„დიდი გეტსბი“ – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

ფრანცის სკოტ ფიცჯერალდი - დიდი გეტსბიცოტა ხნის წინ ერთ ნაცნობ ქალს ვესაუბრებოდი და ასეთი რამ მითხრა: ქალებსა და საყვარლებზე: „საყვარლები სამ-სამი ყავთ, ადნი დლა დუში, დრუგიე დლა წელა  ი ტრეწიე დლა ლუბვიო“. + ქმარიც სადღაც მანდ ურევია ან საერთოდაც ცალკეა. ამის თქმისა არ იყოს, მიუხედავად იმისა, რომ რომანი მრავალი პერსონაჟით არ გამოირჩევა საყვარლები მაინც თავზე საყრელადაა.

„დიდი გეტსბი“ გამომცემლობა “ოჩოპინტრეს” სერიის „ოჩოპინტრეს თან სატარებელი წიგნების“ მეორე წიგნია. ამ გამომცემლობის შესახებ „თბილისი წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე” შევიტყვე. ამ სერიის ყველა წიგნი შევიძინე და გადავწყვიტე ისინი მხოლოდ და მხოლოდ სახლის გარეთ ვიკითხო – პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გზაში და ა.შ.

ფრანცის სკოტ ფიცჯერალდი - დიდი გეტსბი სფრენსის სკოტ კეი ფიცჯერალდი / Francis Scott Key Fitzgerald (1986 – 1940) ამერიკელი მწერალია. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი იქცა თავისი ეპოქის სიმბოლოდ, რომელსაც თავად “ჯაზის ეპოქა” უწოდა. ეპოქა, რომელიც ცდილობდა განთავისუფლებულიყო წინაპართა ტრადიციებისაგან. ამ ეპოქის ახალგაზრდებს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდათ, დაევიწყებინათ ომის საშინელება (საუბარია პირველ მსოფლიო ომზე) და ცხოვრებით დამტკბარიყვნენ დღეს და ახლავე. დიდი გეტსბი. რომანით თვით ერნესტ ჰემინგუეც აღფრთოვანებული დარჩა. ორმა ამერიკელმა მწერალმა ერთმანეთი 1925 წელს პარიზში გაიცნეს. The Great Gatsby გაყიდვაში 1925 წლის 10 აპრილს გამოვიდა. რომანი საზოგადოებამ ცივად მიიღო. 1974წელს რომანის კინოეკრანიზაციის პრემიერა შედგა. ფილმის რეჟისორი იყო ჯეკ კლეიტონი, მთავარ როლებში კი მონაწილეობდნენ რობერტ რეტფორდი და მია ფეროუ. სწორედ ამ ფილმის დამსახურებით იქცა The Great Gatsby ბესტსელერად.

რომანის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეტსბი“ მეორე წიგნია, რომელსაც გამომცემლობა „ოჩოპინტრე“ მკითხველს სთავაზობს სერიით „ოჩოპინტრეს თან სატარებელი წიგნები“, ეს არის ამ რომანის არც პირველი და არც ახალი ქართული თარგმანი, მაგრამ იგი 1995 წლის შემდეგ აღარ გამოქვეყნებულა. კარგად მახსოვს მაშინდელი გამოცემის ერთაბზაციანი, კომუნისტური სულისკვეთებით განმსჭვალული წინასიტყვაობა. არა, გამომცემლებს არაფერში ვადანაშაულებ, ვიცი დრო იყო ასეთი, სხვანაირად, ალბათ, წიგნი დღის სინათლეს ვერც იხილავდა. უბრალოდ, იმის თქმა მსურს, რომ „დიდი გეტსბი“ კაპიტალიზმის წინააღმდეგ დაწერილი მანიფესტი ნამდვილად არაა. მეტიც, იგი მსოფლიო ლიტერატურის განუყოფელი ნაწილია. მსოფლიო ლიტერატურა კი მხოლოდ გარკვეული წყობილების საძაგებლად, ან ხოტბის შესასხმელად არასოდეს იწერება გამომცემლისგან.“

მთხრობელი მდიდრების წრეში გაუგებრად მოხვდება. ეს იქნება მომენტი როდესაც აღმოჩნდები იქ სადაც არ გინდა, მაგრამ მალევე რადიკალურად შეიცვლები და აღმოაჩენ შენ ხარ იქ სადაც ყოველთვის უნდა ყოფილიყავი, რადგან იქ სხვაც შენსავითაა.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის რომ საყვარელი ადამიანის ჩვენს გვერდით იყოს? სისულელეა თუმცა რომანტიკის უმაღლესი გამოხატულება სხვისთვის სიცოცხლის დათმობაა. ყეყეჩობაა თუ ბუნებრიობა როცა სიყვარულისთვის ბევრ ფულს ხარჯავ და ამით აბავ მეორე ნახევარს?  ამავე დროს კი საშინელება ის უფროა, რომ სუსტი სქესი ამ თამაშის მთავარი მონაწილენი არიან, რადგან ამ წესებზე ყაბულს არიან.

სიმდიდრის უბედურება ის არის, რომ ვერ არჩევ ერთმანეთისგან ნამდვილს და თვითმარქვია მეგობრებს. სიმდიდრე დიახ რაღაც გაგებით გაბედნიერებს, მაგრამ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ამოიცნობ ნამდვილ მეგობრებს (თუ მოკვდი რაღა აზრი აქვს ხომ?).

კითხვა, რომელსაც თითქმის ყოველთვის ვსვავთ: წიგნი უფრო ჯობია თუ კინო ეკრანიზაცია? მართალი გითხრათ ჩემთვის ამ შემთხვევაში ეკრანიზაცია (ახალი ვარიანტი) უკეთესი აღმოჩნდა, წიგნის რაღაცნაირად გული ვერ დავუდე.

19.06.2017
რატი ბახტაძე

ლევან ბერძენიშვილის გადაცემა “წიგნების” “დიდი გეტსბის” მიმოხილვა:

გამომცემლობა “ოჩოპინტრეს“ წიგნების სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s