რევოლუცია – „ანგელოზთა აჯანყება“ – ანატოლ ფრანსი

ანატოლი ფრანსი.jpgჭკვიანი ადამიანი წიგნს მხოლოდ მისი შინაარსით აფასებს (თავისთავად სწორიცაა). დღეს იშვიათად თუ ვაქცევთ ფურცლისა თუ ყდის ხარისხს მნიშვნელობას. ადრე წიგნი არამარტო ნაწერი არამედ ხშირად ხელოვნების ნიმუშიც იყო. მის დაწერასა და გადაწერაში უამრავი დრო და რესურსი იხარჯებოდა. მისი ტყავის ყდა, ნაწერის ორიგინალურობა (ხელი), ილუსტრაციები, სხვა და სხვა. არასწორად არ გამიგოთ, უბრალოდ ზემო ჩამოთვლილი წიგნს (როგორც ობიექტს) სძენდა ფასს, რაღაც არის ამაში ძვირფასი და ეგოისტური (დღეს უბრალო წიგნებსაც როგორც ვუფრთხილდებით).

„ანგელოზთა აჯანყება“ გამომცემლობა “ოჩოპინტრეს” სერიის „ოჩოპინტრეს თან სატარებელი წიგნების“ მესამე წიგნია. ამ გამომცემლობის შესახებ „თბილისი წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე” შევიტყვე. ამ სერიის ყველა წიგნი შევიძინე და გადავწყვიტე ისინი მხოლოდ და მხოლოდ სახლის გარეთ ვიკითხო – პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გზაში და ა.შ.

ანატოლი ფრანსი fანატოლ ფრანსი / Anatole France  (1844 – 1924) – ფრანგი რომანტიკოსი და კრიტიკოსია. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ფრანსუა-ანატოლ ტიბო. 1860-იანი წლების დასაწყისში ა. ფრანსი აქვეყნებს თავის ნაწარმოებებს სხვადასხვა გამომცემლობებსა და ჟურნალებში. მოგვიანებით რომანის ჟანრს მიუბრუნდა და 1881 წ, 38 წლის ასაკში, ”სილვესტრ ბონარის დანაშაულის” გამოქვეყნების შემდეგ, საყოველთაო აღიარება მოიპოვა.  1887 წ. ფრანსი ლიტერატურის ცნობილ კრიტიკოსად გვევლინება და თანამშრომლობს პრესტიჟულ გაზეთ ”თემპსში”. აქ მწერალი გვევლინება ლიტერატურის ახალი მიმდინარეობების  ნატურალიზმისა და სიმბოლიზმის წინააღმდეგ. ის მომავალშიც დარჩება კლასიკური იდეალის დამცველად (იხ. მეტი).

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ანატოლ ფრანსს აღიარება არ აკლია, თუმცაღა ჩვენში იგი ნაკლებად ცნობილია, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდა მკითხველში. „ანგელოზთა აჯანყება ფრანსის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია, რომელიც წლებია ქართულად აღარ გამოცემულა. დარწმუნებული ვარ, ამ წიგნს ერთგვაროვანი გამოხმაურება არ მოჰყვება. თუნდაც ფრანსის საოცარი იუმორის, სარკასტული თხრობისა და ფანტასტიკური სიუჟეტების გამო. ვინ იცის, იქნებ მავანმა მკრეხელობაშიც კი დაგვდოს ბრალი. მიუხედავად ყველაფრისა ერთი რამ ცხადია, „ანგელოზთა აჯანყება“ ის წიგნია, რომლის გათავისებაც მხოლოდ და მხოლოდ მკითხველის ფანტაზიასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. გამომცემლობისგან“

საკუთარი ბიბლიოთეკა – რატომაა ეს ასე მიმზიდველი და ამასთან ბევრის მომცემი. თითქოს თითქოს ყოველ წამს შეგიძლია გააღო უამრავი კარი და აღმოჩნდე იქ სადაც გინდა. ერთგან წავიკთხე, რომ წიგნი (ფურცლების სახით) გვაძლევს შესაძლებლობას ის აღვიქვათ როგორც საკუთარი. საკუთარის ქონის სურვილი ბავშვური ინსტიქტია, რომელიც დიდობაშიც მოგყვება. გაიხსენეთ ბავშვების კინკლაობა – „ჩემია! ჩემია!“.

რწმენის დაკარგვა შეიძლება ერგვარი აჯანყებაა ღმერთის მიმართ. რაც უფრო მეტი ადამიანი განუდგება სარწმუნოებას მეტნი ხდებიან კანონის მოშიშნი. ნუთუ ღმერთს სახელმწიფო ანაცვლებს? უხილავს ვხდით ხილულს – კანონისა და წესების სახით.

ავტორი გვთავაზობს ადამიანის ევოლუციის განვითარების თავისებურ ხედვას, რომელშიც წვლილი არა ცხოველური ინსტიქტია არამედ ზებუნებრივია.

რამდენად გამართლებული იყო დუელი ჯენტლმენობისა თუ ღირსების დასაცავად? დღეს სასამართლოს შეგიძლიათ საქმე აღძრათ და მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება ღირსების შელახვისათვის, ადრე კი ეს ანაზღაურება სისხლის ფასად, დუელის საშუალებით ხდებოდა.

 ავტორის ციტატები:

  • ლხინში ხშირად დღეს გვიწამლავს განვლილი ჭირი;
  • ბუნებაზე ვერ გაბატონდები, სამყაროს მეუფებას ვერ მიაღწევ, ღმერთი ვერ გახდები, თუ ცოდნა არ შეიძინე;
  • უნდა შევიყვაროთ ის რასაც ვუყვარვართ.

 და ბოლოს, ანატოლ ფრანსისზე დამატებითი ინფორმაციის ძიებისას წავაწყდი გალაქტიონ ტაბიძის ლექსს (მის ავთენტურობაზე თავს ვერ დავდებ):

წარწერა ანატოლ ფრანსის სურათზე

კარგი ოსტატი, შემოქმედი უმწვერვალესი,
ვინც სიტყვას მისცა ყინულის და ცეცხლის ხალისი,
ენა ფრანგული ჰქმნა დიადი და სრულყოფილი,
უდარებელი, იშვიათი, კეთილშობილი.
მხოლოდ გუგუნი იყო მისი ხმის რეზონანსი
ანატოლ ფრანსი, მშვენიერი ანატოლ ფრანსი!
მწარე დაცინვა, მოელვარე – როგორც მახვილი,
მათდამი ზიზღის უმწარესი გამომსახველი,
ვინც მარგალიტით და ოქროთი მოავარაყა
ბურჟუაზიის ბატონობის მთელი მარაქა.
ის იყო ციცხვი, წინაპარი მოვლენის დიდის,
რომელიც ეხლა ახალი გზის ძიებით მიდის.
მხოლოდ გუგუნი იყო მისი ხმის რეზონანსი –
ანატოლ ფრანსი, მშვენიერი ანატოლ ფრანსი.

29.06.2017
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “ოჩოპინტრეს“ წიგნების სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s