სხვანაირი თამაში – „როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო“  – ფრანკლინ ფოერი  

ფრანკლინ ფოერი - როგორ აგვიხნა ფეხუმრთმა მსოფლიოფეხბურთს ბავშვობის ასაკში რამდენიმე წელი ვთამაშობდი, შემდგომ 10 წლიდან რაგბით ვიყავი დაკავებული. ფეხბურთი დიდად არასდროს მყვარებია, არც მისი მოედანზე ან ტელევიზორში ყურება მიყვარს, კომპიუტერულ თამაშზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია.  წიგნი, რომელზეც ამ ბლოგში ვისაუბრებთ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჩამივარდა ხელში. უკვე რამდენიმე წელია გვერდს ვუვლი, მაგრამ დადგა ნანატრი დრო და ისიც წავიკითხე.

„როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო“ გამოცემულია ა/ო “რადარამის” მიერ. “რადარამი” ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც უკანასკნელი წლების არამხატვრული ჟანრის ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და ბეჭდვა დაიწყო. წიგნები ისეთ აქტუალურ საკითხებს ეხება, როგორიცაა გლობალიზაცია, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, პოლიტიკა, მეცნიერება, ფსიქოლოგია და ა.შ. თითოეული მათგანი ისეთი ენითაა დაწერილი, რომ არ მოითხოვს კონკრეტული საკითხის პროფესიონალურ დონეზე ცოდნას და გასაგებია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

ფრანკლინ ფოერი - როგორ აგვიხნა ფეხუმრთმა მსოფლიო w.jpgწიგნის ავტორია ფრანკლინ ფოერი / Franklin Foer დაიბადა 1974 წელს ებრაულ ოჯახში.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ფრანკლინ ფოერი პროფესიით ჟურნალისტია, მისი სტატიები პოლიტიკურ თემებზე New York Times-სა და Wall Street Journal-ში იბეჭდებოდა, მაგრამ ფეხბურთმა – ბავშვობის დროინდელმა გატაცებამ, მას სპორტის ამ პოპულარული სახეობის შესახებ წიგნის დაწერა გადააწყვეტინა. ამისათვის რვა თვის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმოგზაურა, შეხვდა ფეხბურთთან დაკავშირებულ უამრავ საინტერესო ადამიანს და არა ერთი საფეხბურთო მატჩს დაესწრო. შედეგად უაღრესად საინტერესო წიგნი შეიქმნა, რომელშიც ავტორი ცდილობს აჩვენოს, თუ როგორ არის დაკავშირებული XX საუკუნის ფეხბურთი გლობალურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, როგორ აქციეს სხვადასხვა ერებმა საფეხბურთო სტადიონი ეროვნული ღირსების, იდენტობის გამოვლენის, ზოგჯერ სხვა ერებზე უპირატესობის დამტკიცების ან ტრადიციების დაცვის ასპარეზად. ავტორი გვერდს არ უვლის მსოფლიო ფეხბურთისათვის ისეთ საჭირბოროტო პრობლემას, როგორიცაა საფეხბურთო მატჩების უსაფრთხოება ან ზოგიერთ ქვეყანაში ფეხბურთისათვის ისეთ საჭირბოროტო პრობლემას, როგორიცაა საფეხბურთო მატჩების უსაფრთხოება ან ზოგიერთ ქვეყანაში ფეხბურთის ადგილობრივი პოლიტიკის ნაწილად ქცევა.

ავტორი ამომწურავად ასაბუთებს, რომ საფეხბურთო ჩემპიონატებში მონაწილე ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემების მიხედვით, ადვილია წინასწარ განსაზღვრო მსოფლიო თასის მოსაპოვებელ მატჩთა შედეგებიც კი.

მკითხველი წიგნში ბევრ სიახლეს აღმოაჩნეს კარგად ნაცნობი მოვლენებისა და თუ ადამიანების შესახებ. იმისათვის, რომ ამ წიგნი კითხვით სიამოვნება მიიღოთ, სულაც არ არის აუცილებელი იყოთ ფეხბურთის კარგი მცოდნე ან მოყვარული. წიგნი მხოლოდ ფეხბურთზე არაა. ის ფეხბურთის სამყაროში შეღწეულ გლობალიზაციის მტკივნეულ პრობლემებზეა.“

წიგნში რა თქმა უნდა არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე, არამედ ის განიხილავს ფეხბურთს, როგორც სოციუმის გარკვეულ ნაწილს და რიგ შემთხვევებში როგორც ისტორიის შემადგენელს.

წარმოგიდგენიათ ინგლისის გუნდებმა საკუთარი რელიგიური დაპირისპირება მოედანზე გადაიტანეს. მათი მიზნების მიღწევა ჩემპიონატებზე გამარჯვებითა და ფანების დაპირისპირებაში არის გადაზრდილი. ეს აშკარად აღარაა უბრალო თამაში, ეს არის დაპირისპირება იდეოლოგიებს და ზოგჯერ ხალხებს შორის.

მე-20 საუკუნეში საუკეთესო ფეხბურთელები სხვა ქვეყნებში ბრაზილიიდან გაქცეული მიგრანტები იყვნენ, ეს ფაქტი ისეთივე ახლოსაა საქართველოსთან, როგორც არასდროს (ტვინის გადინების მხრივ).

ათასჯერ შევსწრებივარ არამარტო ტელევიზორში არამედ ფეხბურთის მოყვარულთა საუბარში თუ რა უნდა ეშველოს ფეხბურთს? რა გახდა ასეთი უსაშველო? და ა.შ. პასუხი მარტივიცაა და რთულიც. ამ მოსაუბრეებს ჯერ ვურჩევ სხვა ქვეყნებს გადახედონ, შესაბამისად წაიკითხონ ეს წიგნი და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ მათ საუბარი რა უნდა ეშველოს.. მოსაუბრეთა უმეტესობას დაუფჩენია პირი და სახელმწიფოსაგან ითხოვს მეტი ფულის დაბანდება, რათა თვითონ მეტი ჭამონ. სახელმწიფოსგან მეტი კანონი და გამჭირვალეობა უნდა იქნეს მოთხოვნილი და მერე მართლა ვნახავთ ცვლილებებს ამ მიმართულებით.

ჩემი ორი ძმა არ თამაშობენ ცუდად, მაგრამ მათგან ყოველთვის ისმის გუნდში მოხვედრა თუ გინდა ან ნაცნობი უნდა გყავდეს ან ფული გინდა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში ორივე ერთად. თამაშის ტექნიკას არავინ აქცევს ყურადღებას.

როგორ მარტივად შეუძლიათ პოლიტიკურმა ლიდერებმა ფეხბურთი გამოიყენონ იარაღად. კერძოდ გუნდები გახადონ ჩემპიონები და ამით მოიპოვონ პოპულარობა და ამასთანავე ფანების მხარდაჭერა. მწერალს ამის დამადასტურებელი მრავალი მაგალითი მოყავს.

 იცოდით რომ:

  • 1886 წლიდან 1936 წლამდე ავსტრალიების მიერ მოპოვებული 52 ოლიმპიური მედლიდან 18 ებრაელებმა მოიგეს;
  • ჩატეხილი ფანჯრის თეორია – ურბანული მოწყობა და მოწესრიგება იწვევს ვანდალიზმისა და კრიმინალის შემცირებას (მთ.);
  • როდესაც ქვეყანაში ხელის გაუნძრევლად მოიპოვებ სიმდიდრეს, თუნდაც ეს სიმდიდრე რამდენიმე ოლიგარქის ხელში ტრიალებდეს, ამას ბუნებრივ მოვლენად აღიქვამენ და ქვეყანა ზარმაზცდება.

27.06.2017
რატი ბახტაძე

 „რადარამის“ სხვა წიგნები/მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s