შემთხვევითი ბედნიერება – “პიკნიკი გზის პირას” – არკადი და ბორის სტრუგაცკები

არკადი და ბორის სტრუგაცკები - პიკნიკი გზის პირას.jpgრა აიძულებს ადამიანს აკეთოს ის, რაც სიკვდილს უქადის. საქმე რომელიც ბეწვის ხიდზე გატარებს. არის ამაში რაღაც ტრაგიკული და ამავდროულად ამოუცნობიც. ჩერნობილს რომ თავის დავანებოთ გავიხსენოთ იაპონიის მოვლენები, სადაც ადამიანები თავს წირავდნენ რადიაციის გავრცელების შესაჩერებლად.

წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლება აქვთ.

%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%92%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%99„პიკნიკი გზის პირას“ საბჭოთა კავშირის რუსი სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლების არკადი (1925-1991) და ბორის (1933-2012) სტრუგაცკების (Arkady and Boris Strugatsky) მიერაა დაწერილი. ის რომ წიგნი ორმა მწერალმა (ძმებმა) დაწერა ეს  უკვე საინტერესოა. ეს ის შემთხვევა არის, როდესაც მწერლების ბიოგრაფია რუსული ენის საშუალებით მოვიძიე. როგორც ჩანს ძმები დასავლეთში ნაკლებად პოპულარულები არიან, მაგრამ საბჭოთა კავშირში მათ სამეცნიერო ფანტასტიკის ერა შეჰქმნეს. მათი ნაწარმოებები ფაქტობრივად ყველა საბჭოთა მკითხველისთვის  ცნობილი  და მათი წიგნებიდან ამოღებული სიტყვა-პასუხი ერთმანეთისთვის მარტივად გასაგები იყო.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ზონა მახეების რთული სისტემაა. ყოველი მათგანი მომაკვდინებელია. არ ვიცი, რა ხდება, როდესაც აქ ადამიანები არ არიან, მაგრამ როგორც კი ვინმე გამოჩნდება, ყველაფერი მოძრაობას იწყვებს – „სტალკერი“ (ანდრეი ტარკოვსკი, 1979)

ზონა ხიფათითა და ანომალიებით სავსე ადგილია. მისი სტუმრის ყოველი ნაბიჯი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. იქ შეღწევა თითქმის შეუძლებელია. ადამიანისთვის ასეთ მტრულ გარემოში მოხვედრა ნებაყოფლობით ცოტა თუ ვინმეს მოუნდებოდა, რომ არა ის არტეფაქტები, რომლებიც დედამიწაზე უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებმა ხანმოკლე ვიზიტისას დატოვეს.

მათ, ვინც ყველაფრის რისკავენ, რათა ზონაში იპოვონ თავისუფლება, უკან დაბრუნებულებმა კი მოპოვებული არტეფაქტები შავ ბაზარზე გაყიდონ, სტალკერები ჰქვიათ. სოწრედ ერთ-ერთ მათვანის ისტორიაა „პიკნიკი გზის პირას“.“

სტრუგაცკების ეს წიგნი უკვე მესამეა გამომცემლობისაგან. წინა წიგნებია „ორშაბათი იწყება შაბათს“ და „ძნელია ღმერთობა“.

თქვენთვის რა შეიცვლება თუ გაიგებთ რომ უცხოპლანეტელები არსებობენ? ეულად აღარ უგრძნობთ თავს? თუ უბრალოდ მხოლოდ გაგიხარდებათ? რისი მომტანი იქნება ეს შენთვის? მეცნიერუალდ ბევრ რამეს, დიახ გაეცემა პასუხი, მაგრამ მაინც. რას მოგვიტანს ეს?

მგონი ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ცოტა კრიტიკულად შევაფასებ წიგნს. არ ვიცი შესაძლოა მე ვერ გავიგე. უშუალოდ წიგნის ფანტასტიკური წარმოდგენა საინტერესოა,  მაგრამ თითქოს უბრალო საუბარი მიდის. თითქოს სიღრმისეულად უნდათ მწერლებმა დაგვანახონ ცხოვრების არსი, მაგრამ არც ისე კარგად. შესაძლოა ეს მე ვარ ვინც ვერ ჩაწვდა.  თქვენ თუ გაიგეთ ამ წიგნის ჭეშმარიტი აზრი გთხოვთ გამიზიაროთ.

მე არ ვიტყვი რომ არ უნდა იყიდოთ ეს წიგნი, რომელიც ზოგად წარმოდგენას გვიქმნის თუ რა შეიძლება მოხდეს უბრალოდ პიკნიკის დროს. ზოგადად ფანტასტიკური მოვლენები და ადამიანური დამოკიდებულება ერთმანეთში არის აზელილი, რაც  თავისთავად საკითხავს უფრო საინტერესოს ხდის.

ბოლოს დავამატებდი, რომ გარკვეულ წილად „მეტრო 2033“ მოგაგონებთ. თითქოს ორივე შემთხვევაში სტალკერებს ერთნაირი განცდა ეუფლებათ, როდესაც უცხო გარემოში უწევთ ყოფნა.

  • სტალკერები – თავზეხელაღებული ბიჭები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავის იმედად შედიან ზონაში და ეზიდებიან ყველაფერს, რისი წამოღებაც შეუძლიათ.

27.06.2017
რატი ბახტაძე

 გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

2 thoughts on “შემთხვევითი ბედნიერება – “პიკნიკი გზის პირას” – არკადი და ბორის სტრუგაცკები

  1. სტრუგაცკებს მეც ვერ გავუგე 🙂 ალბათ იმის ბრალია, რომ ფანტასტიკური ჟანრის წიგნები ასეთი არ წარმომიდგენია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s