული როლი, ნებისმიერი მდგომარეობა თუ შეხედულება ცვალებადია. „

პიტერ პომერანცევი 2017 წლის მარტში საქართველოს ეწვია. ერთ-ერთ მის საჯარო შეხვედრაც მეც დავესწარი. იხილეთ შეხვედრა სრულად:

აქვე გიზიარებთ მის ხელმოწერას:

dsc_0006.jpg

14.06.2017
რატი ბახტაძე

„რადარამის“ სხვა წიგნები/მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s