სიზმრების მიღმა – „რენდოლფ კარტერის ჩვენებ“ – ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი

ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი - რენდოლფ კარტერის ჩვენება.jpgთქვენთვის რა არის სიზმარი? წარმოსახვათა ჭიდილი თუ რაღაც ზებუნებრივი? ოდითგანვე სიზმარი არამიწიერთან კავშირის საუკეთესო საშუალება იყო და შესაძლოა არის კიდევაც. იქნებ სიზმარი ისაა რაც გვინდა რომ ხდებოდეს. როგორ ხდება ისე რომ ვხედავთ იმას რაც არასდროს გვინახია? გვესმის ის რაც არასდროს გაგვიგია? ვიძახით იმას რაც არასდროს გვითქვამს?  სიზმარი იმაზე მეტია ვიდრე მოგონება, რადგან ის ქმნის ახალ შთაბეჭდილებებსა და ახალ მოგონებას.

„რენდოლფ კარტერის ჩვენებ“ (ამ წიგნს განსაკუთრებული სუნი აქვს) ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში, თბილისში მიაკითხეთ.

ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი - ქთულჰუს ძახილი sწიგნის ავტორია ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი / Howard Phillips Lovecraft დაიბადა 1890 წლის 20 აგვისტოს, პროვიდენსში (როდ-აილენდის შტატი, ამერიკა) და ამავე ქალაქში 1937 წლის 15 მარტს გარდაიცვალა. ჰოვარდი ერთადერთი ბავშვი იყო კომივოიაჟორ უილფრედ სკოტ ლავკრაფტისა და სარა სიუზან ფილიპს ლავკრაფტის ოჯახში. ჰოვარდმა ნოველების დაწერა ბავშვობიდანვე დაიწყო. „დაგონი“ მან 14 წლის ასაკში დაწერა. უფრო ადრინდელი მოთხრობები ცოტა თუ არის შემორჩენილი. „დაგონი“ პირველად 1923 წელს ჟურნალ, Weird Tales“ – მა გამოსცა.

წიგნში შედის შემდეგი მოთხრობები:

  • რენდოლფ კარტერის ჩენება;
  • აღუწერელი;
  • იდუმალი კადათის სიზმრისმიერ ძიებაში;
  • ვერცხლის გასაღები;
  • ჩარლზ დექსტერ უორდის უცნაური საქმე;
  • ვერცხლის გასაღების კარიბჭის გავლით;
  • აეონთა მიღმა.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„გამოგონილი არკჰემის გამოგონილი ბინადარი, რენდოლფ კარტერი, ჰობარდს ფილიპს ლავკრაფტის ერთ-ერთი ყველაზე რეალური პერსონაჟია. მას სრულყოფილი ბიოგრაფია, ჩამოყალიბებული ხასიათი და მისწრაფებები აქვს, თუმცა ნებისმიერ საწადლამდე მისასვლელად არამიწიერი ლანდშაფტებით, არქიტექტურითა და არსებებით სავსე სამყაროები და დროის საზღვრები უნდა გაიაროს.

წინამდებარე კრებული სწორედ რენდოლფ კარტერის ირგვლივ ერთიანდება და ლავკრაფტის „სიზმრის ციკლის“ სახელწოდებით ცნობილი სერიის ნაწილია, თუმცა ზოგ მოთხრობაში მის შესახებ მხოლოდ გაკვრითაა ნახსენები, ზოგან კი მკითხველის მისი ამოცნობა მოუწევს.

„რენდოლფ კარტერის ჩვენება“ სწორედ ის კრებულია, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი მისტიკოსის შემოქმედების ყველაზე იდუმალ და აუხსნელ, ყველაზე ალუზიურ და თრობის ბურუსით მოცულ ნაწილს მოიცავს“,

ეს წიგნია არის თავგადასავალი (უფრო საუბარი მაქვს მოთხრობაზე „იდუმალი კადათის სიზმრისმიერ ძიებაში“), რომელიც ცოტათი რთული გასაგები და აღსაქმელია, ის არ არის მორთული ფერადი ყვავილებითა და ზღაპრებით, ის იმაზე საშინელია ვიდრე თქვენი ღამის კოშმარი (თუ გქონიათ თავისთავად). ამავე მოთხრობაზე ვიტყვი, რომ დანტეს მოგზაურობას მოგაგონებთ ოღონდ ლავკრაფტის წარმოსახვათა სამყაროში.

თუ იცით ვინაა თქვენი ბაბუა? მარტივი კითხვაა არა? ახლა დაფიქრდით და მითხარით ვინაა ბაბუათქვენის მამა, ან თუნდაც ბაბუის ბაბუა. გართულდა? შეიძლება ისიც არ იცოდეთ მათი საფლავები სადაა, არადა აღდგომაზე რა მონდომებით გავდივართ, ოღონდ „რჩეული“ წინაპრების მონახულებით. რომ ვუფიქრდები ვხვდები რომ ჩემს წინაპრებზე ბაბუის/ბებიის ბაბუა/ბებიაზე ან მის უკან უკვე ყურმოკრული კი არა გაუგებარიც კი არის. არადა ხშირად ჩვენ წარმომავლობას რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ.

მთლიანობაში წიგნი ქმნის შემაძრწუნებელი გარემოს და მისტიკით დაფარული თხრობას. ეს წიგნი ისეთია ხელიდან არ გაუშვებ. შეიძლება არ შეგეშინდეთ მაგრამ იმდენად ჩაგითრიოთ რომ საბოლოოდ აღწერილი ფაქტებს დაიჯერებთ.

 

  – სილამაზე სინამდვილეში ჰარმონიაში სუფევს.

 22.06.2017
რატი ბახტაძე

 „გამომცემლობა წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s