უსაზღვრო ინტელექტი – “მე, რობოტი” – აიზეკ აზიმოვი  

აიზეკ აზიმოვი - მე რობოტი.jpgიცით რომ მთვარის ჩრდილოეთ პოლუსზე გაყინული წყალი აღმოაჩინეს? ეს შესაძლებლობას აძლევს კაცობრიობას ააშენოს მთვარის კოსმოსური სადგური, საიდანაც სხვადასხვა პლანეტების მიმართულებით ფრენების განხორციელდება იქნება შესაძლებელი. დღეისათვის დედამიწის გრავიტაციული ველის გადალახვა ერთ-ერთი ძვირი სიამოaვნებაა, რასაც მთვარის სადგური მარტივად გაუმკლავდება. მოგეხსენებათ მთვარის მიზიდულობის ძალა დაბალია.

„მე, რობოტი“ ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში, თბილისში მიაკითხეთ.

აიზეკ აზიმოვი - მე რობოტი 2წიგნის ავტორია აიზეკ აზიმოვი / Isaac Asimov (1920 – 1992) ამერიკელი ბიოქიმიკოსი, სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობების მწერალი. პირველი ნოველა მან 11 წლის ასაკში დაწერა.  სულ მთლიანობაში მან 500-მდე წიგნი დაწერა ან დაარედაქტირა. თავისი ცხოვრების პერიოდში ის ფანტასტიკური მწერლების „დიდებული სამეულში“ რობერტ ჰაინლაინისა და არტურს კლარკთან ერთად შედიოდა. აზიმოვი განსაკუთრებით გამოირჩეოდა სამი სერიით: Foundation (დაფუძნება), Galactic Empire (გალაქტიკური იმპერია), Robot (რობოტი).

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„გაიცანით რობი, სპიდი, ნესტორი, ქიუთი, დეივი, ჰერბი და ბრეინი. ისინი გონიერები, საქმიანები და მეტ-ნაკლებად მოხდენილები არიან, რადგან მეტალის უხეშ კონსტრუქციასა და მიკროსქემების აბლაბუდას წარმოადგენენ. თუმცა მატი პოზიტრონული ტვინი უნიკალური ქმნილება, კაცობრიობის უმაღლესი მიღწევაა.

აიზეკ აზიმოვის კლასიკური კრებული „მე, რობოტი“ ქართულად მეორედ გამოდის, თუმცა, ამჯერად, კრებული არა მხოლოდ საბჭოთა ცენზურისგანაა დაცლილი, არამედ შევსებულია მოთხრობით, რომელიც ამავე ცენზურით იყო აკრძალული და მთელი კრებულის ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტს წარმოადგენს.

წიგნში აღწერილი მოვლენები ჩვენს ეპოქაში, 2000-იანების დასაწყისში ვითარდება. ამრიგად მკითხველი სწორედ იმ რეალობას ეცნობა, რომელიც, შესაძლოა, დღეს გვქონოდა და საკუთარი თვალის ენახა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც რობოტის ადამიანისგან გარჩევა შეუძლებელია, ან მაშინ, როდესაც ისინი სამყაროს მართვას იწყებენ“.

დღეს რობოტებზე იმაზე მეტად ვართ მიჯაჭვულნი ვიდრე ოდესმე. რამდენხანი შეგიძლიათ მობილურისა და კომპიუტერის გარეშე გაძლება? დღეს თანამედროვე მსოფლიო ციფრულია, მაშასადამე ტექნოლოგიას, თუნდაც რობოტის სრული გაგებით, მისი დაბალი შესაძლებლობებით ვიყენებთ.

რობოტებისთვის დაწერილი სამი ძირითადი კანონი მათი ათი მცნებაა,  რომელთაც არ უნდა გადაუხვიოს არცერთმა რობოტმა. წიგნში მოთხრობილი მთლიანად ტრიალებს ამ წესების ირგვლივ, მათ ლოგიკურ ჭიდილსა და დაპირისპირებაში. ეს სამი ძირითადი კანონია:

  1. რობოტს არ შეუძლია ადამიანს ავნოს, ან თავისი უმოქმედობით რამე დაუშავოს;
  2. რობოტი უნდა დაემორჩილოს ადამიანის ბრძანებას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველ კანონს;
  3. რობოტმა უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველსა და მეორე კანონს.

თავისთავად რობოტთან ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვანი მათ მიმართ ადამიანის ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა – რა შეგრძნებები თუ მიდგომები გვექნება ან თუნდაც რა გვაქვს.

იცოდეთ რომ ამ წიგნს თითქმის არანაირი კავშირი არა აქვს თანამედროვე ფილმთან „მე, რობოტი“. მხოლოდ და მხოლოდ მომენტები და მსგავსებები არი აღებული. ეს არ გულისხმობს, რომ ფილმი ცუდია ან წიგნი. ორივე თავისებურად გამორჩეულია.

ჭკვიანი კომპიუტერი, რომელია იცით? რომელიც თავის თავს ავითარებს და შეუძლია ნებისმიერი ამოცანა თუ თავსატეხი ამოხსნას. დღეს თუ მეცნიერებაში რაიმე სერიოზულის გარღვევა გვინდა მხოლოდ ადამიანის გონება აღარაა საკმარისი საჭიროა ციფრული გონების სიძლიერე და დახმარება. ამას აზიმოვი თავის დროზე ხვდებოდა და სწორედაც. არ დაგავიწყდეთ წიგნი „მე რობოტი“ 1950 წელსაა დაწერილი.

მთლიანობაში თხრობა სასიამოვნოა. დამერწმუნეთ ეს ის წიგნი რომელიც უნდა წაიკითხოს ყველამ და არა მარტო ფანტასტიკის მოყვარულებმა. საოცრება კი ისაა, რომ ჩვენ ფაქტობრივად იმ მომავალს ვუახლოვდებით რომელსაც მწერალი აღწერს (თუ უკვე მასში არ ვცხოვრობთ.)

  • ჰიპერსივრცე – ტერმინი სამეცნიერო ფანტასტიკაში, მრავალგანზომილებიანი სივრცე, რომელშიც სინათლის სიჩქარით სხვადასხვა დორს და ადგილას გადანაცვლებაა შესაძლებელი.

 

26.06.2017
რატი ბახტაძე

 „გამომცემლობა წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s